ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
8741.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ამ კონფორმულობის ფონზე, ექსპერიმენტატორები ცდის პირებს სთხოვდნენ, ადვოკატი და ბრალდებული შეეფასებინათ.
With this conformity dynamic in place, the experimenters then asked the subject to evaluate the attorney and the defendant.
8742.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ცდის პირთა შეფასებების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი, ვისაც დამაკნინებელი რასობრივი ეპითეტისთვის მოეკრათ ყური, ადვოკატს უფრო უარყოფითად აფასებდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ადვოკატის რასასთან დაუკავშირებელი დამცინავი კომენტარი გაეგოთ.
An analysis of these ratings revealed that subjects who overheard the racial slur rated the black lawyer more negatively than those who overheard a derisive comment unrelated to the lawyer’s race.
8743.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მეტიც, თეთრკანიანი ბრალდებული განსაკუთრებით მძიმე ვერდიქტებსა და უაღრესად ნეგატიურ შეფასებებს იღებდა იმ ცდის პირებისგან, რომელთაც შავკანიანი ადვოკატის შესახებ დამაკნინებელი რასობრივი ეპითეტისთვის მოეკრათ ყური.
Moreover, the white defendant received particularly harsh verdicts and highly negative evaluations from subjects who heard the racial slur against the black attorney.
8744.
სოციალური ცხოველი | თავი 7
აპართეიდის პერიოდში, ერთმა მკვლევარმა თეთრკანიან სამხრეთ აფრიკელებთან ინტერვიუები ჩაატარა, რათა შავკანიანთა მიმართ მათი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი გაერკვია.
In the days of apartheid, one investigator interviewed white South Africans in an attempt to find reasons for their negative attitudes toward blacks.
8745.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მან აღმოაჩინა, რომ ტიპური სამხრეთ აფრიკელი დარწმუნებული იყო, რომ დანაშაულების დიდი უმრავლესობა სწორედ შავკანიანთა მიერ იყო ჩადენილი.
He found that the typical white South African was convinced that the great majority of crimes were committed by blacks.
8746.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ინდივიდები ამბობდნენ, რომ საჯარო ადგილებში მომუშავე არაერთი შავკანიანი მსჯავრდადებული ენახათ, მაგრამ თეთრკანიანი მსჯავრდადებული – არასდროს.
The individuals reported that they saw many black convicts working in public places; they never saw any white convicts.
8747.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ეს ხომ იმას მოწმობს, რომ შავკანიანები უფრო მეტ დანაშაულს ჩადიოდნენ, ვიდრე თეთრკანიანები? არა.
Didn’t this prove that blacks were convicted of more crimes than whites? No.
8748.
სოციალური ცხოველი | თავი 7
სინამდვილეში, კანონი თეთრკანიანებს საჯარო ადგილებში მუშაობას უკრძალავდა!
In fact, the rules forbade white convicts from working in public places!
8749.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ამერიკის უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ის კანონები თუ დაუწერელი კანონები, რომლებიც შავკანიანებს აიძულებდა, ავტობუსის უკან მოთავსებულიყვნენ, ქალებს პრესტიჟულ კლუბებში შესვლის საშუალებას არ აძლევდა და ებრაელებს ექსკლუზიურ სასტუმროებში გაჩერებისას, წინასწარგანწყობებს სწორედ კონფორმულობის გზით უკვდავყოფდნენ.
In our own recent history, laws and customs that forced blacks to ride in the back of the bus, kept women out of prestigious clubs, and prevented Jews from staying at exclusive hotels all perpetuated prejudices through conformity.
8750.
სოციალური ცხოველი | თავი 7
მთავარი მოსამართლის, ერლ უარენის სიტყვებით, როცა შავკანიან ბავშვებს თეთრკანიანი ბავშვებისგან მხოლოდ რასის საფუძველზე აცალკევებენ, ეს „საზოგადოებაში წარმოშობს არასრულფასოვნების განცდას მათი სტატუსის შესახებ, რამაც, შესაძლოა, ისე იმოქმედოს მათ გულებსა და გონებაზე, რომ გამოსწორება ვეღარასდროს მოხერხდეს“.
In the words of Chief Justice Earl Warren, when black children are separated from white children on the basis of race alone, it “generates a feeling of inferiority as to their status in the community that may affect their hearts and minds in a way unlikely ever to be undone”.
8751.
სოციალური ცხოველი | თავი 7
თუ თეთრკანიან ზრდასრულებს იქამდე მიიყვან, რომ შავკანიანთა წინააღმდეგ ნაკლები წინასწარგანწყობები ჰქონდეთ, ისინი მზად იქნებიან, შვილები ინტეგრირებულ სკოლებში გაუშვან.
