ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
15641.
ველურ გარემოში | თავი 10
სოციალური დაზღვევის ნომერი გადამოწმების შემდეგ ნამდვილი აღმოჩნდა და მაკ-კენდლესის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ჩრდილოეთ ვირჯინიას მიუთითებდა.
The Social Security number turned out to be genuine and placed McCandless’s permanent residence in northern Virginia.
15642.
ველურ გარემოში | თავი 11
ასეთ დროს ჩნდება დაუოკებელი სურვილი, თავი მიუძღვნა რაღაც აბსოლუტურ იდეალს – სიცოცხლეს ან ჭეშმარიტებას ან სილამაზეს – მას დაემორჩილო და არა ადამიანების მიერ დაწესებულ და ახლა უარყოფილ წესებს.
At such a time you felt the need of committing yourself to something absolute—life or truth or beauty—of being ruled by it in place of the man-made rules that had been discarded.
15643.
ველურ გარემოში | თავი 11
დიდი „შევროლე“ და თეთრი „კადილაკი“ სახლის წინ დგას, გარაჟში გულდასმით აღდგენილი 69 წლის „კორვეტი“ ისვენებს, ხოლო დოკთან ღუზაზე დგას ათი მეტრის სიგრძის სასეირნოდ განკუთვნილი კატამარანი.
A big Chevy Suburban and a white Cadillac are parked out front, a painstakingly restored ’69 Corvette sits in the garage, a thirty-foot cruising catamaran is moored at the dock.
15644.
ველურ გარემოში | თავი 11
1978 წლიდან მოყოლებული, როდესაც დედამიწის გარშემო ორბიტაზე გაუშვეს პირველი SAR-ით აღჭურვილი ხელოვნური თანამგზავრი, შეასატ-ი.
SAR has been a component of high-profile space missions since 1978, when the first SAR-equipped satellite, Seasat, was placed into orbit around the earth.
15645.
ველურ გარემოში | თავი 11
სკოლაში სწავლის მესამე წლის დასრულების შემდეგ ჩატარებულ ტესტირებაზე მაღალი ქულები მიიღო, რის გამოც კრისი იმ მოსწავლეების ჯგუფში გადაიყვანეს, რომლებიც დაჩქარებული პროგრამით სწავლობდნენ.
In the third grade, after receiving a high score on a standardized achievement test, Chris was placed in an accelerated program for gifted students.
15646.
ველურ გარემოში | თავი 11
– ქალაქიდან დიდი კადილაკებით ჩამოდიოდნენ ნადირობის მოსურნენი და მამას ისინი ტყეში აშენებულ მონადირეების ქოხში მიჰყავდა.
- Men from the city would drive up in their big Cadillacs, and my dad would take them out to his hunting camp for a week to get a trophy.
15647.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისმა მემკვიდრეობით მიიღო ბილის ანგელოზისებრი ნაკვთები, განსაკუთრებით მისი თვალები, შავი უფსკრულები, რომლებშიც ასე კარგად ჩანდა ნებისმიერი გრძნობა.
Chris inherited Billie’s angelic features, most notably her eyes, the black depths of which betrayed his every emotion.
15648.
ველურ გარემოში | თავი 11
მას სურდა შორეული, მომაკვდინებელი გზებით გვერბინა, სამშენებლო კომპანიებისა და ფერმერების კუთვნილ მიწებზე, სადაც შესვლა აკრძალულია, და განზრახ ცდილობდა გზა აგვბნეოდა.
He would lead us on long, killer runs through places like farmers’ fields and construction sites, places we weren’t supposed to be, and intentionally try to get us lost.
15649.
ველურ გარემოში | თავი 11
შავკანიანი ვარ და ვერასოდეს ვხვდებოდი, რატომ ანიჭებენ ადამიანები რასას ასეთ დიდ მნიშვნელობას.
I’m black, and I could never figure out why everyone made such a big deal about race.
15650.
ველურ გარემოში | თავი 11
მომდევნო რამდენიმე საათი ყველაზე საზიზღარ ადგილებში დავდიოდით, ველაპარაკებოდით სუტენიორებს, ქურდებსა და არამზადებს.
We spent the next few hours hanging out in creepy places, talking with pimps and hookers and lowlife.
15651.
ველურ გარემოში | თავი 11
როდესაც სასურველი მომავალი, როგორც იქნა, დადგა, თავიანთი მოკრძალებული სიმდიდრის არ რცხვენოდათ, ხარისხიანი სამოსი შეიძინეს, ბილისთვის მცირე რაოდენობით ძვირფასეულობა, კადილაკი.
When the future finally arrived, they didn’t flaunt their modest wealth, but they bought nice clothes, some jewelry for Billie, a Cadillac.
15652.
ველურ გარემოში | თავი 12
ყმაწვილების უმრავლესობის დარად და უფრო მეტადაც, ის ყველაფერს შავ-თეთრად ხედავდა.
