ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
121.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ანალიზური ქიმია
მოლური თანაფარდობა: ტიტანი - გლიკოს მჟავა არის 1:2 (pH 4,0); ტიტანი - ვაშლის, რძის, ტრიოქსიდურის - 1:1 როგორც მჟავა, ისე ტუტე არეში.
Molar ratio of titanium hydrooxy acids in the complexes is expressed in the following way: glycolic acid 1:2 at pH 4,0; lactic acid 1:1 at pH 5,3 and at pH 10,3; malic acid 1:1 at pH 3,5 and at pH 9,3; trioxyglutaric acid 1:1 at pH 4,5.
122.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ბიოქიმია
აუტოვენის გადანერგვა შარდსაწვეთში თეორიულად უნდა ჩაითვალოს გამართლებულად, რომლის დროსაც ვენის შეხორცება შარდსაწვეთთან წარიმართება ყოველგვარი იმუნოლოგიური კონფლიქტების გარეშე.
Transplantation of an autovein into the erether should theoretically be considered justified during which healing of the vein to the urether takes place without any immunological conflicts.
123.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გენეტიკა და სელექცია
ხელოვნურად დამტვერილ ყვავილებში კვერცხუჯრედისა და ცენტრალური ბირთვის განაყოფიერება შეიმჩნევა დინგზე მტვრის დაყრიდან 36 – 40 საათის შემდეგ.
In the case of artificial pollination double-fertilization is noticed to take place after 36 – 40 hours.
124.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, გეოლოგია
აღმოსავლეთ საქართველოს შესასწავლი რაიონები ქვედა იურულ პერიოდში წარმოადგენდნენ ქვიშა-თიხიანი ნალექების დალექვის არეს.
The eastern Georgian regions under consideration in the Lower Jurassic period constituted an area of sedimentation of sandy-argillaceous deposits.
125.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ქოლესტერინის მატება ძირითადად მოდის თავისუფალი ქოლესტერინის ხარჯზე.
The increase of cholesterol contents mainly takes place owing to free cholesterol.
126.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მედიცინა
ფაქტობრივი მასალა გვიჩვენებს, რომ ამინაზინის, ადრენალინის, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის, ტესტოსტერონისა და ესტრონის მოქმედების დროს ორგანიზმში ადგილი აქვს ფიზიკურ-ქიმიური პროცესების მნიშვნელოვან ძვრებს მოლეკულურ და სუბმოლეკულურ დონეზე.
Factual material shows that during the action of aminazine, adrenaline, adrenocorticotropic hormone, testosterone and estrone significant changes of physico-chemical processes take place in the organism at the molecular and submolecular level.
127.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია მიტოზური კოეფიციენტისა (მკ) და ბირთვთა კვდომის კოეფიციენტის (კკ) დღე-ღამური მერყეობა რეგენერაციის პროცესში მყოფი ვირთაგვების კუჭქვეშა ჯირკვლის აცინოზურ უჯრედებში ნაწილობრივ პანკრეოქტომიიდან 6 და 12 საათის, 1, 2, 3, 5, 15, 30, 90 და 180 დღის შემდეგ დღე-ღამის განმავლობაში, თუმცა მკ და კკ ცვლილებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ მათი მომატება ხდება დაკვირვების ერთსა და იმავე ვადაზე.
A study has been made of the daily variation of the mitotic coefficient and the coefficient of nucleus necrosis in the acinous cells of the pancreas in rats during the regenerative process within 6 to 12 hours, as well as 1, 2, 3, 5, 15, 30, 90 and 180 days after partial pancreatomy (at 1, 5, 9 a.m. and 1, 5, 9 p.m.). Though there is no coincidence between daily variations of the mitotic coefficient and the coefficient of nucleus necrosis, their increase takes place at one and the same time of observation.
128.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ორგანული ქიმია
გალანტინსა და დიჰიდროგალანტინს არ ახასიათებს არითმიის საწინააღმდეგო მოქმედება.
Galanthine and dihydrogalanthine lack anti-arrhythmic action.
129.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ფარმაკოქიმია
აფხაზური ხარისძირას გლიკოზიდების ჯამიდან მიღებულია ნივთიერება F, რაც სტეროიდულ შენაერთს წარმოადგენს, არ შეიცავს საგულე გლიკოზიდებისათვის დამახასიათებელ ხუთწევრიან ან ექვსწევრიან უნაჯერო ლაქტონის ბირთვს, მაგრამ ამჟღავნებს საგულე გლიკოზიდებისათვის სპეციფიკურ მაღალ ბიოლოგიურ აქტივობას.
