ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
1181.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამდენად, 1104-1105 წლებში უნდა მომხდარიყო საქართველოს სახელმწიფოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ინსტიტუტების გაერთიანება.
Thus, the uniting of the offices of Chqondideli and mtsignobartukhutsesi, an extremely important development for the Georgian state, must have taken place in 1104-1105.
1182.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ისინი, პირველ რიგში, სპარსეთის სულთანთან მივიდნენ, ხოლო შემდეგ სხვა მუსლიმან მფლობელებსაც ეახლნენ.
In the first place, they went to the shah of Persia, then to the other Muslim rulers as well.
1183.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დიდგორის შერჩევა შეკრების ადგილად განპირობებული იყო იმით, რომ აქედან მტერი ადვილად წამოვიდოდა თბილისზე მცხეთის შემოვლით.
The choosing of Didgori as a mustering point was conditioned by the fact, that it was the place from which the enemy could easily march on Tbilisi, passing round Mtskheta.
1184.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დიდგორის მდებარეობის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა დავით აღმაშენებლის მიერ მისი ბრძოლის ადგილად შერჩევა.
The strategic significance of the place where Didgori is situated was the reason why David the Builder decided to give a battle there.
1185.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
„იქმნა სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე, რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან ეს მთები იძახოდნენო“.
"A fierce battle took place between two mountains so that because of the terrible noise of the armies the mountains resounded".
1186.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
სომეხი ისტორიკოსი წერს: „იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ“.
The Armenian historian writes: "A terrible slaughter of the Turks' troops took place that day and the rivers were filled with bodies and the mountain ravines and all the rocks of mountains were covered with them".
1187.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
საინტერესოა, რომ ბაგრატ მეოთხეს, რომელიც „წარემართა ტფილისად“, წინ შეეგებნენ „ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი და ყოველი ერი ქუეითი დაკაზმული...“
It is interesting that Bagrat IV, who "set out for Tbilisi", was met by "the city elders, courtiers, riders and all the populace on foot, lined up ...".
1188.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
უპირველესად, საჭირო იყო ლაშქრის ორგანიზება.
In the first place, it was necessary to put the organization of the army in order.
1189.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებელმა, მისივე ისტორიკოსის ცნობით, „ყივჩაყნი დააყენა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი “.
According to his historian's account, David the Builder "settled the Kipchaks with their families in suitable places, with them were 40,000 elite soldiers ready for battle".
1190.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი არ ასახელებს ადგილს, რომელზეც ყივჩაყები დასახლდნენ, ისე კი ამბობს, „ადგილთა მათ მარჯუეთა“ დააყენაო დავით აღმაშენებელმა.
David the Builder's historian does not name the place, where the Kipchaks were settled, saying only that David settled them "in suitable places".
1191.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
საფუძვლიანი უნდა იყოს ეს ვარაუდი, რომ ყივჩაყის დასასახლებლად გამოყენებული იყო უმთავრესად ის ადგილები, რომლებიც ჯერ არაბთა, ხოლო შემდეგ თურქ-სელჩუკთ მძლავრობის დროს დაცარიელდა.
It may be assumed that places that had been deserted, first due to the invasion and domination of the Arabs, and later by the Seljuk Turks, were used to settle the Kipchaks.
1192.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
უპირველესად მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ დავით აღმაშენებელი ფეოდალი მეფე.
In the first place, we must take into consideration the fact that David the Builder was a feudal king.
1193.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
„ესევითართა ჭირთაგან შეიწროებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთამე პირნი, და რომელთამე ხელები, და რომელნიმე სრულიად".
"Oppressed by such afflictions, the Turkomans and also merchants from Ganja, Tp'ilisi, and Dmanisi presented themselves before the sultan, and to the whole of Persia, having dyed in black, some their faces, others their hands, others all over".
1194.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამ მარცხის შემდეგ „დარჩენილებმა თურქთა ჯარისაგან დიდი უბედურების გამო შემოიხიეს ტანისამოსი, მიწას იყრიდნენ თავზე და შავად შემოსილნი თავდაუბურავნი ხმამაღლა მოთქვამდნენ, განძაკში თავიანთ სულთანთან მელიქ ტაფარის ძესთან ხმამაღლა ჩიოდნენ და ტიროდნენ თავიანთ დაღუპვას".
After this defeat, "the remaining warriors of the Turkish army, due to this great misfortune, tore their clothes, covered their heads with earth and dressed in black, bare-headed wept loudly, in Gadzaki, before their sultan Melik, the son of Tafar, complained loudly and bemoaned their ruin".
1195.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მაღალგანვითარებულ მეცხოველეობას.
Cattle-breeding was highly-developed and had an important place.
1196.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
საქართველოს ქალაქების ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავათ ვაჭრებს.
Merchants occupied an important place in the life of Georgian towns.
1197.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
მონეტაზე გაქრა მუსლიმური ნიშნები და მისი ადგილი დაიკავა ქრისტიანულმა ემბლემამ - ჯვარმა ან კიდევ ღვთისმშობლის გამოსახულებამ.
Muslim symbols on the coins disappeared, and their place was taken by Christian emblems - the cross, or an image of the Holy Virgin.
1198.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
დავით აღმაშენებელმა განაგრძო ვლაქერნის გამოსახულებიანი მონეტების მოჭრა და მანვე დაუსვა წერტილი ამ ტიპის ფულის შემდგომ წარმოებას.
David the Builder continued minting coins bearing the image of Vlachern, and it was also he, who put an end to the minting of such coins.
1199.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
ბაგრატ მეოთხისა და გიორგი მეორის მონეტებთან შედარებით ვლაქერნის გამოსახულება აქ გაუხეშებულია: დავით აღმაშენებლის მონეტის წონამ დავით კურაპალატის მონეტის წონასთან შედარებით ერთი-ხუთად იკლო.
Compared to the coins of Bagrat IV and Giorgi II, the image of Vlachern appearing on the coins of David the Builder is coarse: the weight of David the Builder's coin, compared to that of David Kuropalates, is five times less.
1200.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ეკონომიკური მდგომარეობა
აღსანიშნავია, რომ მონეტების გაუარესება მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი, მსგავს პროცესებს ადგილი ჰქონდა ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში.
It must be noted that this devaluation of coins was characteristic not only of Georgia, but similar processes were taking place in almost all the countries of the Near East.