ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10401.
შიშველი საუზმე | ატროფირებული შესავალი
შავ მწერს უკიდეგანო, უცხო პლანეტის სივრცეში განავარდება სწყურია.
Black insect lusts open into vast, other planet landscapes
10402.
შიშველი საუზმე | ატროფირებული შესავალი
ალგებრასავით მშრალი, აბსტრაქტული იდეები შავ მძღნერამდე და ერთი-ორ ბებერ, გამოსირებულ ლათინოსამდე დადის.
Abstract concepts, bare as algebra, narrow down to a black turd or a pair of aging cajones..
10403.
შიშველი საუზმე | ატროფირებული შესავალი
შავჟილეტიანი შერიფი სიკვდილით დასჯის ბრძანებას წერს: „აუცილებელია სიკვდილით დასჯის დაკანონება, ამით ნარკოტიკის განყოფილება განიტვირთება...“
The sheriff in black vest types out a death warrant: "Gotta make it legal and exempt narcotic...."
10404.
შიშველი საუზმე | ატროფირებული შესავალი
– პანტოპონის ვარდი ხომ არ გინახავთ? – იკითხა შავპალტოიანმა მჩხირავმა.
"Have you seen Pantopon Rose?" said the old junky in the black overcoat.
10405.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
ჯადოქრების კვარტალში მის ლურჯსა და მწვანე ნათებას მერვე, ოქტარინის ფერის უცნაური ნაპერწკლები ერეოდა.
Where it licked the Wizards’ Quarter it burned blue and green and was even laced with strange sparks of the eighth color, octarine.
10406.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
ბოლი მრავალი კილომეტრის სიმაღლის სვეტად ატყორცნილიყო ცაში და დისკლანდიის ყოველი წერტილიდან კარგად მოჩანდა.
The smoke from the merry burning rose miles high, in a wind-sculpted black column that could be seen across the whole of the Discworld.
10407.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
უცნობმა ხელი გაუშვა, სწრაფად გადაფურცლა პატარა შავი წიგნაკი, რომელიც ქამრიდან ამოიღო.
The stranger let go and quickly thumbed through a small black book he had taken from his belt.
10408.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
— გამარჯობა, — გაიმეორა იმაზე ხმამაღლა, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა, თან ისე გამოთქმით, რომ ჰიუმ ხმოვნების წკრიალიც კი გაიგონა.
“Hallo?” he repeated, rather louder than necessary and so carefully that Hugh could hear the vowels tinkling into place.
10409.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
— მინდა, რომ მიმასწავლოთ ოტელი, მოსასვენებელი ადგილი, ტრაქტირი...
“I would like to be directed to a hotel, place of repose, tavern...”
10410.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
ნაგლეჯს ჯერ ზენიტამდე არც კი მიეღწია, როდესაც ოთახის ბნელი კუთხიდან გამოვარდნილმა აჩრდილმა ნადავლი ჰაერიდანვე მოიტაცა.
It hadn’t reached the zenith of its arc before a black shape detached itself from the shadows in the corner of the room and swooped down, taking the morsel in midair.
10411.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
ვომ შავტანსაცმლიან კაცს შეხედა, რომელიც სკამზე ისე გრაციოზულად იყო გადაწოლილი, როგორც კიდლანდიური პუმა ჯუნგლებში, და გაიფიქრა, რომ გორინი პატარა ღმერთების ტაძრის სახურავიდან მალე ამ ღმერთებს იქ, ზეცის მრავალრიცხოვან განზომილებებში შეუერთდებოდა.
Wa looked at the man leaning back in his chair, his black-clad frame resting as nonchalantly as a Rimland puma on a jungle branch, and decided that Gorrin atop Small Gods Temple would soon be joining those little deities in the multifold dimensions of Beyond.
10412.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
აიმორის მარჯვენა ხელობა ფეხსაცმლის სუნამომოპკურებული თასმების ნაზი ცემით სიკვდილის ტოლფასი იყო.
Being Ymor’s right-hand man was like being gently flogged to death with scented bootlaces.
10413.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
რინსვინდი ახლა მთის ბოროგრავულ ენაზე გადაერთო, შემდეგ ვანგლემეშტურზე, სუმიტრულსა და შავ ორუგუულზეც — ენაზე, რომელშიც არც ერთი არსებითი სახელი არ არის და მხოლოდ ერთადერთი ზედსართავია, ისიც უწმაწური.
Rincewind switched to High Borogravian, to Vanglemesht, Sumtri and even Black Oroogu, the language with no nouns and only one adjective, which is obscene.
10414.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
— აქ ყველაფერი ისეთი მშვენიერია, ნამდვილი მორპორკული ტავერნაა.
This looks like a delightful place. A genuine Morporkean tavern.
10415.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
რინსვინდმა სწრაფად მიმოიხედა, რომ შეემოწმებინა, მდინარის იქით მდებარე ჯადოქრების კვარტლიდან გამოჟონილმა მაგიამ ისინი სადმე სხვა ადგილას ხომ არ გადაიტანა...
Rincewind glanced around quickly, in case some leakage of enchantment from the Magician’s Quarter across the river had momentarily transported them to some other place.
10416.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
ეს ძალიან საშიში ადგილია.
This is a tough place.
10417.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
თქვენ ამბობთ, რომ ეს საშიში ადგილია.
You say this is a tough place.
10418.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
მერე თეთრი მტრედების, შავი მამლების და სხვა ლაბორატორიული ცხოველების გალიებისკენ გაემართა.
Then he went over to his cages of white doves, black cockerels and other laboratory animals.
10419.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
ამბობდნენ, რომ პატრიციუსის სასახლის ერთი ფრთა მთლიანად დათმობილი ჰქონდა იმ კლერკებს, ვინც დღე და ღამე თავიანთი ბატონის ძლიერი ჯაშუშური ქსელის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას აანალიზებდა და აზუსტებდა.
It was rumored that an entire wing of the Patrician’s palace was filled with clerks who spent their days collating and updating all the information collected by their master’s exquisitely organized spy system.
10420.
მაგიის ფერი | მაგიის ფერი
რინსვინდმა ნერვიულად მიმოიხედა ირგვლივ, თან თვალებით შავებში ჩაცმულ მაღალ ფიგურას ეძებდა.
Rincewind looked around nervously for a tall figure in black.