ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
12581.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი IX
ეს ნიშნავს იმას, რომ საგულდაგულო პილოტირებაა საჭირო, რომ ინტერვიუს გეგმაში მხოლოდ და მხოლოდ კვლევისთვის აუცილებელი დებულებები შევიდეს.
This means that careful piloting will need to take place in order to include those items, and only those items, that are necessary for the research.
12582.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი IX
პლევისის მოსაზრებით, ცენზურას დაქვემდებარებული მოვლენები და ეპიზოდები (როდესაც ცვეთა მოხდა) უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე - ცენზურაზე დაუქვემდებარებელი. შესაბამისად, საფრთხის მაჩვენებელი, რომელიც ცენზურაზე დაუქვემდებარებელ დაკვირვებებს ეფუძნება, ჩვეულებრივ, ძალიან მაღალი იქნება.
Plewis suggests that censored events and episodes (where attrition has taken place) last longer than uncensored events and episodes, and, hence, hazard rates that are based on uncensored observations will usually be too high.
12583.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
სოციალური მეცნიერების ბევრ მიმართულებაში გამოკითხვების ჩასატარებლად ინტერნეტის გამოყენება უფრო და უფრო გავრცელებულ პრაქტიკად იქცევა.
Using the Internet for the conduct of surveys is becoming commonplace in many branches of social science.
12584.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ რესპონდენტებს არ მოვთხოვოთ ღია კითხვებზე გრძელი პასუხების გაცემა და ასეთი პასუხები დასაჭერი ან აღსანიშნი ღილაკებით ჩავანაცვლოთ, სადაც “მაუსის” დაწკაპუნებით ავტომატურად ჩაჯდება აღნიშვნა.
This is one reason to avoid asking respondents to type in many responses to open-ended questions, and replacing these with radio buttons or clicking on a mouse that automatically inserts a tick into a box.
12585.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• კითხვარის პუნქტის შესრულების ინსტრუქცია იქვე, კითხვასთან უნდა იყოს მოცემული (და არა - ერთად, ყველა ინსტრუქცია კითხვარის დასაწყისში);
• having the instructions for how to complete the item next to the item itself (not all placed together at the start of the questionnaire);
12586.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• გადასვლის ინსტრუქციის პასუხების ბოლო ვარიანტთან განთავსების შემთხვევაში მისი შემჩნევის ალბათობა მეტია, ვიდრე - ჩამონათვალის დასაწყისში.
• Locating the branching instruction next to the final category of a series of answer boxes is a much safer guarantee of it being observed than placing it further up a list.
12587.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• მოქმედების შესრულების ინსტრუქციები განათავსეთ იქ, სადაც ეს ინსტრუქციები უნდა შესრულდეს და არა ყველა ერთად - კითხვარის დასაწყისში.
• Keep instructions for computer actions to be taken at the point where the action is needed, rather than placing them all at the start of the questionnaire.
12588.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• რესპონდენტებს სახლში, ანუ მათ მიერ არჩეულ და ნაცნობ გარემოში შეუძლიათ კითხვარის შევსება (და არა, მაგალითად, სამსახურში).
• Respondents can complete the questionnaire from home (rather than, for example, in the workplace), i.e. in self-chosen and familiar settings.
12589.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
ისინი ამბობენ, რომ ზოგჯერ ღია კითხვების დასმა (მაგალითად, სპეციალობის ჩაწერა) უფრო ეფექტური შეიძლება გამოდგეს, ვიდრე სპეციალობათა გრძელი სიის შეთავაზება, რომელიც უნდა ჩაათვალიეროს რესპონდენტმა და იპოვოს თავისი სპეციალობა, თუმცა ამის გაიოლება სპეციალობების ანბანური წესით დალაგებითაც შეიძლება.
They report that asking respondents for some open-ended responses (e.g. writing their subject specialisms) can be more efficient than having them track down a long list of subjects to find the one that applies to them, though this can be mitigated by placing simple lists in alphabetical order.
