ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8241.
შესწორებები | მარცხი
მანქანა იუნივერსითი-ფლეისს უახლოვდებოდა.
The cab was approaching University Place.
8242.
შესწორებები | მარცხი
მზესუმზირების ფოთლებზე შავი ლაქები შენიშნა, ყვავილებს კიდეები ოდნავ გაჰფერმკრთალებოდათ და ჩამოსჭკნობოდათ.
The leaves of the sunflowers had black spots and were rimmed with pale senescences.
8243.
შესწორებები | მარცხი
ქარი შავ ლაბადას უფრიალებდა, მაგრამ ინიდი ჯიუტად არ კარგავდა იმედს, რომ კრუიზის დროს აუცილებლად იდეალური ამინდი იქნებოდა.
His black raincoat was flapping in the wind, and still Enid managed to hope that the weather would be perfect for cruising.
8244.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
ხავერდის სქელი ფარდები ჩამოაფარა, დარაბები დახურა, დიდი, უჟანგავი მეტალის მაცივრიდან 8x10-ზე ფორმატის ქაღალდით სავსე ყუთი გამოიღო და ორი ფირი ნეგატივების ელექტროგამწმენდში – უცნაურად მძიმე პატარა დანადგარში – შეაცურა.
He drew the velvet blackout curtains and shut the lightproof shutters, took a box of 8x10 paper from the big stainless refrigerator, and fed two strips of celluloid to the motorized negative cleaner—a sexily heavy little gadget.
8245.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
მეორე სურათზე ალფრედი მჭიდროდ მოტკეცილ შორტში, მიდლენდ პასიფიკის კეპში, შავ წინდებსა და უხსოვარი დროის გოლფის ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი, ხელში გოლფის ასევე არქაული ჯოხი ეჭირა და თეთრ, გრეიპფრუტის ზომის ნიშნულს უმიზნებდა, თან ისე იკრიჭებოდა, თითქოს ობიექტივს ეუბნებოდა, აი, მაგ ზომის ბურთს ნამდვილად გავარტყამდიო!
In the other photo Alfred was wearing tight shorts and a billed Midland Pacific cap, black socks and prehistoric golf shoes, and was addressing a white grapefruit-sized tee marker with his prehistoric wooden driver and grinning at the camera as if to say, A ball this big I could hit!
8246.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
მაგრამ მაშინ დააკაკუნეს კარზე, ლაბორატორიაში სქელი ფარდა შეირხა და შიგნით მისი უმცროსი ვაჟი, ჯონა შემოცუნცულდა.
But there came a tapping on the outside door, and his youngest son, Jonah, slipped through the blackout curtain.
8247.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
აარონმა პირი იბრუნა, მერე ისევ გარისკენ მოტრიალდა და ერთ ადგილზე ისე აცქმუტდა, თითქოს ცდილობდა, ის სამარცხვინო ცრემლები როგორღაც შეეჩერებინა ანდა ჩაეყლაპა მაინც, რომ მერე ფეხებისკენ გაესტუმრებინა და წიხლებით შესდგომოდა.
Aaron turned away and turned back and marched in place, as though trying to force the shameful tears out of his eyes and into his body, down through his legs, and stamp them out.
8248.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
ფანჩატურში გაუსაძლისად ცხელოდა, კრევეტები დაიხრუკა და ხმალთევზაც უშნოდ გამოშრა.
On the deck, in the radiant heat, as he blackened the prawns and seared the swordfish, a weariness overtook him.
8249.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
გრილის კედლებზე სქლად მიმხმარიყო საზიზღარი, ჩაშავებული ცხიმი.
On the inner walls of the grill a deep-pile carpet of phenolic black greases had accumulated.
8250.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
ებერლისეული პროცესი, რომელსაც ჯერ კიდევ 1996 წელს ოფიციალური ლიცენზიაც კი არ გააჩნდა, დღეს უკვე ტვინის სიმსივნეთა და სხვა ტიპის დაზიანებათა მკურნალობის სტანდარტულ მეთოდად იქცა და მისი ავტორისათვის, ჯონზ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგ ერლ ჰ. („ხუჭუჭა“) ებერლისათვის სალიცენზიო გადასახადებისა და სხვა, მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული გადარიცხვების სახით, წელიწადში 40 მლნ. დოლარი მოაქვს.
