ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8681.
სოციალური ცხოველი | თავი 7
სამწუხაროდ, ამის შემდეგ კიდევ არაერთი შემთხვევა იყო, პოლიციამ რომ უდანაშაულო შავკანიანი კაცები მოკლა.
Sadly, numerous police shootings of innocent black men have taken place since then.
8682.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ჯოშუა ქორელმა და მისმა კოლეგებმა მოიფიქრეს ექსპერიმენტი, რათა მოეხდინათ იმ პოლიციელთა გამოცდილების გარდაქმნა, რომლებსაც ხშირად უწევდათ შავკანიან ან თეთრკანიან ეჭვმიტანილებთან კონფრონტაციის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
Joshua Correll and his associates designed an experiment to re-create the experience of police officers who have to make quick decisions when confronted with black or white suspects.
8683.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მკვლევრებმა რეალისტური ვიდეოთამაში გამოიყენეს, სადაც მონაწილეებს დაუყოვნებელი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, გაეხსნათ თუ არა, ცეცხლი ეჭვმიტანილისთვის, აღმოჩნდა, რომ მონაწილეები უფრო სწრაფად იღებდნენ ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილებას, თუ ეჭვმიტანილი შეიარაღებული შავკანიანი იყო, ვიდრე, როცა ამ როლში შეიარაღებული თეთრკანიანი ევლინებოდათ.
Using a realistic video game, in which participants had to make immediate decisions whether to shoot a suspect, the researchers found that participants were quicker to shoot at armed black suspects than at armed white suspects.
8684.
სოციალური ცხოველი | თავი 7
გარდა ამისა, ცეცხლს უფრო სწრაფად უხსნიდნენ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ მობილური ტელეფონი ეჭირა ხელში, თუ ეს ადამიანი შავკანიანი იყო.
They also shot more quickly at a man who was merely holding a cell phone if the man was black rather than white.
8685.
სოციალური ცხოველი | თავი 7
საინტერესოა, რომ ეს შედეგები ერთნაირად მძლავრი იყო, როგორც შავკანიანი, ისე თეთრკანიანი მონაწილეების შემთხვევაში.
Interestingly, the results were just as strong among black participants as among white participants.
8686.
სოციალური ცხოველი | თავი 7
როცა რიგით მოქალაქეს აქვს სტერეოტიპი, რომ შავკანიანები მოძალადეები არიან, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თუ ეს რიგითი ადამიანი აღმოჩნდა, რომ პოლიციელიც არის, მაშინ შედეგები შეიძლება, ტრაგიკული იყოს.
If an ordinary citizen holds the stereotype that blacks are violent, it is unfortunate but if that ordinary person happens to be a police officer, the results can be tragic.
8687.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ხოლო თუ კარგად ჩაცმულ შავკანიანს იდენტურ ვითარებაში დაინახავს, მიდრეკილი იქნება, ამ კაცის შესახებ შემდეგი დასკვნა გამოიტანოს: ის უმუშევარია, ეს კი მისტერ ფანატიკოსს, სავარაუდოდ, ძალიან გააჯავრებს, რადგან იფიქრებს, რომ მისი შრომითა და ოფლით ნაშოვნი ფული იბეგრება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უმაქნისი, უხეირო ადამიანი სოციალური კეთილდღეობით უზრუნველყოს, რათა მერე ის ადგეს და ძვირფასი ტანსაცმელები იყიდოს.
If he sees a well-dressed black man doing the same thing, he is apt to leap to the conclusion that the man is unemployed—and Mr. Bigot is likely to become infuriated because he assumes his own hard-earned money is being taxed to pay that shiftless, good-for-nothing enough in welfare subsidies to keep him in fancy clothes.
8688.
სოციალური ცხოველი | თავი 7
თვით-აღსრულებადი წინასწარმეტყველებები ყოველდღიურად ჩვენ ათასგვარ ადამიანებთან გვიწევს ურთიერთქმედება – კაცებთან, ქალებთან, ახალგაზრდებთან, ასაკოვან ადამიანებთან, გეი კაცებთან, ლესბოსელებთან, მსუქან ადამიანებთან, გამხდარ ადამიანებთან, მუსულმანებთან, კათოლიკეებთან, ებრაელებთან და ა.შ.
