ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1021.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, პეტროლოგია
გრაფიტული გეოთერმომეტრის მეშვეობით დადგენილია, რომ მიკროკლინიზაცია მიმდინარეობდა დაბალტემპერატურულ პირობებში - 430-450° ფარგლებში.
A study with a graphitic geothermometer has shown that microclinization took place under low temperature conditions (430-450°).
1022.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ჰიდროტექნიკა
ნაჩვენებია, რომ ნახევარსივრცის ზედაპირის გადაადგილების ხასიათი დამოკიდებულია გრუნტის პუასონის კოეფიციენტზე.
It is shown that the character of the half-space day surface displacement is determined by the Poisson’s ratio value of the soil.
1023.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 118, ჰიდროტექნიკა
ყველა შემთხვევაში სითხის ფორებში შეღწევით გამოწვეული გადაადგილებები მცირეა, ამიტომ თუ გრუნტის წნევის გადაცემის ფართის კოეფიციენტი დაბალია და პუასონის კოეფიციენტი ახლოა 0,25-თან, ამ ეფექტის გავლენა ზედაპირის საერთო გადაადგილებებზე შეიძლება უგულებელვყოთ.
In cases when the area factor is small and Poisson’s ratio is close to 0.25 the effect of fluid penetration into the soil pores may be neglected when determining the overall displacements of the day surface.
1024.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ანალიზური ქიმია
მოწოდებული დამატების ახალი გრაფიკული ვარიანტი გამოირჩევა განსაზღვრის დიდი სიზუსტით, რადგანაც სტანდარტულ და საანალიზო ხსნარში გაზომვები მიმდინარეობს ერთსა და იმავე სისტემაში.
The modified method is characterized by greater accuracy, as measurements in the standard and analysed solutions take place in the same system.
1025.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბიოქიმია
დადგენილია, რომ პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით ფოლაცინის დიდი დოზებით მიღებისას ორგანიზმის მოთხოვნილება თიამინზე მატულობს, რაც თავის მხრივ იწვევს მის გაძლიერებულ ხარჯვას და ორგანიზმში ვითარდება ამ ვიტამინების ნაკლებობა.
When high doses of folic acid are used with prophylactic and medical purposes, the requirement of the organism in thiamine rises, causing the expenditure of thiamine and development of a deficiency of this vitamin.
1026.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ბოტანიკა
Ranunculus-ის გვარის Chrysanthe-ს სექციის კავკასიის სახეობათა ქრომოსომების რიცხვი (Ranunculaceae).
Chromosome numbers of the Caucasian species of the Chrysanthe section of the genus Ranunculus.
1027.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, გეოფიზიკა
ადრე გათვლილი კავკასიის სამგანზომილებიანი თერმული მოდელის საფუძველზე თერმოდრეკადობის სამგაზომილებიანი სასაზღვრო ამოცანის რიცხვითი ამოხსნით მიღებულია თერმოდრეკად დაძაბულობათა და წანაცვლებათა კომპონენტები.
On the basis of an earlier-calculated three-dimensional geothermal model of the Caucasus the components of thermoelastic stresses and displacements have been obtained by numerical solution of a three-dimensional boundary problem of thermoelasticity.
1028.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, გეოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ წანაცვლებათა ვერტიკალური მდგენელის მაქსიმალური ლატერალური გრადიენტების ზონები კარგ კორელაციაშია კავკასიის ზოგიერთ სიღრმულ რღვევასთან - მაგალითად, ანატოლიის და ზოგ ტრანსკავკასიურ რღვევასთან.
The zones of maximal lateral gradients of the vertical component of displacement are correlated with some deep faults of the Caucasus and Anatolia.
1029.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ენათმეცნიერება
გამონაკლისის სახით დასტურდება ძირეული მორფემები ჰომორგანული წინაენისმიერი ფონემებით II-III და I-III პოზიციებში.
In the positions I-III, II-III marked but less rigorous exclusion of homorganic consonants of front section takes place.
1030.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, მანქანათმცოდნეობა
სტატიაში განხილულია ასეთი რხევების სტაბილიზაციის შესაძლებლობა მანქანაში არაწრფივი დემპფერის ან არაწრფივი დრეკადი სისტემის დაყენებით.
The possibility of stabilizing such oscillations by placing a nonlinear damper or a nonlinear elastic system in the machine is discussed in the paper.
