ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9281.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 26
დღევანდელი კორუმპირებული და უწესრიგო ელექტორალური ავტორიტარიზმი ნამდვილად არაა ის სასტიკი დიქტატურა, რუსები რომ წარსულში იცნობდნენ, და რუსეთის ისტორია მეტი თავისუფლებისაკენ მიმავალ ალტერნატივებსაც გვთავაზობს, რაც მომავალში რეფორმების პრეცედენტად შეიძლება გამოდგეს.
The corrupt and messy electoral authoritarianism in place today is hardly the brutal dictatorship Russians have experienced in the past, and Russian history provides many alternative paths toward greater freedom that may serve as precedents for reform down the road.
9282.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
ეს პროცესი ყველაზე მეტად დაწინაურდა ინგლისში, სადაც მე-6 საუკუნეში წმინდა ავგუსტინე კენტერბერელის მისიონერობიდან მოყოლებული დიდი ნათესაური კავშირები საზოგადოების უფრო ინდივიდუალისტურმა ფორმებმა ჩაანაცვლა.
Nowhere was this process more advanced than in England, where, starting with the mission of St. Augustine of Canterbury in the late sixth century, extended kin ties were replaced by a far more individualistic form of community.
9283.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
დროთა განმავლობაში სამეფო სასამართლოებმა ჩაანაცვლა საგრაფოს სასამართლოები, როგორც პირველი ინსტანცია განსაკუთრებულ საქმეებზე, ხოლო საგრაფოს სასამართლოები განიხილავდნენ ნაკლებ მნიშვნელოვან, მიწასთან დაკავშირებულ, ორმოც შილინგამდე ღირებულების დავებს.
In time, the growth of the royal courts displaced the county courts as courts of first instance for important matters, while the county courts continued to preside over lesser cases involving land disputes up to forty shillings.
9284.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
ერთი მოსაზრების მიხედვით, „ძნელად გაგახსენდება სხვა ადგილი შუა საუკუნეების ევროპაში, სადაც ასეთი დავები წყდებოდა – და თან მართლაც დამოუკიდებლად წყდებოდა – მათ პროფესიულ ენაზე მოსაუბრე მოსამართლეების მიერ და არა მხარეთა მიერ პოლიტიკური მანევრებისა თუ იძულების საშუალებებით“.
In the words of one observer, “It is hard to think of another place in medieval Europe where such issues would be settled—and indeed settled independently—by judges talking the common language of their profession rather than by the political maneuvering or coercion of the parties.”
9285.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
სახელოვანი რევოლუციის დროს, პარლამენტის თანხმობა, ლეგიტიმური მონარქის, ჯეიმზ II-ს ნაცვლად მეფედ მიეღოთ უცხოელი პრეტენდენტი, უილიამ ორანელი, ბევრად უფრო რთული ასახსნელია რაიმე სხვა მიზეზით, ვიდრე იმ ფაქტით, რომ ჯეიმზი იყო კათოლიკე ხოლო უილიამი – პროტესტანტი.
During the Glorious Revolution, the willingness of the parliamentary side to accept a foreign pretender, William of Orange, as king in place of the country’s legitimate monarch, James II, would have been much harder to explain but for the fact that the former was Protestant and the latter Catholic.
9286.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ აინტერესებდათ დიდგვაროვნებს მოგების გაზრდა იყო ის ფაქტი, რომ ბნელ შუა საუკუნეებში ვაჭრობის შეწყვეტის გამო ისედაც მცირე იყო მოხმარების ნივთები, რაზეც ნამეტი შემოსავლის დახარჯვა შეიძლებოდა.
Another reason why they didn’t maximize their returns was a simple lack of consumption items on which to spend a surplus, given the collapse of trade in the Dark Ages.
9287.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
თუმცა კაპიტალისტების კლასის წარმოშობის სათავეში პოლიტიკური წინაპირობა ჰქონდა – ქალაქელებისა და მეფის ერთობლივი სიძულვილი დიდგვაროვანი ფეოდალების მიმართ.
But there was a political precondition for the rise of a capitalist class in the first place—the mutual hatred of the townsmen and the king for the great lords.
9288.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
1667 წლის შემდეგ გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა პატრიმონიალურ პრაქტიკას და უზრუნველყო, რომ ინგლისის სახელმწიფო უფრო ეფექტიანად განკარგავდა საჯარო ფინანსებს, ვიდრე საფრანგეთი ან ესპანეთი.
The reform efforts that took place after 1667 dealt a serious blow to patrimonial practices and ensured that the English state would administer public finances far more efficiently than France or Spain.
9289.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
ჰოლანდიიდან ჩამოიყვანეს უილიამ ორანელი და ტახტზე დასვეს როგორც მეფე უილიამ III.
William of Orange was brought from Holland and placed on the throne as King William III.