Self-Fulfilling Prophecies We interact with all kinds of people every day—men, women, young people, old people, blacks, whites, Asians, Latinos, heterosexuals, gay men and lesbians, fat people, thin people, Muslims, Catholics, Jews, and so on.
8689.
სოციალური ცხოველი | თავი 7
თუ ადამიანებს ქალების შესახებ აქვთ სტერეოტიპი, რომ მათ მათემატიკა არ ეხერხებათ და ზედმეტად ემოციურები არიან ან შავკანიანები ზარმაცი და სულელი ადამიანები ჰგონიათ, მაშინ მათ, შესაძლოა, ამ სტერეოტიპების ადეკვატურად მოექცნენ და უნებურად ამ სტერეოტიპებთან დაკავშირებული ქცევებისა თუ მახასიათებლების პროვოცირება მოახდინონ.
If people hold stereotypes of women as math challenged and overemotional, or of blacks as lazy and stupid, they may treat them as such and inadvertently create the very behaviors or characteristics associated with these stereotypes.
8690.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მოდით, ერთ მეტად ნიშანდობლივ მაგალითზე განვიხილოთ: მარტივად რომ ვთქვათ, კოლეჯში, შავკანიან და თეთრკანიან სტუდენტებს შორის აკადემიური წარმატების თვალსაზრისით არის სხვაობა.
Let us highlight one striking example: Put simply, among college students, there is an academic performance gap between blacks and whites.
8691.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მართალია, ამ ფენომენს მრავალი შესაძლო ისტორიული და სოციალური ახსნა აქვს, მაგრამ კლოდ სტილმა და ჯოშუა არონსონმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს შესაძლო მიზეზები ვერ იქნება იმ ფაქტზე პასუხისმგებელი, რომ შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის აკადემიურ მოსწრებაში სხვაობა თანაბრად საგრძნობია მაშინ, როცა სტუდენტები კარგად ემზადებიან (როგორც ეს წინარე ნიშნებითა და ტესტის ქულებით არის დადგენილი) და მაშინ, როცა ისინი ცუდად ემზადებიან.
Although there are many possible historical and societal explanations for this phenomenon, Claude Steele and Joshua Aronson have argued that they cannot account for the fact that the gap in school achievement between blacks and whites is as great for students with high preparation (as measured by earlier grades and test scores) as it is for those with low preparation.
8692.
სოციალური ცხოველი | თავი 7
რაღაც სხვას უნდა ჰქონდეს აქ ადგილი, რაც ჭკვიან, მოტივირებულ და კარგად მომზადებულ შავკანიან სტუდენტებს ხელს უშლის იმავე უნარებისა და მომზადების დონის მქონე თეთრკანიანი სტუდენტებივით კარგი შედეგი აჩვენონ.
Something else seems to be happening that keeps even bright, motivated, and well-prepared black students from performing as well as white students at the same level of ability and preparation.
8693.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ამ პრობლემის შესწავლის დროს, სტილმა და არონსონმა ივარაუდეს, რომ მთავარი პასუხისმგებელი ფაქტორი მოიცავს შავკანიან სტუდენტთა წინასწარ შიშს, რომ მათ, თავისი ქცევით, შესაძლოა, დაადასტურონ არსებული ნეგატიური სტერეოტიპი შავკანიანთა „ინტელექტუალურ ნაკლოვანებებზე“.
In researching this problem, Steele and Aronson reasoned that a major contributing factor might involve apprehensiveness among black students about confirming the existing negative stereotype of “intellectual inferiority”.
8694.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მაგრამ შავკანიან სტუდენტებზე ძალიან იმოქმედა იმან, თუ როგორ იყო ტესტი დახასიათებული: სიტუაციის შეფასებითი ბუნება მათ გონებაში სტერეოტიპებს ააქტიურებდა, მათ შფოთვას აძლიერებდა და შესაბამისად, ორჯერ უფრო ცუდ შედეგს აჩვენებდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც სჯეროდა, რომ ტესტის გამოყენება მათ შესაფასებლად არ ხდებოდა.
However, black students were highly affected by the way the test was described: The evaluative nature of the situation activated stereotypes in their minds and made them anxious and they performed about half as well as those led to believe the test was not being used to evaluate them.
