ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9141.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 14
მორალური კავშირები, რომლებიც მამლუქებს წინა სულთნებთან ჰქონდათ, ეკონომიკურმა გათვლებმა ჩაანაცვლა.
The moral ties that had bound the Mamluks to earlier sultans were replaced by a purely economic calculus.
9142.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 14
მიზეზი, რის გამოც ეს ელიტები ძალაუფლებას ესწრაფვიან, პირველ რიგში სწორედ ამ ეკონომიკურ რენტაზე თავისუფალი წვდომის სურვილია.
The reason these elites seek power in the first place is the access that power gives them to economic rents.
9143.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 14
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სავაჭრო კაპიტალიზმი ეგვიპტეში აკვანშივე ჩაახრჩვეს სწორედ იმ დროს, როცა მან გასავალი პოვა ისეთ ქვეყნებში, როგორებიც იყო ჰოლანდია, იტალია და ინგლისი.
It is possible to speculate whether commercial capitalism was thereby smothered in its crib in Egypt, just at a moment when it was beginning to take off in other places such as Italy, the Netherlands, and England.
9144.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 14
მამლუქების კავალერია საკუთარი ღირსებისათვის შეუფერებლად მიიჩნევდა ცეცხლსასროლი იარაღს გამოყენებას, თანაც მათ რკინასა და სპილენძზე წვდომაც შეზღუდული ჰქონდათ.
The Mamluk cavalry found the use of firearms beneath their dignity, and the regime was constrained by its lack of access to iron and copper deposits.
9145.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
საფრანგეთის მეფეს კი ურიცხვი პატარა მბრძანებელი ახვევია გარს, რომლებსაც ოდითგანვე აღიარებენ და თაყვანს სცემენ მათი ქვეშევრდომნი.
But the king of France is placed in the midst of an ancient multitude of lords, acknowledged in that state by their subjects and loved by them.
9146.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
თურქი ბეის (გუბერნატორის) მსგავსად, რომელიც სანჯაკს მართავდა, საფრანგეთის მეფემაც დააწესა ინტენდანტის (თანამედროვე პრეფექტის წინამორბედი) თანამდებობა, რათა უშუალოდ პარიზიდან ემართა ადგილობრივი საგვარეულო ელიტები.
Like the Turkish bey (governor) governing a sanjak, the French king sent out intendents—the forerunners of modern prefects—from Paris to administer the kingdom directly in place of the local patrimonial elites.
9147.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
ოჟიე გისლინ დე ბუსბეკი, საღვთო რომის იმპერატორის – კარლ V-ის მიერ სულეიმან ბრწყინვალეს კარზე მივლენილი ელჩი, აღნიშნავდა, რომ „კეთილშობილი სისხლის“ მქონე დიდებულების არარსებობა საშუალებას აძლევდა სულთანს თავისი მონები მათივე შესაძლებლობების მიხედვით დაეწინაურებინა.
Ogier Ghiselin de Busbecq, ambassador of Holy Roman Emperor Charles V to the court of Suleiman the Magnificent, noted that the lack of a blood nobility allowed the sultan to pick his slaves and advance them according to their abilities.
9148.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
ოსმალთა სისტემის ყველაზე დიდი სისუსტე, რამაც იგი პოტენციურად ნაკლებად მდგრადი გახადა იმდროინდელ ევროპულ მონარქიებთან შედარებით, იყო კარგად ჩამოყალიბებული მაიორატის უფლებისა ან მემკვიდრეობის განსაზღვრის სხვა პროცედურების არარსებობა.
One great vulnerability of the Ottoman system that made it potentially less stable than contemporaneous European monarchies was the lack of a well-established system of primogeniture or other procedures for determining succession.
9149.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
მეჰმედ III-მ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად საკუთარი 19 ძმა დასაჯა სიკვდილით.
Mehmed III had his 19 brothers executed in the palace when he seized power.
9150.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
მან წერტილი დაუსვა სულთნის ვაჟების სხვადასხვა პროვინციაში მივლენის ტრადიციას და ამის ნაცვლად ისინი სასახლის სპეციალურად გამოყოფილ ადგილში ჰყავდათ პატიმრებივით გამომწყვდეული.
He ended the practice of sending his sons out to the provinces, instead keeping them trapped in a special quarter of the palace where they lived as virtual prisoners.
