ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8581.
სოციალური ცხოველი | თავი 4
თერაპიის კურსის განმავლობაში თერაპევტი გაკვრით აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ, შესაძლებელია, მომხდარიყო.
Over the course of the therapy, with the best of intentions, the therapist might subtly suggest that these events might have taken place.
8582.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ეს ასეა წარმოდგენილი: „ყველა ოჯახს, რომელშიც ხდება ძალადობა, რაღაც საერთო მახასიათებლები აქვს.
It is introduced in the following manner: There are common characteristics that exist in families where abuse takes place.
8583.
სოციალური ცხოველი | თავი 4
თუ ასეთი რამ მართლა, მოხდა, რასაკვირველია, ეს ტრაგედიაა, ჩვენ თანავუგრძნობთ იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი რამ გადახდენია.
If such a thing did take place, it is indeed tragic, and our hearts go out to the people who had such traumatic experiences.
8584.
სოციალური ცხოველი | თავი 4
მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, იმავე ოთახში მწოლიარე რამდენიმე და-ძმა, სადაც ეს მოვლენები უნდა მომხდარიყო, უარყოფდა ამ ფაქტს; ზოგჯერ, მოძალადეობაში ბრალდებული ადამიანი ასობით მილის მოშორებით იმყოფებოდა (მაგ., სამხედრო სამსახურში იყო) იმ დროს, როცა მოგონებებში აღწერილი მოვლენები უნდა მომხდარიყო.
For example, in some instances, several siblings sleeping in the same room where the events allegedly occurred swore they never took place; occasionally, the accused perpetrator was hundreds of miles away (e.g., serving in the military) when the series of events allegedly occurred.
8585.
სოციალური ცხოველი | თავი 4
თუ ეს არასოდეს მომხდარა, მაშ რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს იმის დაჯერება, რომ ეს მოხდა?
If these events didn’t, in fact, take place, why would anyone be willing to believe they did?
8586.
სოციალური ცხოველი | თავი 4
როცა ავიღე წიგნი და დანგრეული ოჯახების შესახებ დავიწყე კითხვა – უფრო სწორად, იმ ადამიანების შესახებ, რომლებზეც ბავშვობაში სექსუალურად ძალადობდნენ – რაღაც დამემართა, თითქოს ნათურა ჩაქრა უცებ.
When I picked up a self-help book and began to read about dysfunctional families—and, more specifically, about characteristics of people who have been sexually abused as children—and characteristics of families where sexual abuse takes place—it was as if a flashbulb went off.
8587.
სოციალური ცხოველი | თავი 4
რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ჩემი ბავშვობის შესახებ, უფრო მეტი რამ ემთხვეოდა სურათს.
The more I began to think about my childhood, the more things began to fall into place.
8588.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ენტონი გრინვალდი პროვოკაციულ სტატიაში ამტკიცებდა, რომ კოგნიტიურ კონსერვატიულობას ერთი სასარგებლო მხარე აქვს: ის საშუალებას გვაძლევს, აღვიქვათ სოციალური სამყარო, როგორც შეკავშირებული და სტაბილური ადგილი.
In a provocative article, Anthony Greenwald has argued that cognitive conservatism has at least one benefit: It allows us to perceive the social world as a coherent and stable place.
8589.
სოციალური ცხოველი | თავი 4
როცა ბიბლიოთეკაში მიხვალთ და მოითხოვთ წიგნებს საკურსო ნაშრომის დასაწერად სოციალურ კოგნიციაზე, თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდება ყველა იმ წიგნის და სტატიის მოძებნა, რომელიც გჭირდებათ; ბიბლიოთეკა ძალიან მოუწესრიგებელი დაგხვდებათ.
When you show up to research your term paper on social cognition, you would find it nearly impossible to locate the books and articles you need; the library would be a place of utter confusion.
8590.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ფაციოს კონცეფცია ატიტუდის ხელმისაწვდომობის შესახებ რამდენიმე ახსნას გვთავაზობს იმისა, რატომ არ არსებობდა დამოკიდებულება-ქცევას შორის კავშირი სასტუმროს მმართველებთან ლაპიერის კვლევაში.
Fazio’s concept of attitude accessibility provides us with several ways of interpreting the lack of an attitude-behavior relationship in the LaPiere study of innkeepers.
8591.
სოციალური ცხოველი | თავი 4
აქ არ განვიხილავთ სიღატაკისა თუ დანაშაულის სიტუაციურ გამომწვევ მიზეზებს, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ პიროვნული თვისებების გარდა უამრავი სხვა ფაქტორიც არსებობს, რომლებიც ხსნის, რატომაა ადამიანი ღატაკი, ან რატომ სჩადის ის დანაშაულს.
