ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9101.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
ადრეული იმპერატორების ძალაუფლება შეზღუდული იყო, რადგან იგი ინსტიტუციონალიზებული იყო სასახლესთან არსებულ კონფუციანურ ბიუროკრატიაში.
The early emperors’ power was limited by the fact that it was institutionalized in the Confucian bureaucracy surrounding the palace.
9102.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
ჩინოსნები, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი პოლიტიკური ბაზისი და იერარქიის შიგნით მკაცრი დისციპლინის ქვეშ იმყოფებიან და ანაზღაურებადი თანამდებობები, რომელიც უკავშირდება კარიერას.
Officials lacking an independent political base and subject to strict discipline within a hierarchy, and salaried offices treated as careers.
9103.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
სასახლის ზედამხედველი, რომელიც სასახლეში შესვლას აკონტროლებდა და იმპერატორის უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს.
The superintendent of the palace, who controlled access to the palace and was responsible for the safety of the emperor.
9104.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
მცველთა ზედამხედველი, ვინც მეთაურობდა სამეფო კარის დაცვასა და დედაქალაქში მდებარე სამხედრო ერთეულებს.
The superintendent of the guards, who commanded the palace guard and the military units of the capital.
9105.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 8
რომის პრეტორიანელებისა და ოსმალი იანიჩრებისაგან განსხვავებით, იმპერატორის სასახლის მცველებს არასოდეს შეუსრულებიათ „მეფის მქმნელის“ როლი და არასდროს მოუხდენიათ გავლენა ჩინეთის ისტორიის მსვლელობაზე.
Unlike the Roman Praetorian Guards or the Ottoman Janissaries, the emperor’s palace guards never played big roles as kingmakers over the course of Chinese history.
9106.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
საფრანგეთის ძველი რეჟიმის მონარქია სუსტი იყო და არ შეეძლო არისტოკრატიისთვის საკუთრების უფლებების ჩამორთმევა ან მათთვის გადასახადების დაკისრება. ამიტომ იგი გლეხობას უწესებდა კიდევ უფრო დიდ ბეგარას, რათა სახელმწიფოს შემოსავლები არ შემცირებოდა. ასე გრძელდებოდა საფრანგეთის რევოლუციამდე, სანამ მთლიანად სისტემა არ ჩამოიშალა.
The French monarchy under the Old Regime was too weak to dispossess the aristocracy or remove their tax exemptions, so it ended up placing the burden of new taxes on the peasantry until the whole system fell apart in the French Revolution.
9107.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
ხანის დინასტიის მმართველობის ბოლო ათწლეულებში ცენტრალური ხელისუფლება მთლიანად ჩამოიშალა, ძალაუფლება რეგიონული ვორლორდების ხელში გადავიდა, რომლებიც უკვე აღარ ცდილობდნენ საკუთარი თავის სამეფო ტახტზე აყვანას და დამოუკიდებლად მართავდნენ.
In the final decades of the Han Dynasty, the central state disintegrated completely and power passed to a series of regional warlords who turned from trying to place their own candidates on the throne to ruling in their own names.
9108.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
ჩრდილოეთში მდებარე აღმოსავლეთ და დასავლეთ ვეის სამეფოები მეექვსე საუკუნის შუა პერიოდში ჩრდილოეთ ცისა და ჩრდილოეთ ჯოუს სამეფოებმა ჩაანაცვლა.
The northern states of Eastern and Western Wei were replaced by Northern Qi and Northern Zhou in the mid-sixth century.
9109.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელიც ხანის დინასტიის დაშლიდან სუის დინასტიის დასაწყისამდე სამასწლიანი პერიოდის ქაოსურ მოვლენებთან დაკავშირებით ისმის, არის არა ის, თუ რატომ დაიშალა ჩინეთი, არამედ ის, თუ რატომ გაერთიანდა იგი ისევ? ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნება ტრივიალური ნამდვილად არ არის.
One of the most interesting questions raised by the chaotic events taking place in the three hundred years between the fall of the Han and the rise of the Sui is not why China fell apart, but rather why it came together again? The issue of how to maintain political unity over so large a territory is hardly trivial.
9110.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 9
ევროპისგან განსხვავებით აქ არ ყოფილა ქვესაფეოდალოებად დაყოფის მსგავსი რამ.
There was nothing like the process of subinfeudation that took place in Europe.