9151.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
თუმცა ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის ინსტიტუციონალიზებული მექანიზმის არარსებობამ დიდი პრობლემები შეუქმნა სახელმწიფოს, გახადა რა იმპერია მოწყვლადი საგარეო საფრთხეების მიმართ ძალაუფლებისათვის მიმდინარე შიდა დაპირისპირებების პერიოდში და ზედმეტი გავლენა მისცა სისტემის ისეთ სუბიქეტებს, როგორებიც იანიჩრები იყვნენ, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ და მხოლოდ სულთნის აგენტებად მოიაზრებოდნენ.
But lack of an institutionalized mechanism for succession also created great weaknesses, leaving the empire vulnerable to foreign threats during succession struggles and giving undue influence to actors in the system like the Janissaries who were supposed to be no more than agents of the sultan.
9152.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
პირველ რიგში, ოსმალეთის იმპერიის სულთანი ვალდებული იყო, დაეცვა რელიგიური სამართალი – შარიათი როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაშიც.
In the first place, the Ottoman sultan was bound by Muslim religious law—the sharia—both in theory and in practice.
9153.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
გარდა ამისა, იკლო ახალი ქრისტიანული ტერიტორიების შემოერთებამაც, რამაც შეამცირა სამხედრო მონათა ნაკადიც.
And the lack of new Christian territories reduced the influx of new slaves under the devshirme.
9154.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
მხოლოდ მწირი მტკიცებულება არსებობს იმის თაობაზე, რომ ოსმალეთის ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონების ახალი ზოდები შედიოდა, პირიქით, ხელისუფლებამ არაერთხელ შეამცირა ლითონის ფულის ფასი ვერცხლის რეზერვების ნაკლებობის გამო.
There is little evidence of new bullion coming into the Ottoman lands; in fact, the government had to repeatedly debase its coinage for lack of silver.
9155.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 15
პატრომონიალიზმი, რაც ადრე სასახლის პოლიტიკის ყველაზე ზედა დონეზე იყო შეზღუდული, ახლა უკვე მთელ სისტემას მოედო.
Patrimonialism, which had formerly been restricted only to the higher levels of palace politics, now spread throughout the system as a whole.
9156.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 16
პირველ რიგში, ინდურმა პოლიტიკურმა ერთობებმა გაცილებით ნაკლები პროგრესი აჩვენეს ძლიერი იმპერსონალური ინსტიტუტების შექმნაში.
Indian polities made much less headway in creating powerful impersonal institutions in the first place.
9157.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 16
ტრადიციული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი იყო ფართო ნათესაური კავშირები, რელიგიური თუ სანათესავო აკრძალვების გამო საბაზრო ტრანზაქციების შეზღუდულობა, ინდივიდუალური სოციალური მობილობის სიმცირე, ტრადიციაში, რელიგიასა და ქარიზმაში ფესვგადგმული არაფორმალური სოციალური ნორმები.
Traditional societies were characterized by extensive kinship ties, restrictions on market transactions due to religious or kinship constraints, lack of individual social mobility, and informal social norms rooted in tradition, religion, and charisma.
9158.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 16
ვებერს სწამდა, რომ ამ ტიპის რაციონალური მოდერნულობა მხოლოდ დასავლეთში გაჩნდა და იგი მე- 16-17 საუკუნეებით ათარიღებდა და უკავშირებდა ისეთ მოვლენათა თანმიმდევრობას, როგორებიც იყო პროტესტანტული რეფორმაცია და განმანათლებლობა.
He believed that this kind of rational modernity emerged only in the West and dated the transition to modernity to a sequence of events that took place in the 16th and 17th centuries, encompassing the Protestant Reformation and the Enlightenment.
9159.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 16
ამდენად, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის დაწყებამდე, ასევე რეფორმაციამდე, განმანათლებლობამდე და ინდუსტრიულ რევოლუციამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, შუა საუკუნეების ევროპული საზოგადოება უკვე საკმაოდ ინდივიდუალისტური იყო.
As a result, a far more individualistic European society was already in place during the Middle Ages, before the process of state building began, and centuries before the Reformation, Enlightenment, and Industrial Revolution.
9160.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 16
ოჯახის ინსტიტუტში მომხდარი ცვლილები არა მოდერნიზაციული ძვრების შედეგი იყო, არამედ, როგორც ჩანს, იგი ამ პროცესის ხელშემწყობ პირობად მოგვევლინა.
Rather than being the outcome of these great modernizing shifts, change in the family was more likely a facilitative condition for modernization to happen in the first place.