ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8561.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ამ რწმენის გამო იყო, რომ რომაელების ყოველდღიური ბანაობის ჩვეულება ევროპაში უარყვეს და წელიწადში ერთხელ ბანაობით შეცვალეს.
Because of that belief, the Roman practice of daily bathing was abandoned throughout Europe and replaced by a once-a-year bath.
8562.
სოციალური ცხოველი | თავი 4
საუკუნეები გავიდა, ვიდრე ადამიანები უარყოფდნენ დაავადების „ავი სულებით“ გამოწვევის თეორიას და თანამედროვე თეორიაზე გადავიდოდნენ, რომელიც დაავადების გამოწვევას ვირუსებით და ბაქტერიებით ხსნის.
It was centuries later that the “spirit” theory of disease was replaced by modern theory based on viruses and bacteria.
8563.
სოციალური ცხოველი | თავი 4
მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების განმავლობაში მილიონობით ადამიანი იღუპებოდა შიმშილით − იმიტომ კი არა, რომ საკვების ნაკლებობა იყო, არამედ იმიტომ, რომ მათი საკვები მოწამლული იყო წლების განმავლობაში ნიადაგში ჩადენილი ქიმიკატებით, რომლებიც საკვებ პროდუქტებში გროვდებოდა.
During the twentieth and twenty-first centuries, millions died of famine—not from lack of food, but because their food had been poisoned by years of chemical runoff gradually building up in the food chain.
8564.
სოციალური ცხოველი | თავი 4
თანამედროვე მკითხველს, შეიძლება, გაუკვირდეს, როგორ შეეძლოთ იმავე კულტურის ადამიანებს, რომლებიც მთვარეზე მოგზაურობდნენ და უამრავ საშინელ დაავადებას კურნავდნენ, ასე სულელურად მოქცეულიყვნენ.
The modern reader may be wondering how a culture that could place people on the moon and cure a plethora of dangerous diseases could behave so foolishly.
8565.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ამ სახლში ამდენი უნდათ?
They want that much for this place?
8566.
სოციალური ცხოველი | თავი 4
იმიტომ, რომ მისი არსებობა დანარჩენ ღვინოებს შედარებით იაფად დაგვანახებს; და რადგან ადამიანთა უმეტესობას არ სურს ყველაზე იაფიანი ღვინის შეკვეთა, წარმოუდგენლად ძვირიანი სატყუარას სტრატეგიული განლაგება საშუალებას აძლევს რესტორანს, ასწიოს ფასები მეორე და მესამე ღვინოზე და გადაგახდევინოთ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ეს ღვინოები ღირს.
Because its existence makes the other wines look cheaper by comparison; and because most people don’t want to feel cheap by ordering the least expensive bottle on the list, the strategic placement of the outrageously pricey decoy allows the restaurant to jack up the price of the secondand third-cheapest bottles, charging you a good deal more than they are worth.
8567.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ნახმარი მანქანებით მოვაჭრემ, შეიძლება, ძველი დრანდულეტი ჩააყენოს მანქანებს შორის, რომ ამით „გაუუმჯობესოს გარეგნობა“ ახლო მდგომ მანქანებს.
A usedcar dealer may place an old clunker on the lot to “improve the appearance” of the autos in its immediate vicinity.
8568.
სოციალური ცხოველი | თავი 4
რატომ წარმოაჩენს ადამიანს ნაკლებ ინტელიგენტურად ინფორმაცია პაემნების შესახებ, ან რატომ ამცირებს პოლიტიკოსის ნეგატიური იმიჯის გავლენას დაბადების ადგილზე საუბარი?
Why should information on dating habits make someone appear less intelligent, or a story about the birthplace of a politician lessen the impact of his or her negative image?
8569.
სოციალური ცხოველი | თავი 4
რეპრეზენტაციული ევრისტიკა მხოლოდ სუპერმარკეტში არ გამოიყენება.
The representative heuristic is used in places other than the supermarket.
8570.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ერთი წუთით გააზრება საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მოცემული სილოგიზმი მცდარია; დასკვნა ლოგიკურად არ გამომდინარეობს წანამძღვრებიდან.
A moment’s reflection shows that the syllogism, as stated, is fallacious; the conclusion does not logically follow from the premises.