9290.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
მის პირველი ტრაქტატი ხელისუფლების შესახებ აკრიტიკებს სერ რობერტ ფილმერის მიერ მონარქიის გამართლებას საღვთო მანდატის საფუძველზე, ხოლო მისი მეორე ტრაქტატი ხელისუფლების შესახებ ჰობსის საწინააღმდეგოდ ამბობს, რომ თუ მონარქი გახდა ტირანი და არღვევს ქვეშევრდომების ბუნებით უფლებებს, ქვეშევრდომებს შეუძლიათ მისი შეცვლა.
His First Treatise of Government attacked Sir Robert Filmer’s justification of monarchy on the basis of divine right, and his Second Treatise argued, against Hobbes, that a monarch who had become a tyrant by violating the natural rights of his subjects could be replaced by them.
9291.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 27
თუ როგორ წარიმართა ამ მოდელის დანერგვა ქვეყნებში, რომლებსაც ბრიტანეთის მსგავსი ისტორიული და სოციალური კონტექსტი არ ჰქონიათ, ამ წიგნის გაგრძელებაში იხილავთ.
How the application of that model has fared in countries lacking the specific historical and social conditions of Britain will be the subject of the second volume of this work.
9292.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
ორივე ქვეყანაში სახელმწიფოებმა დაკარგეს ლეგიტიმურობა, რადგან ისინი თავდაპირველად კორუფციული გზით შეიქმნენ, და საფრანგეთის რეფორმების მარცხმა გზა გაუკვალა რევოლუციას.
The states in both countries lost legitimacy because of the corrupt way they were put together in the first place, and France’s failed efforts to reform itself paved the way for the revolution.
9293.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
საეკლესიო სამართლის დამცველი დამოუკიდებელი საეკლესიო ხელისუფლების არარსებობა ნიშნავდა, რომ სამართალში გაწვრთნილ პროფესიონალებს ვერ ექნებოდათ ინსტიტუციური გარემო, რომელიც კორპორაციულ იდენტობას განუვითარებდათ.
The lack of an independent ecclesiastical authority guarding a body of church law meant that there was no institutional home for legally trained specialists with their own corporate sense of identity.
9294.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
1490 წელს მათიაშ კორვინუსის გარდაცვალების შემდეგ დიდებულების წოდებამ უკუაქცია სახელმწიფოს ცენტრალიზაციაზე მიმართული რეფორმები და ძალაუფლება დაიბრუნა.
After the death of Mátyás Hunyadi in 1490, the noble estate reversed the centralizing reforms that the monarchy had put into place in the previous generation and returned power to themselves.
9295.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
არადა, არსებობდა განსხვავებული გზებიც, რითაც ევროპის სხვა სახელმწიფოები მივიდნენ ზუსტად იქ, სადაც ინგლისი.
There were, however, other paths that states in Europe took to get to the same place where the English ended up.
9296.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
თანამედროვე საზოგადოებებში სოციალური მობილიზაცია, როგორც წესი, ეკონომიკური განვითარების შედეგად ხდება.
Social mobilization in contemporary societies usually takes place as a result of economic development.
9297.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 28
დანიელებმა ლიბერალურ დემოკრატიამდე მისასვლელად ინგლისელებისაგან სრულიად განსხვავებული გზა გამოიარეს, მაგრამ საბოლოოდ ორივენი მსგავს ადგილას აღმოჩნდნენ.
The Danes took a much different route to get to modern liberal democracy than the English, but in the end they arrived at a very similar place.
9298.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
მეორე ტომში აღვწერ და გავაანალიზებ, როგორ მიმდინარეობდა პოლიტიკური განვითარება პოსტმალთუსიანურ სამყაროში.
The second volume of this series will then describe and analyze how political development has taken place in the post- Malthusian world.
9299.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
კონკრეტული ნიმუში რომ ავიღოთ, კერძო საკუთრება მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით კი არ წარმოიშვა, არამედ იმიტომაც, რომ ჩამომავლობებს ადგილი სჭირდებოდათ, სადაც წინაპრებს დაასაფლავებდნენ და გარდაცვლილითა სულების სიმშვიდეს უზრუნველყოფდნენ.
Private property, to take one case, emerged not only for economic reasons but also because lineages needed a place to bury their ancestors and appease the souls of the dead.
9300.
პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა | თავი 29
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს წიგნი ბუნებითი მდგომარეობის და ადამიანის ბიოლოგიის განხილვით დავიწყე, ისიცაა, რომ ეს თავისთავად ცხადი საწყისი წერტილია – Grund-Schildkröte, ანუ ძირი-კუ, რომლის თავზეც სხვა კუები შეიძლება მოთავსდეს.
One of the reasons I began this volume with an account of the state of nature and human biology is that it is an obvious starting point, a Grund-Schildkröte (base turtle) on which subsequent turtles can be placed.