ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8501.
სოციალური ცხოველი | წინასიტყვაობა
რაღაც უნდა დავთმოთ; და ამიტომ, სახელმძღვანელოების უმეტესობიდან ბევრი კარგი კვლევა წარსულს ბარდება ხოლმე, არა იმიტომ, რომ შეიცვალა რაღაც უკეთესით – არა, მხოლოდ უფრო ახლით.
Something has to go; and so, in most textbooks, a lot of good research gets swept into oblivion, not because it has been replaced by something better—only by something newer.
8502.
სოციალური ცხოველი | წინასიტყვაობა
ეს ქმნის ილუზიას, რომ ამ სფეროს არ აქვს თანმიმდევრულობა – ანუ, არსებობს კლასიკური კვლევა და თანამედროვე კვლევა, რომელთა შორის არაფერი მომხდარა.
This creates the illusion that the field lacks continuity; that is, there’s the classic research and the modern research with very little in between.
8503.
სოციალური ცხოველი | წინასიტყვაობა
ოთხი ათწლეულის განმავლობაში ამ პრობლემასთან გამკლავებას ვცდილობდი და ჯიუტად ვამბობდი უარს, შემეცვალა მშვენიერი „მოძველებული“ კვლევა უფრო ახლით, თუ ეს ახალი რამე მნიშვნელოვანს არ შემატებდა განხილული მოვლენის ჩვენეულ გაგებას.
Over the past four decades, I have tried to deal with this problem by steadfastly refusing to replace a fine “middle-aged” study by a newer one unless the newer one added something important to our understanding of the phenomenon being discussed.
8504.
სოციალური ცხოველი | თავი 1
მაღაზიის მეპატრონეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მონტანას პატარა ქალაქში აქვს გატარებული, არასდროს ჰქონია რეალურ შავკანიანებთან რეალური კონტაქტი, მაგრამ მან „ იცის“, რომ ისინი უჭკუო, ზარმაცი და მეტისმეტად სექსუალურები არიან.
A shopkeeper who has lived his entire life in a small town in Montana has never had any contact with real, live black people, but he “knows” they are unintelligent, lazy, and oversexed.
8505.
სოციალური ცხოველი | თავი 1
იმხანად, თავის შექცევა მას რადიოთი შეეძლო – შეეძლო, ჩაერთო რადიო და ესმინა Amos ‘n’ Andy-სთვის, საოცრად პოპულარული რადიო-შოუსათვის, რომელშიც შავკანიანი ზრდასრული ადამიანები წარმოჩენილნი იყვნენ, როგორც მიამიტი ბავშვები, როგორც სულელები, ზარმაცები, უწიგნურები მაგრამ ერთგვარად საყვარელი, არცთუ არამეგობრული, მოშინაურებული ცხოველები.
In those days, he could entertain himself by turning on the radio and listening to Amos ’n’ Andy, an enormously popular radio show in which black adults were portrayed as naïve children; as stupid, lazy, and illiterate, but rather cute—not unlike friendly, domesticated animals.
8506.
სოციალური ცხოველი | თავი 1
შავკანიან პერსონაჟებს, რა თქმა უნდა, თეთრკანიანი მსახიობები ასახიერებდნენ.
The black characters were, of course, played by white actors.
8507.
სოციალური ცხოველი | თავი 1
მეოცე საუკუნის ბოლოსკენ, სიამაყე იმით, რომ შავკანიანი ხარ აღმოცენდა, აფრო-ამერიკული ისტორიისა და კულტურის მიმართ ინტერესსა და ენთუზიაზმთან ერთად.
In the latter part of the twentieth century pride in being black began to emerge, along with an interest in, and enthusiasm about African American history and culture.
8508.
სოციალური ცხოველი | თავი 1
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცვლება, ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ რწმენით, რომ ყველა ცვლილება წრფივი, ჰუმანისტური მიმართულებით მოძრაობს.
Although things change, we should not be complacent in the belief that all changes move in a linear, humanistic direction.
8509.
სოციალური ცხოველი | თავი 1
მონტანას მაღაზიის მეპატრონე კი შავკანიანებზე არასახარბიელო სტერეოტიპით როდი დაიბადა, აშკარაა, რომ ეს სტერეოტიპი თავში ვიღაცამ ჩაუდო.
The Montana shopkeeper was certainly not born with an unflattering stereotype of black people, somebody somehow put it in his head.
8510.