8571.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ამის ნაცვლად, ის ხშირად მოიხსენიება, როგორც „ძალიან ნიჭიერი შავკანიანი სოციალური ფსიქოლოგი“.
Instead, he is primarily described as a “very talented black social psychologist.”
8572.
სოციალური ცხოველი | თავი 4
რა შედეგები მოჰყვება ამას ამ ადამიანისთვის, რომელსაც მუდმივად მოიხსენიებენ, როგორც შავკანიანს, რითაც ამ თვისებას უპირისპირებენ მის ნებისმიერ სხვა თვისებას?
What are the consequences for this person to be referred to constantly as black as opposed to any one of a number of other equally applicable attributes?
8573.
სოციალური ცხოველი | თავი 4
მე, რასაკვირველია, ამ ადგილის შესახებ გარკვეული ტერმინებით ვიფიქრებ და ამის შესაბამისად მოვიქცევი − და, თუ ეს კატეგორიზაცია მცდარია, ჩემი ქცევა სულელური აღმოჩნდება და, შეიძლება, პრობლემებიც შემიქმნას.
I will probably think of the place in different terms and act in a different way—and, if the categorization is erroneous, my behavior might be foolish and might even get me into trouble.
8574.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ჯგუფის გარე ადამიანთა შესახებ კი პიროვნული ინფორმაცია არ ჰქონდათ, ამიტომ მათ, როგორც ჯგუფის წევრებს, მოიაზრებდნენ და ყველას ერთნაირად თვლიდნენ, ჯგუფის იდენტობის შესაბამისად.
When they thought of outgroup members, they lacked such individualizing information so they considered them in terms of a group label and saw them all as similar to this identity.
8575.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ფილმის ნახვის შემდეგ ზოგ ცდის პირს ეკითხებოდნენ, „რა სიჩქარით მიდიოდნენ მანქანები, როცა ერთმანეთს შეასკდნენ?“ სხვა ცდის პირებს იგივე ჰკითხეს, ოღონდ სიტყვა შეასკდნენ შეცვალეს სიტყვით დაარტყეს.
After the film, some of the subjects were asked, “About how fast were the cars going when they smashed into each other?” Other subjects were asked the same question, but the word smashed was replaced by the word hit.
8576.
სოციალური ცხოველი | თავი 4
თერაპიის კურსის განმავლობაში თერაპევტი გაკვრით აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ, შესაძლებელია, მომხდარიყო.
Over the course of the therapy, with the best of intentions, the therapist might subtly suggest that these events might have taken place.
8577.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ეს ასეა წარმოდგენილი: „ყველა ოჯახს, რომელშიც ხდება ძალადობა, რაღაც საერთო მახასიათებლები აქვს.
It is introduced in the following manner: There are common characteristics that exist in families where abuse takes place.
8578.
სოციალური ცხოველი | თავი 4
თუ ასეთი რამ მართლა, მოხდა, რასაკვირველია, ეს ტრაგედიაა, ჩვენ თანავუგრძნობთ იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი რამ გადახდენია.
If such a thing did take place, it is indeed tragic, and our hearts go out to the people who had such traumatic experiences.
8579.
სოციალური ცხოველი | თავი 4
მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, იმავე ოთახში მწოლიარე რამდენიმე და-ძმა, სადაც ეს მოვლენები უნდა მომხდარიყო, უარყოფდა ამ ფაქტს; ზოგჯერ, მოძალადეობაში ბრალდებული ადამიანი ასობით მილის მოშორებით იმყოფებოდა (მაგ., სამხედრო სამსახურში იყო) იმ დროს, როცა მოგონებებში აღწერილი მოვლენები უნდა მომხდარიყო.
For example, in some instances, several siblings sleeping in the same room where the events allegedly occurred swore they never took place; occasionally, the accused perpetrator was hundreds of miles away (e.g., serving in the military) when the series of events allegedly occurred.
8580.
სოციალური ცხოველი | თავი 4
თუ ეს არასოდეს მომხდარა, მაშ რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს იმის დაჯერება, რომ ეს მოხდა?
If these events didn’t, in fact, take place, why would anyone be willing to believe they did?