ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
13641.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
– ჩვენ ყოველ ბავშვს ვაცმევთ ფეხსაცმელს, რათა კავშირი დავამყაროთ, რაც ჩვენი ბრენდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
We place the shoes on each child’s feet so that we can establish a connection, which is such an important part of our brand.
13642.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
2007 წლის ნოემბერში თომსის 40 მუშაკი და მოხალისე გაემართა ფეხსაცმელების უფასოდ დარიგების მესამე მისიაზე სამხრეთ აფრიკაში, რათა შეემოსა 50,000-ზე მეტი ბავშვი.
In November 2007, 40 TOMS employees and volunteers embarked on the third Shoe Drop, travelling to South Africa to place shoes on the feet of 50,000 more children.
13643.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვებგვერდები – „მე მძულს“ და „ნერვებს მიშლის“ უკვე ხშირად იქმნება.
“I hate” and “sucks” sites are becoming almost commonplace.
13644.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
იუტუბზე ერთი თვის განმავლობაში ვიდეოს ტრიალის შემდეგ ეფლმა მაიკლ უიტფორდს ბოლოს და ბოლოს შეუცვალა ლეპტოპი.
And within a month of the YouTube video, Apple fessed up to its misdeeds and replaced Michael Whitford’s laptop.
13645.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამ და მომდევნო სამ თავში თქვენ გაეცნობით მარკეტინგის გარემოს და როგორ აფასებენ კომპანიები მარკეტინგს, რათა უკეთ ესმოდეთ ბაზრისა და მომხმარებლების.
In this chapter and the next three chapters, you’ll examine the environments of marketing and how companies analyze these environments to better understand the marketplace and consumers.
13646.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
წინამდებარე თავში ჩვენ გავაგრძელებთ ძიებას, თუ როგორ ახერხებენ მარკეტოლოგები მომხმარებლებისა და სავაჭრო სივრცის გაცნობას.
In this chapter, we continue our exploration of how marketers gain insights into consumers and the marketplace.
13647.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ასევე მიმოვიხილავთ, როგორ აწარმოებენ კომპანიები ინფორმაციის შეგროვებასა და მართვას ბაზრის ისეთ ელემენტებზე, როგორიცაა: მყიდველი, კონკურენტი, პროდუქტი და მარკეტინგული პროგრამა.
We look at how companies develop and manage information about important marketplace elements: customers, competitors, products, and marketing programs.
13648.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დღევანდელ ბაზარზე წარმატების მისაღწევად კომპანია დიდი მოცულობის მარკეტინგული ინფორმაციის ეფექტური მართვის მეთოდებს უნდა ფლობდეს და შეეძლოს მყიდველთა მოთხოვნილებებისა და სურვილების მაქსიმალურად დაკმაყოფილება.
To succeed in today’s marketplace, companies must know how to turn mountains of marketing information into fresh customer insights that will help them deliver greater value to customers.
13649.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კომპანიებს ასევე სჭირდებათ დიდი რაოდენობის ინფორმაცია კონკურენტების, გადამყიდველების და სხვა ბიზნესსუბიექტებისა და ბაზრის მამოძრავებელი ძალების შესახებ.
Companies also need an abundance of information on competitors, resellers, and other actors and marketplace forces.
13650.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მარკეტინგის მენეჯერები ხშირად ინფორმაციის ნაკლებობას კი არა, მონაცემების სიჭარბეს უჩივიან.
Far from lacking information, most marketing managers are overloaded with data and often overwhelmed by it.
13651.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მიუხედავად მონაცემების ასეთი სიჭარბისა, მარკეტინგის მენეჯერები ხშირად ჩივიან, რომ ისინი საჭირო ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან.
Despite this data glut, marketers frequently complain that they lack enough information of the right kind.
13652.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
კონკურენტული მარკეტინგული დაზვერვა გულისხმობს მომხმარებლების, კონკურენტებისა და სავაჭრო სივრცეში არსებული აქტივობების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის სისტემატურ მოგროვებასა და ანალიზს.