The Eberle Process, which as late as 1996 lacked regulatory approval but today is recognized as the gold standard for the treatment of a large class of cerebral tumors and lesions, is estimated to net its inventor, Johns Hopkins neurobiologist Earl H. (“Curly”) Eberle, as much as $40 million annually in licensing fees and other revenues worldwide.
8251.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
თავიდან შესაფუთიდან გამოათავისუფლა, მერე მასალა მუხლებზე დააყენა და დაბალკვალიფიციური მუშაკივით ულაზათოდ ჩასჩარა პირში ინსტრუმენტი.
First the fabric casing was removed, then the material was placed on its knees and the semiskilled worker fitted his tool into its mouth, then the material was placed on its back while the worker orally calibrated it.
8252.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
გარის აზრით, პირველ ყოვლისა, სახლი უნდა გაეყიდათ, რაც შეიძლება სარფიანად და მშობლები უფრო პატარა, უფრო იაფიან, მაგრამ ახალსა და მყარ სახლში გადაეყვანათ, დარჩენილი ფული კი ჭკვიანურად და მომგებიანად დაებანდებინათ.
The first order of business, as Gary saw it, was to sell the house, get top dollar for it, move his parents into someplace smaller, newer, safer, cheaper, and invest the difference aggressively.
8253.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
ჩვენ მხოლოდ ერთი საძინებელი და ერთიც სამზარეულო, ანუ ის ადგილები, სადაც დედა შეძლებს საჭმელი გააკეთოს და სადაც ორივე დავსხდებით.
One bedroom and a kitchen is all we need, Somewhere your mother can cook and we have a place to sit.
8254.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
– მამა, თუ უფრო მოსახერხებელ ადგილას არ გადახვალთ, აუცილებლად დაშავდები და მერე მოხუცებულთა თავშესაფარში ამოყოფ თავს.
- Dad, if you don’t put yourself someplace manageable, you’re going to hurt yourself, you’re going to wind up in a nursing home.
8255.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
მუხის ხეები ისევე ჩაშავებულიყვნენ, როგორც მათ ტოტებზე შემომსხდარი ყვავები.
The oak trees were the same oily black as the crows perching in them.
8256.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
სენტ-ჯუდში ჯონა სამი უფროსის ყურადღებასა და სიყვარულს არავისთან იყოფდა და, ალბათ, ამიტომაც მიაჩნდა ეს პატარა ქალაქი ამქვეყნად საუკეთესო ადგილად.
In St. Jude he was luxuriating in the undivided attention of three adults and that's why he declared St. Jude the nicest place he’d ever been.
8257.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
გარის თითქოს მოლურჯო სიბნელე ქვასავით დააწვა ტვინზე.
A pillow of blue blackness lay on Gary’s brain.
8258.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
ციცქნა წითელი ყვავილებით მოჩითული ყვითელი კაბა და შავი სანდლები ეცვა, ცხვირზე კი პლასტიკის მრგვალი სათვალე „ტროცკი“ წამოეცვა.
She was wearing a yellow shift with a red floral print, black sandals, and a pair of "Trotskyish" round plastic glasses.
8259.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
დღეს სალათისფერი, ნახევრად აბრეშუმის სპორტული ქურთუკი, სელის მორუხო პერანგი და შავი შარვალი ეცვა, მობილურის ზარი გამორთული ჰქონდა და ტელეფონს არ პასუხობდა.
Today he was wearing a caper-green half-silk sport coat, an ecru linen button-down, and pleatless black dress pants, his own cell phone was turned off, deaf to all incoming calls.
8260.
შესწორებები | რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცოფდებოდა
– გოგო, რით ვერ გაიგე, რომ ეს სარწმუნოებას კი არ გიცვლის, უბრალოდ დამატებაა.
- Girl, this isn't replacement faith, this is supplemental.