ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
9821.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
ის იყო მისთვის ზეცით კურთხეული, მადლიანი ადგილი, სანქტ-პეტერბურგის, მისი პოეზიის იდეალური ქალაქის, სულიერი ცენტრი.
She saw it as a blessed place, the spiritual kernel of St Petersburg, which became the Ideal City of her poetry.
9822.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
სასახლის კულტურული ისტორია ახმატოვასთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
The cultural history of the palace was a true inspiration to Akhmatova.
9823.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
შადრევნებიანი სახლი ერთადერთი სასახლე არ ყოფილა, რომელიც 1917 წლის შემდეგ კომუნალურ ბინებად დაყვეს.
The Fountain House was only one of many former palaces to be converted into communal apartments after 1917.
9824.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
ეს საბჭოთა „ომი სასახლეების წინააღმდეგ“ ცარისტული წარსულის პრივილეგიებთან და კულტურულ სიმბოლოებთან ბრძოლა იყო.
This Soviet ‘war against the palaces’ was a war on privilege and the cultural symbols of the Tsarist past.
9825.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
კერძო სივრცე და საკუთრება უნდა გამქრალიყო, პატრიარქალური („ბურჟუაზიული“) ოჯახი კომუნისტურ ძმობას და ორგანიზაციებს უნდა ჩაენაცვლებინა, პიროვნების ყოფა საზოგადოებრივ ცხოვრებას უნდა შერწყმოდა.
Private space and property would disappear, the patriarchal (‘bourgeois’) family would be replaced by communist fraternity and organization, and the life of the individual would become immersed in the community.
9826.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
მაგალითად, მამაკაცის საგაზაფხულო ლაბადის მის მიერ შექმნილი მოდელი თხელი და მსუბუქი იყო, სითბოსაც ინარჩუნებდა, მაგრამ შეუღებავი მასალისგან შეკერილი და დეკორატიულ ელემენტებს მთლიანად მოკლებული იყო.
A man’s spring coat, for example, was designed to be light yet retain heat, but it was made out of undyed material and lacked decorative design.
9827.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
ამასთან, ეს საწოლები, რომლებიც მარტოხელა ადამიანს დასაძინებელი ადგილის სურვილისამებრ შეცვლის გარდა, პარტნიორის შეცვლასაც უიოლებდა, ბურჟუაზიული ოჯახის პირობითობების ნგრევისკენ მიმართული კომუნისტური მოძრაობის ხელსაყრელი ინსტრუმენტი იყო.
It was highly practical, a real space-saver in the cramped Soviet apartments, and at the same time, insofar as it enabled the single person to change his sleeping place and sleeping partner, it was designed to be instrumental in the communistic movement to break down the conjugal relations of the bourgeois family.
9828.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
მაიაკოვსკისთვის კლასიკა „ძველი ესთეტიკური ხარახურა“ იყო, რასტრელი კი, სანქტ-პეტერბურგის ყველაზე მშვენიერი სასახლეების ხუროთმოძღვარი, „კედელთან იყო მისაყენებელი და დასახვრეტი“ („რასსტრელიაც“ რუსულად დახვრეტას ნიშნავს).
He dismissed the classics as ‘old aesthetic junk’ and punned that Rastrelli, the great palacebuilder of St Petersburg, should be put against the wall (rasstreliat’ in Russian means to execute).
9829.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
მაყურებელი, ნანახის შინაარსიდან გამომდინარე, პირველ კადრში მოზჟუხინის სახეზე შიმშილს ხედავდა, მეორეზე – დარდს, მესამეზე კი სიხარულს, მიუხედავად იმისა, რომ მოზჟუხინის კადრი სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო.
It turned out that the audience interpreted the meaning of the close-up according to the context in which it was placed, seeing hunger in Mozzukhin’s face in the first sequence, grief in the second, and joy in the third, although the three shots of him were identical.
9830.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
ლენინმა, რომელიც იძულებული გახდა, იატაკქვეშეთიდან ემოქმედა, კერენსკის ბონაპარტისტი კონტრრევოლუციონერი უწოდა – სწორედ ამ ფაქტზე მიანიშნებს რეჟისორი „ოქტომბერში“, როცა ზამთრის სასახლეში იმპერატორივით მცხოვრებ კერენსკის მონტაჟის მეშვეობით ნაპოლეონის სახესთან აკავშირებს.
Forced into hiding, Lenin denounced Kerensky as a Bonapartist counter-revolutionary, a point reinforced in the sequence of October which intercuts scenes of Kerensky living like an emperor in the Winter Palace with images of Napoleon.