The substance F, which is a steroid compound, has been isolated from the sum of the bear’s-foot glycosides. It does not contain unsaturated lactone rings characteristic of the heart glycosides, but manifests high biological activity specific of heart glycosides.
130.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ფიზიკა
გამდნარი მეტალის გადაადგილება GaAs-ის მოცულობაში მუდმივი ელექტრული დენის გავლენით.
The action of d. c. current on the displacement of melted metal in the bulk of GaAs.
131.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ფიზიკა
გამოკვლეულია დიდი სიმკვრივის მუდმივი ელექტრული დენის მოქმედებით ფაზების გამყოფი საზღვრის გადაადგილების პროცესი სისტემაში: მყარი GaAs - გამდნარი მეტალი.
The action of high-density d. c. current on the process of displacement of the phase interface of solid GaAs – liquid metal has been investigated.
132.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ფიზიკა
გამოთქმულია აზრი, რომ გამდნარი მეტალის ფაზის გადაადგილების პროცესი GaAs-ის მოცულობაში ძირითადად განპირობებულია პელტიეს ეფექტით.
It has been found that the displacement process of melted metal phase in the bulk of GaAs is mainly due to the Peltier effect.
133.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ფიზიკური გეოგრაფია
ბზიფის კარსტული მასივის მიწისქვეშა წყლების განტვირთვა მჭიშთასა და ჯირხვას უხვდებიტიანი წყაროებით ხდება.
Outflow of the subsurface karst waters of the Bzyb karst massif takes place through the high discharge springs of the Mchishta and the Jirkhva.
134.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ფიზიკური ქიმია
კაპროლაქტამის წყალხსნარის გაწმენდა სორბენტებით.
Purification of aqueous solution of caprolactam with the aid of sorbents.
135.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ფიზიკური ქიმია
კაპროლაქტამის წყალხსნარის ორგანული მინარევებისაგან გასაწმენდად უფრო პერსპექტიულია გააქტივებული ნახშირი (БАУ).
To purify a caprolactam aqueous solution from organic mixtures it is more advantageous to use the activated carbon БАУ.
136.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 60, ფიზიკური ქიმია
ერთი მოცულობა ადსორბენტი წმენდს ათი მოცულობის კაპროლაქტამის წყალხსნარს (გაწმენდის ხარისხი 70%) და საგრძნობლად აუმჯობესებს მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს.
One part of the adsorbent purifies 10 parts of caprolactam (purification degree, 70%) and considerably improves its physico-chemical properties.
137.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ შარდოვანას 2%-იან ხსნარში 60 წუთი ინკუბაციის შემდეგ ბაყაყის მუცლის სწორი კუნთის აგზნებადობა იკარგება უკუქცევადად.
It is shown that after 60 min incubation in 2% solution of urea there takes place an inverse loss of excitability of m. rectus abdominalis of the frog.
138.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, გეოლოგია
შუაალბური და ზედაალბური კომპლექსების გამოყოფა ძირულის მასივის აღმოსავლეთ პერიფერიაზე საშუალებას გვაძლევს ეს ნალექები ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ, რაც აქამდე არ ხერხდებოდა ამონიტური ფაუნის უქონლობის გამო.
The distinction of the Middle and Upper Albian complexes in the eastern periphery of the Dzirula massif allows to delimit these strata, which was hitherto impossible for lack of ammonitic fauna.
139.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ელექტროქიმია
მოდელურ ელექტროდებზე ცდებით დამტკიცებულია, რომ ომური ძაბვის ექსპერიმენტული სიდიდე არ შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას აქტიური და პასიური ადგილების შესახებ.
It has been established by modelled electrode tests that the experimental magnitude of ohmic voltage drop does not contain information about the active and passive places.
140.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ექსპერიმენტული მედიცინა
ორსულობის მეორე ნახევრისა და ვადაგადაცილებული მშობიარობის დღე-ღამის შარდში შესწავლილია სუმარული ესტროგენებისა და 17-KS შემცველობა, აგრეთვე გამოკვლეულია პლაცენტის ჰიალურონიდაზის აქტივობა.
The total content of estrogens and 17-KS in the diurnal urine, as well as the activity of the placentate hyaluronidase in the second half of pregnancy and in the delaying of pregnancy, has been studied.