Competitive marketing intelligence is the systematic collection and analysis of publicly available information about consumers, competitors, and developments in the marketplace.
13653.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
დღესდღეობით სულ უფრო მეტი და მეტი კომპანია აწარმოებს ბაზარზე არსებული მოვლენების თვალთვალს და თავიანთი კონკურენტების ჯაშუშობას.
More and more companies are now busily eavesdropping on the marketplace and snooping on their competitors.
13654.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
გარდა ამისა, მრავალი კონკურენტი კომპანია ზღვა ინფორმაციას ათავსებს თავის ვებგვერდზე.
Moreover, most competitors now place volumes of information on their Web sites.
13655.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მომხმარებლის, კონკურენტებისა და სავაჭრო სივრცის შესახებ მარკეტინგული დაზვერვით მიღებული ინფორმაციის გარდა, მარკეტოლოგებს ხშირად გარკვეული სიტუაციების ფორმალური შესწავლა სჭირდებათ, რათა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ იმის შესახებ, რას ფიქრობენ მომხმარებლები ამა თუ იმ კონკრეტული მარკეტინგული სიტუაციისა თუ გადაწყვეტილების შესახებ.
In addition to marketing intelligence information about general consumer, competitor, and marketplace happenings, marketers often need formal studies that provide customer and market insights for specific marketing situations and decisions.
13656.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ენერგოელემენტებით გაჯერებული წყლების ახალი ხაზი, რომელიც კომპანია გლეისოს ვიტამინ ვოთერის მსგავსია, შესაძლოა დაეხმაროს რედ ბულს, კიდევ უფრო გააწონასწოროს მისი ძლიერი ბრენდის პოზიცია.
A new line of enhanced waters—akin to Glacéau’s VitaminWater—might help Red Bull leverage its strong brand position even further.
13657.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, რედ ბული ვერ მიაგნებს მონაცემებს მომხმარებელთა რეაქციის შესახებ ახალ ენერგოსასმელზე, რომელიც მას ჯერ არ გამოუშვია ბაზარზე.
For example, Red Bull will not find existing information about consumer reactions about a new enhancedwater line that it has not yet placed on the market.
13658.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ფოკუს-ჯგუფის კვლევას არ სჭირდება დიდი დანახარჯები და მისი ადმინისტრირება არ არის რთული, მას აკლია უფრო მეტად პირადი ურთიერთობის რეალური დინამიკა.
Although low in cost and easy to administer, online focus groups can lack the real-world dynamics of more personal approaches.
13659.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
მაგალითად, შევხედოთ დისნეი მედია ნეთვორკის ახალ ლაბორატორიას, რომელიც მომხმარებელთა კვლევის მიზნით შეიქმნა ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში: შავი პალტოში შემოსილი ტექნიკოსი საშუალო ასაკის მამაკაცს მიაშტერდა, რომელიც დისნეის ახალ საიდუმლო კვლევით განყოფილებაში იჯდა და თვალის მოძრაობის საზომი სათვალე ეკეთა.
For example, consider Disney Media Networks’ new consumer research lab in Austin, Texas:23 A technician in a black lab coat gazed at the short, middle-aged man seated inside Disney’s secretive new research facility, his face shrouded with eye-tracking goggles.
13660.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 4. მარკეტინგული ინფორმაციის მართვა მყიდველის შესაცნობად
ტექნიკოსმა მას ისე დამამშვიდებლად უთხრა, როგორც ექთანი ეუბნება ავადმყოფს ვენიდან სისხლის აღებამდე: „წაიკითხეთ სტატიები ი-ეს-პი-ენის გვერდზე ამ ბლექბერის მობილურ ტელეფონზე“.
“Read ESPN.com on that BlackBerry,” she told him soothingly, like a nurse about to draw blood.