9831.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
როცა „ოქტომბერზე“ მუშაობისას იგი ზამთრის სასახლეში მივიდა შტურმის სცენის გადასაღებად, რეჟისორს მარცხენა (“ოქტომბრის“) კიბე აჩვენეს, საიდანაც ბოლშევიკები სასახლეში შეიჭრნენ.
When he arrived at the Winter Palace to shoot the storming scene for October, he was shown the left (‘October’) staircase where the Bolshevik ascent had taken place.
9832.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
შტურმის სცენის გადაღებისას რეჟისორმა სამოქალაქო ომის 5000 ვეტერანი მიიწვია, მათგან რამდენიმე ასეული – მეზღვაურები და წითელარმიელები – 1917 წელს სასახლის აღებაში მონაწილეობდა.
He called up 5,000 veterans from the civil war – far more than the few hundred sailors and Red Guards who had taken part in the palace’s assault in 1917.
9833.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
სხვა დადგმებში, განსაკუთრებით გოგოლის „რევიზორში“ რეჟისორმა რამდენიმე მსახიობი სცენის პატარა მოძრავ მონაკვეთზე მოათავსა, რომელიც ნელი მოძრაობით სცენის წინა კიდეს უახლოვდებოდა – მსხვილი პლანის კინემატოგრაფიულ იდეას რომ დამსგავსებოდა.
In other productions, most notably that of Gogol’s The Government Inspector in 1926, he placed certain actors on a little stage trolley and wheeled it to the front of the main stage to simulate the cinematic idea of a close-up.
9834.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
ამ თავისუფალი გამომსახველობის ნაცვლად მეიერჰოლდი აქცენტს მსახიობს რიტმულ წვრთნაზე აკეთებდა.
In place of such free expressivity, Meyerhold insisted on the actors’ rhythmic regimentation.
9835.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
გასტევის უტოპიაში „ხალხს“ „პროლეტარული ერთეულები“ შეცვლიდა, სახელს – საიდენტიფიკაციო შიფრები და კოდები, ვთქვათ, „A, B, C ან 325, 075, 0 და ასე შემდეგ“.
Gastev envisaged a utopia where ‘people’ would be replaced by ‘proletarian units’ identified by ciphers such as ‘A, B, C, or 325, 075, 0, and so on’.
9836.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
„მექანიკური კოლექტივიზმი“ პროლეტარის ცნობიერებაში „ინდივიდუალური პიროვნების“ ადგილს დაიკავებდა.
A ‘mechanized collectivism’ would ‘take the place of the individual personality in the psychology of the proletariat’.
9837.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
წარსულის ჯართის, „წვრილ-ბურჟუაზიული“, „მეშჩანური“ ცხოვრების წესის ისტორიისთვის ჩაბარებას ითხოვდა და მის ნაცვლად უფრო სულიერი არსებობის დადგომას ელოდა.
He longed to sweep away the clutter of the past, the ‘petty-bourgeois’ domesticity of the ‘old way of life’ (byt), and to replace it with a higher and more spiritual existence.
9838.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
1932 წელს ცენტრალურმა კომიტეტმა რ ა პ პ -ის და მასთან ერთად სხვა დამოუკიდებელ ლიტერატურულ დაჯგუფებათა გაუქმების ბრძანება გამოსცა და ისინი მწერალთა კავშირს დაუქვემდებარა.
In April 1932 the Central Committee passed a resolution to abolish RAPP, together with all other independent literary groups, and placed them under the centralized control of the Writers’ Union.
9839.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
1932 წლის ოქტომბერში მოსკოვში, გორკის სახლში ცნობილი შეხვედრა შედგა, რომელსაც სტალინისა და კრემლის ხელმძღვანელობის გარდა ორმოცდაათი მწერალი და ფუნქციონერი ესწრებოდა.
In October 1932, a famous meeting attended by Stalin and other Kremlin leaders, as well as fifty writers and other functionaries, took place at Gorky’s Moscow house.
9840.
ნატაშას ცეკვა | რუსეთი საბჭოთა პრიზმაში
დარგის პოლიტიკური კორექტულობის გასაკონტროლებლად პარტიის მიერ ხელდასხმული პროდიუსერები და სასცენარო დეპარტამენტები პროდუქციის თავში ანუ გაათმაგებული ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
Party-controlled producers and script departments were placed in charge of the production to ensure that all this entertainment was politically correct.