8695.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ეგზოტიკური სიტუაცია, რომელშიც თეთრკანიანი ელექტროტექნიკის სტუდენტები ჩააყენეს ,ანუ ეს არასახარბიელო შედარება სავარაუდოდ უპირატეს ჯგუფთან, შავკანიანებისა და ლათინოსებისთვის ჩვეული ამბავია: ინტეგრირებულ აკადემიურ ინსტიტუციებში, მათ ყოველდღიურად უწევთ მსგავს შედარებებში მონაწილეობის მიღება.
The exotic situation imposed upon the white engineering majors, an unflattering comparison with a supposedly superior group, is commonplace for blacks and Latinos, they contend daily with such comparisons in any integrated academic setting.
8696.
სოციალური ცხოველი | თავი 7
იმან, რომ უდავოდ გონიერი და წარმატებული ელექტროტექნიკის სტუდენტები ცუდად ართმევენ თავს ტესტს, როცა სტერეოტიპის საფრთხის პირისპირ დგებიან, უნდა კარგად დაგვაფიქროს, სანამ შემთხვევით დავუშვებთ, რომ შავკანიანთა და ლათინოსთა დაბალი აკადემიური მოსწრება მათი უნარების დეფიციტზე მეტყველებს.
That such obviously bright and accomplished engineering students can falter on a test when faced with stereotype threat should make us think twice about casually assuming that the low performance of blacks and Latinos indicates a lack of ability.
8697.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მაგალითად, როცა შავკანიან ცდის პირებს ტესტის წინ სტეროტიპიზირებული ჯგუფის წარმომადგენელი წარმატებული როლური მოდელების სურათებს აჩვენებენ ან მათ შესახებ ესაუბრებიან (მაგალითად, დიდი შავკანიანი მოაზროვნის, უ.ე.ბ დუბუას, განთქმული შავკანიანი ასტროფიზიკოსის, ნილ დეგრას ტაისონის შესახებ ან თუნდაც როცა შავკანიან ტესტის ჩამტარებელს ხედავენ), ამას იმ დამატებითი ტვირთის შემსუბუქება შეუძლია, რაც ტესტის დროს შეიძლება, განიცადონ.
For example, exposing black test-takers to images or thoughts of successful role models from the stereotyped group— such as the great black intellectual W.E.B. Dubois, celebrated black astrophysicist Neil deGrasse Tyson, or even just a black test administrator— can ease the extra burden they may experience during the test.
8698.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ამავენაირად, ნეგატიური დამოკიდებულებები გაჭირვებულთა და უმუშევართა მიმართ, რაც გულისხმობს მათი მძიმე მდგომარეობისთვის მათივე დადანაშაულებას, უფრო მძლავრია იმ ადამიანებში, რომელთაც მყარად სჯერათ, რომ სამყარო სამართლიანი ადგილია.
Similarly, negative attitudes toward the poor and unemployed including blaming them for their own plight are more prevalent among individuals who believe most strongly that the world is a just place.
8699.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ამ განყოფილებაში, ჩვენ წინასწარგანწყობის ხუთ მთავარ მიზეზზე გავამახვილებთ ყურადღებას, ესენი გახლავთ: (1) ეკონომიკური და პოლიტიკური შეჯიბრი ან კონფლიქტი, (2) ჩანაცვლებული აგრესია, (3) სტატუსისა ან მე-ხატის შენარჩუნება, (4) დისპოზიციური წინასწარგანწყობა და (5) არსებული სოციალური ნორმებისადმი კონფორმულობა.
In this section, we will look at five basic causes of prejudice: (1) economic and political competition or conflict, (2) displaced aggression, (3) maintenance of status or self-image, (4) dispositional prejudice, and (5) conformity to existing social norms.
8700.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ამის მიუხედავად, 1966 წელს, პროფკავშირების მიერ კონტროლირებადი სტაჟირების ადგილთა მხოლოდ 2.7 პროცენტი ეკავათ შავკანიანებს, რაც წინა 10 წელთან შედარებით, მხოლოდ 1-პროცენტიანი ზრდაა.
Yet in 1966 only 2.7 percent of union-controlled apprenticeships were held by black workers—an increase of only 1 percent over the preceding 10 years.