სოციალური ცხოველი | თავი 1
მოყვარული სოციალური ფსიქოლოგების უმეტესობა თავიანთ ჰიპოთეზებს ამოწმებს საკუთარი სიამოვნებისთვის, მსგავს „შემოწმებებს“ ფრთხილი მეცნიერული კვლევისთვის დამახასიათებელი სიმკაცრე და მიუკერძოებლობა აკლია.
Although most amateur social psychologists test these hypotheses to their own satisfaction, these “tests” lack the rigor and impartiality of careful scientific investigation.
8511.
სოციალური ცხოველი | თავი 2
იქნებ, მარაბორის რესტორანში მიიჩქაროდა, სადაც ცოლს ხვდებოდა ხოლმე
Maybe toward the Maramor Restaurant, a favorite place for a man to meet his wife.
8512.
სოციალური ცხოველი | თავი 2
უფრო ნაცნობი, მაგრამ ნაკლებად დრამატული შემთხვევა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონსა და მისი „სასახლის დაცვას“ ეხება უოთერგეიტის დაფარვის საქმეში.
A more familiar but less dramatic example concerns former president Richard Nixon and his “palace guard” in the Watergate cover-up.
8513.
სოციალური ცხოველი | თავი 2
ჯონ დინი ამას ასე აღწერდა: როცა იღებ დილის გაზეთს და კითხულობ მოწინავე სტატიას, რომელმაც გუშინდელი სტატია უარყო, ხვდები, რომ დღევანდელი სტატია სიმართლეა.
John Dean described it this way: when you picked up the newspaper in the morning and read the new cover story that had replaced yesterday’s cover story, you began to believe that today’s news is the truth.
8514.
სოციალური ცხოველი | თავი 2
რა აქვთ საერთო ჰიტლერის გარემოცვას, ნიქსონის „სასახლის დაცვას“ და NASA-ს ადმინისტრაციას, გარდა იმ ფაქტისა, რომ ყველა მათგანმა ტრაგიკული გადაწყვეტილებები მიიღო?
What do Hitler’s inner circle, Nixon’s “palace guard,” and NASA administrators have in common, aside from the fact that they all made tragic decisions?
8515.
სოციალური ცხოველი | თავი 2
თუმცა, აშის ექსპერიმენტში ამ ორ მიზანს შორის კონფლიქტი გაჩნდა.
But, in Asch’s experiment, these two goals were placed in conflict.
8516.
სოციალური ცხოველი | თავი 2
უფრო ფართოდ თუ შევხედავთ საკითხს, როგორც პოპულარული მწერალი მალკოლმ გლადუელი აღნიშნავს, ძირითადი სოციალური ტენდენციები ხშირად მოულოდნელად და ძირეულად იცვლება, რაც კონფორმულობის მექანიზმითაა გამოწვეული, როდესაც პატივსაცემ ადამიანთა ნაწილი აღმოჩნდება ხოლმე საჭირო დროს საჭირო ადგილზე.
On a broader level, as popular writer Malcolm Gladwell suggests that major social trends often change dramatically and suddenly through the mechanism of conformity when certain kinds of respected people happen to be in the right place at the right time.
8517.
სოციალური ცხოველი | თავი 2
ამგვარ მაკავშირებელ რგოლებს შეუძლიათ, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმით რამდენიმე კვირაში აქციონ პატარა გაჭირვებული რესტორანი პოპულარულ ადგილად, ან აიღონ მცირე ტენდენცია (მაგალითად, რამდენიმე ქალი, რომელიც რეგულარულად ითხოვს მამოგრაფიას) და ეპიდემიად გადააქციონ ის.
These connectors can, by word of mouth alone, turn a struggling restaurant into a popular, overflowing place within a matter of weeks or can take a small trend and turn it into an epidemic.
8518.
სოციალური ცხოველი | თავი 2
ისინი ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც „საქმის კურსში“ არიან ხოლმე და საჭირო თემებზე საუბრობენ საჭირო ადგილებში.
They are simply people who seem to be “in the know” and are talking about appropriate topics in appropriate places.
8519.
სოციალური ცხოველი | თავი 2
ამ შემთხვევაში გარდატეხის მომენტი ის ადგილებია, სადაც ქალები არაფორმალურ პირობებში ხვდებიან ერთმანეთს და ერთობიან საუბრით და ერთმანეთის მოსმენით.
In this instance, the tipping point happened in places where women gather informally and have the leisure to talk and listen to one another.
8520.
სოციალური ცხოველი | თავი 2
ასეთი ადგილებია სილამაზის სალონები, მაკავშირებლები კი ამ შემთხვევაში კოსმეტოლოგები იყვნენ.
The places like that were beauty salons, and the connectors in this case were beauticians.