Although this is not the place for a full discussion of the situational determinants of poverty and crime, there can be many factors other than personal characteristics that can explain why a person is poor or commits a crime.
8592.
სოციალური ცხოველი | თავი 4
ამ ფაქტორთა შორისაა სამუშაო ადგილების არარსებობა, წერა-კითხვის უცოდინარობა, ეკონომიკის დაცემა, დადებითი მისაბაძი მაგალითების არარსებობა ახლო-მახლო, დისფუნქციურ ოჯახში გაზრდა.
These include lack of job opportunities, illiteracy, economic recession, the lack of positive role models in one’s neighborhood, and growing up in a dysfunctional family.
8593.
სოციალური ცხოველი | თავი 5
შესაბამისად, სელიმ შეიძლება აამაღლოს მოწევის ღირებულება, ანუ, მან შეიძლება ირწმუნოს, რომ მოწევა მნიშვნელოვანი და ძალიან სასიამოვნო აქტივობაა, რომელიც აუცილებელია რელაქსაციისთვის: „მე შეიძლება ცოტა ხანი ვიცხოვრო, მაგრამ ის უფრო მეტად გასართობი იქნება“.
Thus, Sally might enhance the value placed on smoking; that is, she might come to believe smoking is an important and highly enjoyable activity that is essential for relaxation: “I may lead a shorter life, but it will be a more enjoyable one.”
8594.
სოციალური ცხოველი | თავი 5
შემდეგ ჩვენ ყველანი მივდივართ სხვა ბინაში და ნიქსონის ფანები ამბობენ „როგორ მოგეწონათ ნიქსონის მიერ კენედის დამარცხება?“ და მაშინ მივხვდი, რომ თითოეულ ჯგუფს ისე ძალიან უყვარდა თავიანთი კანდიდატები, რომ რომელიმეს კამერაში რომ ეთქვა „მე ვარ ქურდი, გაიძვერა, გესმით ჩემი?
Then we would all go to another apartment, and the Nixon fans would say, “How do you like the shellacking he gave Kennedy?” And then I realized that each group loved their candidate so that a guy would have to be this blatant—he would have to look into the camera and say: “I am a thief, a crook, do you hear me?
8595.
სოციალური ცხოველი | თავი 5
იპოდრომი იდეალური ადგილია შეუცვლელობის შესასწავლად, რადგან თუ ერთხელ დადებთ ფსონს, არ შეგიძლიათ უკან დაბრუნდეთ და ფანჯრის მიღმა სასიამოვნო ადამიანს უთხრათ, რომ გადაიფიქრეთ.
The race track is an ideal place to scrutinize irrevocability because once you’ve placed your bet, you can’t go back and tell the nice man behind the window you’ve changed your mind.
8596.
სოციალური ცხოველი | თავი 5
რობერტ ნოქსმა და ჯეიმს ინკსტერმა უბრალოდ შეაყოვნეს ადამიანები, რომლებიც თავიანთი $2 ფსონის დასადებად მიემართებოდნენ.
Robert Knox and James Inkster simply intercepted people who were on their way to place $2 bets.
8597.
სოციალური ცხოველი | თავი 5
მათ უკვე შერჩეული ჰქონდათ ცხენები და უკვე მზად იყვნენ ფსონის დასადებად იმ მომენტში, როდესაც მკვლევრებმა კითხეს მათ, რამდენად დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ მათი ცხენები მოიგებდნენ.
They had already decided on their horses and were about to place their bets when the investigators asked them how certain they were that their horses would win.
8598.
სოციალური ცხოველი | თავი 5
მკვლევრებმა ასევე გამოჰკითხეს სხვა მოთამაშეები, რომლებსაც უკვე გაკეთებული ჰქონდათ 2 დოლარიანი ფსონები და კითხეს, რამდენად დარწმუნებულნი იყვნენ ისინი, რომ მათ ცხენები მოიგებდნენ.
The investigators collared other bettors just as they were leaving the $2 window, after having placed their bets, and asked them how certain they were that their horses would win.
8599.
სოციალური ცხოველი | თავი 5
ტიპურად, ადამიანებმა, რომლებმაც ეს ეს იყო დადეს თავიანთი ფსონები, მოგების უფრო მეტი შანსი უწინასწარმეტყველეს თავიანთ ცხენებს, ვიდრე იმათ, ვინც ფსონის დასადებად ემზადებოდა.
Typically, people who had just placed their bets gave their horses a much better chance of winning than did those who were about to place their bets.
8600.
სოციალური ცხოველი | თავი 5
ჩვენს სამყაროში მოვლენების უმეტესობა არც მთლიანად თეთრია, არც მთლიანად შავი; არსებობს ბევრი ნაცრისფერი ადგილიც.
Most events and issues in our world are neither completely black nor completely white; there are many gray areas.