ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
12641.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIII
მაკგოუს მიაჩნია, რომ რაოდენობრივი მეტა-ანალიზი თხრობითი ფორმით წარმოდგენილ ინტუიციას ანაცვლებს ხოლმე, როგორც სხვადასხვა კვლევის გამჭვირვალედ და გასაგებად სინთეზირების საშუალებას. კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს კვლევები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან.
McGaw suggests that quantitative meta-analysis replaces intuition, which is frequently reported narratively, as a means of synthesizing different research studies transparently and explicitly, particularly when they differ very substantially.
12642.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIII
ვინაიდან ეფექტის ზომებზე კეთდება აქცენტი, გაცილებით იოლი ხდება, მიღებული შედეგების საგანმანათლებლო მნიშვნელოვნებაზე გავაკეთოთ კონცენტრირება და სტატისტიკური მნიშვნელოვნების მიხედვით არ ვეცადოთ მათი მნიშვნელობის შეფასებას. საბოლოოდ, სტატისტიკურ მნიშვნელოვნებას შეგვიძლია თავისი ადგილი მივუჩინოთ - ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალ საფრთხეთაგანი, რომელიც შინაგან ვალიდობას შეიძლება დაემუქროს.
Because, with effect sizes, it becomes easier to concentrate on the educational significance of a finding rather than trying to assess its importance by its statistical significance, we may finally see statistical significance kept in its place as just one of many possible threats to internal validity.
12643.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIII
• ცუდად დაგეგმილი კვლევების შედეგები უმაღლესი ხარისხის კვლევების შედეგების გვერდით იკავებენ ადგილს.
• Results from poorly designed studies take their place alongside results from higher quality studies.
12644.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIV
• სწავლების მეთოდები: ტრადიციული მეთოდის აღმოჩენის მეთოდით ჩანაცვლება.
• teaching methods: replacing a traditional method by a discovery method.
12645.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIV
ის „სიტუაციაზე დაფუძნებული სწავლაა“; სწავლა სამუშაო ადგილზე და სამუშაო ადგილის შესახებ.
It is ‘situated learning’; learning in the workplace and about the workplace.
12646.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIV
• თავის მეცნიერულ ხედვას პრივილეგირებულად მიიჩნევს (უარყოფს ობიექტურობას) და აკლია მორიდებულობა.
• It privileges its own view of science (rejecting objectivity) and lacks modesty.
12647.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIV
შედეგების განხილვა წინასწარ შეთანხმებული შეფასების კრიტერიუმის ჭრილში მოხდება.
Discussions on the findings will take place in the light of previously agreed evaluative criteria.
12648.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIV
როგორც აღვნიშნეთ, ეს ძირითადი ჩარჩოა, რომელშიც და რომლის ირგვლივაც განხორციელდება შემთხვევითი და სპონტანური ხასიათის აქტივობის დიდი ნაწილი.
As we stressed, this is a basic framework; much activity of an incidental and possibly ad hoc nature will take place in and around it.
12649.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XIV
იწყება ჯგუფური განხილვა, რადგან საჭიროა მნიშვნელობების დაზუსტება და საკითხებისა და პასუხების თანმიმდევრულ, შეჭიდულ ჯგუფებად გაერთიანება; ამის შემდეგ ვადგენთ პრიორიტეტებს.
A group discussion takes place since a process of clarification of meanings and organizing issues and responses into coherent and cohesive bundles is required which then moves to the identification of priorities.
12650.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
ანალოგიურად, ავტორები აღწერენ კვლევას, რომელშიც ჩოგბურთი ფეხბურთზე ნაკლებ საინტერესოდ იყო მიჩნეული, როდესაც კითხვარში ჯერ ჩოგბურთის ვარიანტი იყო შეთავაზებული და შემდეგ ფეხბურთის და უფრო მეტად საინტერესოდ, როდესაც ჯერ ფეხბურთი იყო დასახელებული და შემდეგ ჩოგბურთი.
Similarly they report a study in which tennis was found to be less exciting than football when the tennis option was presented before the football option, and more exciting when the football option was placed before the tennis option.
12651.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
რანგული რიგის კითხვაში მოცემულია ფაქტორების ჩამონათვალი და რესპონდენტს მათთვის რანგების მინიჭება მოეთხოვება.
