ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
10981.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
პირველადი შავი ხვრელები საწყისი მასით ათასი მილიონი ტონა უკვე სრულებით აორთქლდებოდნენ, მაგრამ ამაზე ცოტა უფრო დიდი მასის მქონე შავი ხვრელები შეიძლება კიდევ გამოასხივებდნენ რადიაციას X ტალღებისა და გამა სხივების სახით.
Primordial black holes with initial masses less than this figure would already have completely evaporated, but those with slightly greater masses would still be emitting radiation in the form of X rays and gamma rays.
10982.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ასეთი ხვრელები არ იმსახურებენ ეპითეტს „შავი“: ისინი სითეთრემდე გახურებულნი არიან და გამოასხივებენ ენერგიას ინტენსივობით დაახლოებით ათი ათასი მეგავატი.
Such holes hardly deserve the epithet "black": they really are white hot and are emitting energy at a rate of about ten thousand megawatts.
10983.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ერთ ასეთ შავ ხვრელს შეუძლია ამუშაოს ათი დიდი სითბური ელექტროსადგური, თუ კი შევძლებთ მის „მოთოკვას“.
One such black hole could run ten large power stations, if only we could 'harness' its power.
10984.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული საქმე იქნება: შავ ხვრელს ექნება დიდი მთის მასა, რომელიც შეკუმშულია სანტიმეტრის ერთ მილიონ მემილიონედამდე ე.ი. ატომის ბირთვის ზომამდე!
This would be rather difficult, however: the black hole would have the mass of a mountain compressed into less than a million millionth of an inch, the size of the nucleus of an atom!
10985.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
თუ გვექნება ერთი ასეთი შავი ხვრელი დედამიწაზე, შეუძლებელი იქნება მისი გაჩერება ზედაპირზე და იგი დაიწყებს ვარდნას დედამიწის ცენტრისკენ.
If you had one of these black holes on the surface of the earth, there would be no way to stop it from falling through the floor to the center of the earth.
10986.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ამგვარად, ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ასეთი შავი ხვრელის მოთავსება მისი ენერგიის გამოსაყენებლად, არის ორბიტა დედამიწის გარშემო.
So the only place to put such a black hole, in which one might use the energy that it emitted, would be in orbit around the earth.
10987.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
მაგრამ, თუ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ პირველადი შავი ხვრელის გამოსხივება, რა შანსი გაგვაჩნია მათზე დაკვირვებისათვის?
But even if we cannot harness the emission from these primordial black holes, what are our chances of observing them?
10988.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ გამა სხივებს, რომელსაც შავი ხვრელები გამოასხივებს თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
We could look for the gamma rays that the primordial black holes emit during most of their lifetime.
10989.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
რა თქმა უნდა, ფონი შეიძლება იყოს და, ალბათ, კიდევაც არის, შექმნილი შავი ხვრელებისგან განსხვავებული პროცესებით.
However, this background could have been, and probably was, generated by processes other than primordial black holes.
10990.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ გამა სხივების ფონის დაკვირვება ვერ უზრუნველყოფს პირველადი შავი ხვრელების არსებობის დასაბუთებას, მაგრამ ეს დაკვირვება გვეუბნება, რომ პირველადი შავი ხვრელების რაოდენობა სამყაროში არ შეიძლება იყოს საშუალოდ 300-ზე მეტი ერთ კუბურ სინათლის წელიწადში.
Therefore, one can say that the observations of the gamma ray background do not provide any positive evidence for primordial black holes, but they do tell us that on average there cannot be more than 300 in every cubic light-year in the universe.
10991.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ეს შეზღუდვა ნიშნავს, რომ პირველადი შავი ხვრელების მასა შეადგენს სამყაროს მატერიის მასის ერთ მემილიონედს.
This limit means that primordial black holes could make up at most one millionth of the matter in the universe.
10992.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
პირველადი შავი ხვრელების ასეთი სიმცირის გამო, ნაკლებად დასაშვებია, რომ ერთ-ერთი მათგანი იყოს საკმაოდ ახლოს ჩვენთან მისი გამა გამოსხივების დაკვირვებისათვის.
With primordial black holes being so scarce, it might seem unlikely that there would be one near enough for us to observe as an individual source of gamma rays.
10993.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
მაგრამ, რადგან გრავიტაციის გამო, მატერია იზიდავს პირველად შავ ხვრელებს, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი უნდა იყოს გალაქტიკების შიგნით და გარშემო.
But since gravity would draw primordial black holes toward any matter, they should be much more common in and around galaxies.
10994.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
თუმცა გამა სხივების ფონი გვეუბნება, რომ არ შეიძლება იყოს 300-ზე მეტი პირველადი შავი ხვრელი ერთ კუბურ სინათლის წელიწადში, იგი არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, რა ხშირად შეიძლება გვხვდებოდნენ ისინი ჩვენს გალაქტიკაში.
Although the gamma ray background tells us that there can be no more than 300 primordial black holes per cubic light-year on average, it tells us nothing about how common they might be in our own galaxy.
10995.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ისინი მილიონჯერ უფრო ხშირადაც რომ გვხვდებოდნენ, მაშინაც უახლოესი პირველადი შავი ხვრელი იქნებოდა ათასი მილიონი კილომეტრით დაშორებული ჩვენგან ან, დაახლოებით, დღეისთვის ცნობილი ყველაზე შორეული პლანეტის, პლუტონის მანძილზე.
If they were, a million times more common than this, then the nearest black hole to us would probably be at a distance of about a thousand million kilometers, or about as far away as Pluto, the farthest known planet.
10996.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
ამ მანძილზეც კი ძალიან ძნელია შავი ხვრელის მდგრადი გამოსხივების დეტექტირება, მისი სიმძლავრე ათი ათასი მეგავატიც რომ იყოს.
At this distance it would still be very difficult to detect the steady emission of a black hole, even if it was ten thousand megawatts.
10997.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
რა თქმა უნდა, თუ შავი ხვრელი პლუტონის მანძილზე სიცოცხლეს დაასრულებს და აფეთქდება, ადვილი იქნება ფინალური აფეთქების გამოსხივების დეტექტირება.
Of course, if a black hole as close as Pluto were to reach the end of its life and blow up, it would be easy to detect the final burst of emission.
10998.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
პირველადი შავი ხვრელების ძებნამ უარყოფითი შედეგიც რომ მოგვცეს, რაც, ალბათ, ასეც არის, მაინც მივიღებთ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას სამყაროს არსებობის ძალიან ადრეულ სტადიაზე.
Even if the search for primordial black holes proves negative, as it seems it may, it will still give us important information about the very early stages of the universe.
10999.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
თუ ადრეული სამყარო ქაოსური ან არარეგულარული იყო, ან თუ მატერიის წნევა დაბალი იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წარმოიშვა გაცილებით მეტი პირველადი შავი ხვრელი, ვიდრე ამას გვაძლევს ზღვარი, უკვე დადგენილი ჩვენი დაკვირვებით გამა სხივების ფონზე.
If the early universe had been chaotic or irregular, or if the pressure of matter had been low, one would have expected it to produce many more primordial black holes than the limit already set by our observations of the gamma ray background.
11000.
დროის მოკლე ისტორია: დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე | თავი 7
თუმცა, თუ ადრეული სამყარო ძალიან გლუვი და ერთგვაროვანი იყო მაღალი წნევით, მაშინ შეიძლება აიხსნას პირველადი შავი ხვრელების არარსებობა იმ რაოდენობით, რომელზედაც შესაძლებელია დაკვირვება.
Only if the early universe was very smooth and uniform, with a high pressure, can one explain the absence of observable numbers of primordial black holes.