9111.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 10
ჩინეთში, ჯოუს დინასტიის დროს სახელმწიფოს გაჩენამ საზოგადოების ზედა დონეებზე სეგმენტური და გვაროვნული ფორმები ჩაანაცვლა.
In China, the emergence of the state during the Zhou Dynasty displaced segmentary or tribal organization at the top levels of society.
9112.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 10
აქ ალბათ გარკვეული მიზეზშედეგობრივი კავშირის დანახვა შეიძლება: ფართოდ გავრცელებული დამწერლობის კულტურის არარსებობა, განსაკუთრებით ინდოელ მმართველებსა და მოხელეებს შორის, ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფოს განვითარების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა.
There is a likely cause-and-effect relationship here: the lack of a widespread literary culture, particularly among the Indian rulers and administrators, constituted a major obstacle to the development of a powerful centralized state.
9113.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 10
ინდოეთის პოლიტიკური განვითარება იწყება ინდო-არიული ტომების დღევანდელი სამხრეთი რუსეთის, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ტერიტორიიდან მიგრაციით.
Indian political development starts with the migration of the Indo-Aryan tribes out of an area in southern Russia between the Black and Caspian seas.
9114.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 10
სახელმწიფო დონეზე ტრანზიცია ეტაპობრივად მიმდინარეობდა მას მერე, რაც ინდო-არიელებმა მწყემსების საზოგადოებიდან სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებად იწყეს გარდაქმნა.
This transition took place gradually after the Indo-Aryans’ transition from a pastoral to an agricultural society.
9115.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 10
ამ ეტაპამდე არ არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავებები ჩრდილოეთ ინდოეთისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური განვითარების მოდელსა და იმ ცვლილებებს შორის, რომლებიც ორი-სამი საუკუნით ადრე დასავლეთ ჯოუს დინასტიის დროს მოხდა ჩინეთში.
Up to this point, there are no important differences between the pattern of political development taking place in northern India and the changes that took place in China under the Western Zhou Dynasty two or three centuries earlier.
9116.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
გორახპურში ერთმა მთესველმა უარი თქვა ჩამარებთან (ტყავის ნივთების მწარმოებლებთან) ვაჭრობაზე, რადგან სჯეროდა, რომ ისინი მის საქონელს წამლავდნენ (მათზე ადრეც არსებობდა მსგავსი ეჭვი), მან უბრძანა თავის მოიჯარეებს, დაეხიათ ყველა იმ საქონლის ტყავი, რომელთა სიკვდილის მიზეზიც გაურკვეველი იყო.
In Gorakhpur, a planter tried to end the trade of the Chamars (manufacturers of leather goods), who, he believed, were poisoning the cattle (as they are often suspected of doing), he ordered his tenants to lacerate the hide of every animal which died of no apparent cause.
9117.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთი აშკარა არხი ის შეზღუდვები იყო, რომლებიც ვარნასა და კასტას სისტემამ სამხედრო ორგანიზების განვითარებას დაუწესა.
One obvious channel of influence was through the limitations that the varna and jati system placed on the development of military organization.
9118.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
სიქმა დურგლებმა და მჭედლებმა მე-19 საუკუნის გვიანდელ ხანაში მშობლიური პენჯაბი ასამსა და კენიაზე გაცვალეს.
Sikh carpenters and blacksmiths left their native Punjab for Assam and Kenya in the late nineteenth century.
9119.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
მესამე მექანიზმი, რითაც ბრაჰმანულმა სოციალურმა სისტემამ პოლიტიკური ძალაუფლება შეზღუდა, წერა-კითხვის ცოდნის კონტროლს უკავშირდება, ეს მემკვიდრეობა დღემდე მოჰყვება ინდურ საზოგადოებას და ინდოელთა დიდ უმრავლესობას სიღარიბისა და შესაძლებლობების ნაკლებობისთვის სწირავს.
A third mechanism by which the Brahmanic social system limited political power was by controlling literacy, a legacy that extends up to the present moment and consigns huge numbers of Indians to poverty and lack of opportunity.
9120.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 11
ევროპის მსგავსად და ჩინეთისგან განსხვავებით, ინდოეთში ძალაუფლება ისე იყო დაყოფილი, რომ პოლიტიკური ხელისუფლება არსებითად კონტროლდებოდა.
Like Europe and unlike China, authority in India was split in a way that placed meaningful checks on political power.