12590.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
დაბოლოს, მათ აღმოაჩინეს, რომ პასუხის ჩასაწერი ველის ქვემოთ და არა - გვერდით - ძალიან მოკლე მინიშნების განთავსება ზრდის პასუხების სიხშირეს.
Finally they found that placing very short guides underneath the write-in box rather than at its side increased response rates.
12591.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• გადახარისხებული შერჩევა: ქვეშერჩევის კატეგორიებსა და ტიპებზე დაწესებულია კვოტები (მაგალითად, სქესი, შემოსავალი, სამსახურებრივი მოვალეობები და ა.შ.).
• a screened sample: quotas are placed on the subsample categories and types (e.g. gender, income, job responsibility etc.).
12592.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• მოთმინება: გრძელი ტექსტები: ტექსტის დიდი ნაწილი პირველ გვერდზე განათავსეთ და ყოველ შემდგომ გვერდზე თანდათანობით შეამცირეთ.
• Patience: long texts: place most of the text in the first page, and successively reduce the amount on each subsequent page.
12593.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
მართალია, ზოგიერთმა ამ სტრატეგიამ შეიძლება მკვლევარი დააზარალოს (მაგალითად, პიროვნული და ამოცნობადი დეტალების გამჟღავნება), მაგრამ აქ ძირითადი პრინციპი ასეთია: ინდივიდმა სჯობს დასაწყისიდანვე თქვას მონაწილეობაზე უარი, ვიდრე - კითხვარის შევსების შუა პროცესში.
Of course, some of these strategies could backfire on the researcher (e.g. the disclosure of personal and traceable details), but the principle here is that it is better for the participant not to take part in the first place rather than to drop out during the process.
12594.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• პირადი ინფორმაციის შესახებ კითხვები ინტერნეტ კვლევის დასაწყისში განათავსეთ.
• Place questions for personal information at the beginning of the Internet study.
12595.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• ექსპერიმენტი რამდენიმე ვებგვერდსა და სერვერზე განათავსეთ.
• Place the experiment on several web sites and services.
12596.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
ამ მიდგომებს შეიძლება აკლდეს ტრადიციული ინტერვიუს სპონტანურობა და მრავალფეროვნება, მაგრამ, მათ მიმზიდველობას ანონიმურობა და პირისპირ შეხვედრის არარსებობა ქმნის (თუმცა ინტერვიუს მსვლელობისას ვებკამერების გამოყენებაც შეიძლება).
These approaches may lack the spontaneity and richness of conventional interviews, but they also have the attractions afforded by anonymity and the absence of a face-to-face encounter (though the use of video cameras located above computer screens can also be added to the interview).
12597.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
ლაპლასისთვის და ნიუტონისთვის სამყარო რაციონალური, დეტერმინისტული და საათივით აწყობილი იყო; ეფექტები მიზეზების ფუნქციას წარმოადგენდა, მცირე მიზეზები (მინიმალური საწყისი პირობები) მცირე (მინიმალურ და პროგნოზირებად) ეფექტებს ქმნიდა, ხოლო დიდი მიზეზები (მრავალმდგენელიანი საწყისი პირობები) - დიდ (მრავალმდგენელიან) ეფექტებს.
For Laplace and Newton, the universe was rationalistic, deterministic and of clockwork order; effects were functions of causes, small causes (minimal initial conditions) produced small effects (minimal and predictable) and large causes (multiple initial conditions) produced large (multiple) effects.
12598.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• დეტერმინიზმს არადეტერმინიზმი ანაცვლებს.
• Determinism is replaced by indeterminism.
12599.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
დეტერმინისტული, წრფივი და სტაბილური სისტემები ჩანაცვლებულია „დინამიკური“, ცვალებადი, განვითარებადი სისტემებით და ფენომენების არასწორხაზოვანი ახსნებით.
Deterministic, linear and stable systems are replaced by ‘dynamical’, changing, evolving systems and non-linear explanations of phenomena.
12600.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი X
• უწყვეტობა ჩანაცვლებულია დისკრეტულობით, ტურბულენტობითა და შეუქცევადი ტრანსფორმაციით.
• Continuity is replaced by discontinuity, turbulence and irreversible transformation.