If you can get bigoted white adults to feel less prejudiced toward blacks, then they will readily allow their children to attend integrated schools.
8752.
სოციალური ცხოველი | თავი 7
წინასწარგანწყობის შესამცირებლად, მათ ჰოლივუდის მიდგომას მიმართეს: თუ წინასწარგანწყობის მქონე ადამიანებს სჯერათ, რომ შავკანიანები უხეირო და ზარმაცია ხალხია, მაშინ უბრალოდ უნდა ადგე და მათ უჩვენო ფილმი, სადაც შავკანიანები შრომისმოყვარე, წესიერ ადამიანებად არიან წარმოჩენილები.
They took a Hollywood approach to the reduction of prejudice: If prejudiced people believe blacks are shiftless and lazy, then all you have to do is show them a movie depicting that blacks are industrious, decent people.
8753.
სოციალური ცხოველი | თავი 7
თუ სამხრეთ ამერიკელთა უმრავლესობას სჯერა, რომ ლამის ყველა დანაშაულს შავკანიანები ჩადიან, აჩვენეთ მათ თეთრკანიანი მსჯავრდადებულები და რწმენებს შეიცვლიან.
If most white South Africans believe blacks commit virtually all the crimes, show them the white convicts and they’ll change their beliefs.
8754.
სოციალური ცხოველი | თავი 7
გამოითქვა მოსაზრება, რომ – ყველაზე მარტივ დონეზე – თუ შავკანიანები და თეთრკანიანები ერთმანეთთან უშუალო კონტაქტში შევლენ, წინასწარგანწყობის მქონე ინდივიდები საკუთარი გამოცდილების რეალობასთანაც შევლენ კონტაქტში და ეს უბრალოდ სტერეოტიპით არ იქნება განპირობებული.
On the simplest level, it has been argued that, if blacks and whites could be brought into direct contact, prejudiced individuals would come into contact with the reality of their own experience, not simply a stereotype.
8755.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ისტორიის მანძილზე, მრავალ თეთრკანიანს ჰქონია შავკანიანებთან ბლომად კონტაქტი, მაგრამ როგორც წესი, იმგვარ სიტუაციებში, სადაც შავკანიანები ხელქვეითთა როლებს ასრულებდნენ – მონების, შვეიცარიებს, ჭურჭლის მრეცხავების, ფეხსაცმლის მწმენდავების, სამრეცხაოების მოსამსახურეთა და მოახლეთა როლებს.
Throughout history, many whites have always had a great deal of contact with blacks, but typically in situations in which the blacks played such menial roles as slaves, porters, dishwashers, shoe-shine boys, washroom attendants, and domestics.
8756.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ამ ტიპის კონტაქტი მხოლოდ თეთრკანიანების მიერ შავკანიანთა სტერეოტიპიზირების გაზრდას თუ ემსახურება და ამრიგად, მხოლოდ ცეცხლს უნთებს შავკანიანთა წინააღმდეგ მიმართულ წინასწარგანწყობას.
This kind of contact only serves to increase stereotyping by whites and thus adds fuel to their prejudice against blacks.
8757.
სოციალური ცხოველი | თავი 7
1954 წლამდე, თანაბარ-სტატუსიანი ინტეგრაციის ცალკეულ შემთხვევებს შიგადაშიგ მაინც ჰქონდა ადგილი.
Before 1954, isolated instances of equal status integration had taken place.
8758.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ერთ-ერთ პირველ კვლევაში, მორტონ დოიჩმა და მერი ელენ კოლინსმა 1951 წელს, საჯარო საცხოვრებელ კომპლექსებში შავკანიანთა მიმართ თეთრკანიანების დამოკიდებულებები იკვლიეს.
In a pioneering study, Morton Deutsch and Mary Ellen Collins examined the attitudes of whites toward blacks in public housing projects in 1951.
8759.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში, შავკანიანი და თეთრკანიანი ოჯახები სეგრეგირებულად ცხოვრობდნენ, ანუ ერთი კომპლექსის ფარგლებში მათ ცალ-ცალკე შენობები ჰქონდათ გამოყოფილი.
In one housing project, black and white families were assigned to buildings in a segregated manner, that is, they were assigned to separate buildings in the same project.
8760.
სოციალური ცხოველი | თავი 7
ინტეგრირებული კომპლექსის მაცხოვრებლების დამოკიდებულებები შავკანიანთა მიმართ მნიშვნელოვნად პოზიტიურად იყო შეცვლილი მას შემდეგ, რაც ამ კომპლექსში გადავიდნენ საცხოვრებლად, რასაც ვერ ვიტყვით სეგრეგირებული კომპლექსის მაცხოვრებელთა დამოკიდებულებებზე.
Residents in the integrated project reported a greater positive change in their attitudes toward blacks after moving into the project than did residents of the segregated project.