ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10881.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ბოლოს, 1971 წელს დევიდ რობინსონმა ლონდონის კინგ კოლეჯიდან კარტერისა და ჩემი შედეგების გამოყენებით აჩვენა, რომ ეს წარმოდგენა სწორი იყო: ასეთი შავი ხვრელები აუცილებლად უნდა წარმოადგენდნენ „კერის“ ამოხსნას.
Finally, in 1973, David Robinson at Kings College, London, used Carter’s and my results to show that the conjecture had been correct: such a black hole had indeed to be the Kerr solution.
10882.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ამგვარად, გრავიტაციული კოლაფსის შემდეგ შავი ხვრელი გადადის სტაციონარულ მდგომარეობაში, რომელშიც მას შეუძლია ბრუნვა, მაგრამ არა პულსირება.
So after gravitational collapse a black hole must settle down into a state in which it could be rotating, but not pulsating.
10883.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ეს შედეგი შეიძლება გამოისახოს აფორიზმით: „შავ ხვრელს არავითარი თმები არა აქვს“.
This result became known by the maxim: “A black hole has no hair.”
10884.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
„არავითარი თმების“ თეორემას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი მნიშვნელოვნად ზღუდავს შავი ხვრელების შესაძლო ტიპებს.
The “no hair” theorem is of great practical importance, because it so greatly restricts the possible types of black holes.
10885.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ამგვარად, შესაძლებელია შევქმნათ იმ ობიექტების დეტალური მოდელი, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ შავ ხვრელებს და შევადაროთ მოდელის წინასწარმეტყველება დაკვირვების შედეგებთან.
One can therefore make detailed models of objects that might contain black holes and compare the predictions of the models with observations.
10886.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ეს, აგრეთვე, ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს ვარსკვლავის შესახებ შავი ხვრელის ფორმირების შემდეგ, რადგან ერთადერთი, რის გაზომვასაც ჩვენ შევძლებთ არის მისი მასა და ბრუნვის სიჩქარე.
It also means that a very large amount of information about the body that has collapsed must be lost when a black hole is formed, because afterward all we can possibly measure about the body is its mass and rate of rotation.
10887.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
მეცნიერების ისტორიაში შავი ხვრელები ერთ-ერთია იმ მეტად უმნიშვნელო რაოდენობის შემთხვევებს შორის, რომლებიც დეტალურად ჩამოყალიბდა მათემატიკურ მოდელად, ვიდრე ნათელი გახდებოდა, რომ იგი სწორია.
Black holes are one of only a fairly small number of cases in the history of science in which a theory was developed in great detail as a mathematical model before there was any evidence from observations that it was correct.
10888.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ცხადია, ეს იყო შავი ხვრელების მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი: როგორ შეიძლება იმ ფაქტის დაჯერება, რომლის ერთადერთი დასაბუთება არის გათვლები, დაფუძნებული ზოგადი რელატივიზმის საეჭვო თეორიაზე?
Indeed, this used to be the main argument of opponents of black holes: how could one believe in objects for which the only evidence was calculations based on the dubious theory of general relativity?
10889.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
მაგრამ ისინი ძალიან შორს არიან, ამდენად შავი ხვრელების არსებობაზე საბოლოო დასკვნების გამოსატანად მათზე დაკვირვება ძალიან ძნელია.
But they are all too far away and therefore too difficult to observe to provide conclusive evidence of black holes.
10890.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
შავი ხვრელების არსებობის შემდგომი დასაბუთება გამოჩნდა 1967 წელს, როდესაც კემბრიჯის ასპირანტმა – ჯოსელაინ ბელმა აღმოაჩინა ციური ობიექტები, რომლებიც რადიოტალღების იმპულსებს რეგულარულად გამოასხივებდნენ.
Further encouragement for the existence of black holes came in 1967 with the discovery by a research student at Cambridge, Jocelyn Bell-Burnell, of objects in the sky that were emitting regular pulses of radio waves.
10891.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ეს ცუდი ამბავი იყო ფანტასტიკური რომანების ავტორებისთვის, მაგრამ ძალიან დამაიმედებელი ჩვენი პატარა ჯგუფისთვის, ვისაც იმ დროს შავი ხვრელების არსებობისა სჯეროდა: ეს იყო ნეიტრონული ვარსკვლავების არსებობის პირველი დამაჯერებელი საბუთი.
This was bad news for writers of space westerns, but very hopeful for the small number of us who believed in black holes at that time: it was the first positive evidence that neutron stars existed.
10892.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ნეიტრონული ვარსკვლავის რადიუსი დაახლოებით თექვსმეტი კილომეტრია, სულ რამდენჯერმე ნაკლები კრიტიკულ რადიუსამდე, როდესაც წარმოიშობა შავი ხვრელი.
A neutron star has a radius of about ten miles, only a few times the critical radius at which a star becomes a black hole.
10893.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
თუ ვარსკვლავს შეუძლია კოლაფსი ასეთ მცირე ზომამდე, მაშინ დაუჯერებელი არ არის, რომ სხვა ვარსკვლავებს შეუძლიათ შეკუმშვა უფრო მცირე ზომამდე შავი ხვრელის წარმოსაქმნელად.
If a star could collapse to such a small size, it is not unreasonable to expect that other stars could collapse to even smaller size and become black holes.
10894.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
როგორ შეიძლება ვიქონიოთ შავი ხვრელის დაკვირვების იმედი, თუ მისი განმარტებიდან გამომდინარე იგი არ გამოასხივებს სინათლეს?
How could we hope to detect a black hole, as by its very definition it does not emit any light?
10895.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ეს წააგავს იმას, რომ ვეძებოთ შავი კატა ქვანახშირის სარდაფში.
It might seem a bit like looking for a black cat in a coal cellar.
10896.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
როგორც ჯონ მაიკლმა 1783 წელს თავის პიონერულ ნაშრომში მიუთითა, შავი ხვრელი მოქმედებს თავისი გრავიტაციული ძალით ახლომდებარე ობიექტებზე.
As John Michell pointed out in his pioneering paper in 1783, a black hole still exerts a gravitational force on nearby objects.
10897.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ცხადია, შეუძლებელია მომენტალურად დავასკვნათ, რომ უხილავი ობიექტი შავი ხვრელია: იგი შეიძლება იყოს უბრალოდ სუსტი ნათების ვარსკვლავი, რომელსაც ვერ ვხედავთ.
One cannot, of course, immediately conclude that the companion is a black hole: it might merely be a star that is too faint to be seen.
10898.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ასეთმა მექანიზმმა რომ იმუშაოს, უხილავი ობიექტი ისეთი პატარა უნდა იყოს, როგორიცაა თეთრი ჯუჯა, ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი.
For this mechanism to work, the unseen object has to be very small, like a white dwarf, neutron star, or black hole.
10899.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
ამიტომ, შესაძლებელია, რომ იგი შავი ხვრელი იყოს.
It seems, therefore, that it must be a black hole.
10900.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 6
არსებობს სიგნუს X-1-ის ახსნის სხვა მოდელებიც, რომლებიც არ შეიცავენ შავ ხვრელს, მაგრამ ისინი მეტისმეტად ხელოვნურია.
There are other models to explain Cygnus X-l that do not include a black hole, but they are all rather far-fetched.