In the rank ordering exercise a list of factors is set out and the respondent is required to place them in a rank order.
12652.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
მეტიც, ღია კითხვარის შევსებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე რეიტინგის სკალაზე აღნიშვნების გაკეთებას.
Moreover, to complete an open-ended questionnaire takes much longer than placing a tick in a rating scale response box.
12653.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
ზოგ კითხვარში სიტყვიერად არის მოცემული იმ კითხვის ნომერი, რომელზეც გადამისამართდა რესპონდენტი (მაგალითად, „გადადით კითხვაზე N6“), ზოგში კი სიტყვები ისრით არის ჩანაცვლებული და მიუთითებს შემდეგ კითხვაზე, რომელსაც იმ შემთხვევაში უნდა უპასუხოს რესპონდენტმა, თუ პირველ კითხვას გარკვეული პასუხი გასცა.
Some questionnaires will write in words the number of the question to which to go (e.g. ‘please go to question 6’); others will place an arrow to indicate the next question to be answered if your answer to the first question was such-and-such.
12654.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
ისინი აღნიშნავენ, რომ რესპონდენტები მაშინ უფრო აღიქვამენ განშტოების ინსტრუქციებს, როდესაც ისინი ბოლო ასარჩევ კატეგორიასთან არის მოცემული, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ რესპონდენტები ამ კატეგორიას ირჩევენ.
They report that respondents tend to see branching instructions when they are placed by the last category, particularly if they have chosen that last category.
12655.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
რედლაინისა და მისი კოლეგების აღმოჩენების პრაქტიკული გამოყენება მაშინ იქნება სწორი, თუ ინსტრუქციები იქ განთავსდება, სადაც საჭიროება მოითხოვს და სადაც რესპონდენტი დაინახავს.
The implications of the findings from Redline et al. is that instructions should be placed where they are to be used and where they can be seen.
12656.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
როდესაც გამოკითხული შერჩევა პოპულაციის რეპრეზენტაციულია, ჩვეულებრივია, რომ შერჩევის წევრებს გაუგებრად მიაჩნდეთ მკვლევრის სამეტყველო ენა და ის, რაც მას სრულიად გასაგებად ეჩვენება.
Where the sample being surveyed is representative of the whole adult population, misunderstandings of what researchers take to be clear, unambiguous language are commonplace.
12657.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
რედლაინი და მისი კოლეგები მიუთითებენ, რომ სავარაუდო პასუხების იქვე, კითხვის ტექსტის მარჯვნივ განთავსება, პასუხების მიღების შესაძლებლობას ზრდის (ვიზუალური ლოკაცია), ხოლო მასალის უფრო თვალსაჩინოდ მოწოდება (მაგალითად, გამსხვილებული შრიფტის ან დიდი ასოების გამოყენებით) - მათი შემჩნევის შესაძლებლობას (ხილვადობის საკითხი).
Redline et al. indicate that the placing of the response categories to the immediate right of the text increases the chance of it being answered (the visual location), and making the material more salient (e.g. through emboldening and capitalization) can increase the chances of it being addressed (the visibility issue).
12658.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
რედლაინი და მისი კოლეგები იმასაც აღნიშნავენ, რომ გვერდის ბოლოს განთავსებული კითხვები უფრო ხშირად რჩება უპასუხოდ, ვიდრე გვერდის ზედა ნაწილში მოცემული.
Redline et al. also note that questions placed at the bottom of a page tend to receive more non-response than questions placed further up on the page.
12659.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
რედლაინი და მისი კოლეგები გვირჩევენ, განშტოებების ინსტრუქციები გვერდის ბოლოში არ განვათავსოთ.
Redline et al. suggest that questions with branching instructions should not be placed at the bottom of a page.
12660.
კვლევის მეთოდები განათლებაში | თავი XV
კითხვარი შეგიძლიათ მოათავსოთ ჩემი ინსტიტუტის მთავარი კორპუსის საფოსტო ყუთში, გამოგზავნოთ ფოსტით (მარკიანი და უკანა მისამართიანი კონვერტი თან ერთვის) ან ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.
You may either place it in the collection box at the General Office at my institution or send it by post (stamped addressed envelope enclosed), or by fax or email attachment.