1031.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ჰიდროლოგია
თანამედროვე გამყინვარება და მყინვართა დინამიკა მდ. რეინდალენის აუზში (შპიცბერგენი).
Recent glaciation and dynamics of glaciers in the Reindalen river basin (Spitsbergen).
1032.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ჰიდროლოგია
მოცემულია ჩვენს მიერ ჩატარებული გლაციო-გეომორფოლოგიური კვლევის შედეგები, მოცემულია მყინვარების მორფოლოგიური დახასიათება.
The results of a glacio-geomorphological study, carried out by the authors, are presented along with a morphological characterization of the title glaciers.
1033.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ჰიდროლოგია
დაზუსტებულია მყინვარების რაოდენობა და ფართობი.
The number and area of the glaciers is specified.
1034.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 117, ჰიდროლოგია
გლაციალური ფორმების საფუძველზე განსაზღვრულია მყინვარების შემცირების პარამეტრები ტრესკელენის (ფერნაუს) სტადიის შემდეგ.
The parameters of glacier shrinkage after the Fernau stage are defined on the basis of glacial forms.
1035.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, გენეტიკა და სელექცია
საქართველოში შემოყვანილი თეთრი აკვიტანურის, შავჭრელისა და კიანური პირუტყვის სისხლში ზონალური ელექტროფორეზის მეთოდით განისაზღვრა ჰემოგლობინის მემკვიდრული ტიპები, რომლებსაც აკონტროლებენ შესაბამისი Hb<sup>A</sup> და Hb<sup>B</sup> ორალელიანი კოდომინანტური გენები.
The hereditary types of hemoglobin were studied by the electrophoresis method in the blood of white Aquitane, black-spotted, and Chianina cattle imported into Georgia. They are controlled by the Hb<sup>A</sup> and Hb<sup>B</sup> biallele codominant genes.
1036.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, გენეტიკა და სელექცია
ჰემოგლობინის ლოკუსში, ჰეტეროზიგოტურობის ტესტი დადებითი აქვს შავჭრელ პირუტყვს.
The heterozygosis test is positive in the hemoglobin locus of black-spotted cattle.
1037.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, გეოლოგია
ალაზანი-აგრიჩაის მორფოსტრუქტურული დეპრესია, რომელიც ამოვსილია მძლავრი (3000 მეტრამდე) პოსტპლიოცენური და ზედაპლიოცენური (აღჩაგილური და აფშერონული სართულები) ალაზნის სერიის კონტინენტური ტერიგენული ნალექებით, ჩამოყალიბებულია გვიანპლიოცენური (ვალახური) ოროფაზისისა და მომდევნო პოსტპლიოცენურ ტექტონიკურ მოძრაობათა შედეგად.
The Alazani-Agrichay morphostructural depression, filled with thick (about 3000 m) continental terrigenous sediments of Post-Pliocene and Alazani series of Upper Pliocene (Akchagilian and Apsheronian stages) was formed as a result of Late Pliocene (Wallachian) orophase and subsequent Post-Pliocene tectonic movements.
1038.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, გეოფიზიკა
სამგანზომილებიანი რიცხვითი მოდელირების საფუძველზე გამოთვლილია კავკასიისა და მიმდებარე რეგიონებისათვის თერმოდრეკადი ძალებით გამოწვეული ჰორიზონტალური წანაცვლებების ვექტორთა რუკები დედამიწის ზედაპირისათვის, კონსოლიდირებული ფუნდამენტისათვის და ბაზალტის ფენებისათვის.
Using the method of three-dimensional modelling, maps of earth’s surface horizontal displacements caused by thermoelastic stresses have been plotted for the granitic and basaltic layers of the Caucasus and adjoining areas.
1039.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, გეოფიზიკა
ნაშრომში განხილულია სეისმოგრამის საშუალებით ნიადაგის ჭეშმარიტი მოძრაობის აღდგენის ამოცანა.
The paper deals with the solution of an inverse problem of seismometry – determination of the true displacement of ground according to the seismometric record.
1040.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 120, დრეკადობის თეორია
დადგენილია კავშირი მოცემულ წერტილში ნარჩენ ძაბვათა და ხვრელის ზონაში წარმოქმნილ გადაადგილებათა შორის.
The relation between residual stresses at a given point and displacements originating in the zone of holes is determined.