More even than most teens, he tended to see things in black and white.
15653.
ველურ გარემოში | თავი 12
მაგრამ იმ მცირე ხანშიც კი გააოგნა გარემომცველი ბუნების სიდიადემ, მყინვარების ეფემერულმა ხედებმა, სუბარქტიკული ცის გამჭვირვალობამ.
But he had been smitten by the vastness of the land, by the ghostly hue of the glaciers, by the pellucid subarctic sky.
15654.
ველურ გარემოში | თავი 13
მაგრამ როდესაც მაქსი, კარინის თვრამეტი თვის როტვეილერი მის ტერიტორიაზე იჭრება, პატარა ავადმყოფი ბაკლი დიდ დაუპატიჟებელ სტუმარს დაუფიქრებლად ხვდება ხმამაღალი ყეფით და კბენს, რის შემდეგაც 65-კილოგრამიანი ცხოველი უკანმოუხედავად გარბის.
When Max, Carine’s eighteen-monthold Rottweiler, intrudes on Buckley’s turf, however, the ailing little dog thinks nothing of confronting the much bigger animal with a loud bark and a flurry of well-placed nips, sending the 130-pound beast scurrying for safety.
15655.
ველურ გარემოში | თავი 3
უესტერბერგი უაღრესად მოძრავი მამაკაცია ღონიერი მკლავებითა და წვეტიანი შავი წვერით, მას ერთი სასილოსე კართეიჯში აქვს და მეორე – ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ყოველ ზაფხულს იმ კომბაინების ბრიგადირია, რომლებითაც მოსავალს იღებენ ნათესებზე ტეხასის ჩრდილოეთიდან კანადის საზღვრებამდე.
Westerberg, a hyperkinetic man with thick shoulders and a black goatee, owns a grain elevator in Carthage and another one a few miles out of town but spends every summer running a custom combine crew that follows the harvest from Texas north to the Canadian border.
15656.
ველურ გარემოში | თავი 3
თუმცა სახეს იმავდროულად უცნაური მოქნილობა ახასიათებდა: მოდუნებულსა და უსიცოცხლოს, მოულოდნელად ფართო ღიმილი აცისკროვნებდა, რომელიც ალექსის ცხენივით ფართო კბილებს აჩენდა.
His face had a strange elasticity: It would be slack and expressionless one minute, only to twist suddenly into a gaping, oversize grin that distorted his features and exposed a mouthful of horsy teeth.
15657.
ველურ გარემოში | თავი 3
ამ ადგილის შესახებ გაგონილი ჰქონდა „rubber tramps“-ებისგან (ანუ მაწანწალებისგან, რომლებსაც საკუთარი მანქანა ჰყავდათ; მათგან განსხვავებით, „leather tramps“-ები გადაადგილდებოდნენ გამვლელი მანქანებით ან ფეხით).
A place he’d heard about from some “rubber tramps” (i.e., vagabonds who owned a vehicle; as distinguished from “leather tramps,” who lacked personal transportation and were thus forced to hitchhike or walk).
15658.
ველურ გარემოში | თავი 3
უესტერბერგმა დაიწყო „შავი ყუთების“ დამზადება და გაყიდვა, რომლებიც თანამგზავრზე გადაცემულ სიგნალს იჭერდა და მომხმარებელს კოდირებული საკაბელო გადაცემების მიღების საშუალებას აძლევდა სააბონენტოს გადახდის გარეშე.
Westerberg had been drawn into a scheme to build and sell “black boxes,” which illegally unscramble satellite-television transmissions, allowing people to watch encrypted cable programming without paying for it.
15659.
ველურ გარემოში | თავი 5
დასახლება, რომელსაც აშკარად გამოკვეთილი ცენტრი არ აქვს, მდინარე კოლორადოს ნაპირის გასწვრივ ცამეტ-თოთხმეტ კილომეტრზე გადაჭიმული უბნებისა და პროსპექტების უწესრიგო კონგლომერატია, მოპირდაპირე მხარეს ნევადის ქალაქ ლაფლინის ძვირად ღირებული სასტუმროები და კაზინოებია აღმართული.
Lacking a discernible center, the town exists as a haphazard sprawl of subdivisions and strip malls stretching for eight or nine miles along the banks of the Colorado, directly across the river from the high-rise hotels and casinos of Laughlin, Nevada.
15660.
ველურ გარემოში | თავი 5
ასეა თუ ისე, ბულჰიდში მაკ-კენდლესი ორ თვეს დარჩა – შესაძლოა, ატლანტიდან ალასკამდე მოგზაურობის პერიოდში ეს არის ერთ ადგილზე ყოფნის მისეული რეკორდი, თუ არ ჩავთვლით სტემპიდის ბილიკზე მიტოვებულ ავტობუსში ცხოვრებას.
In any case, when he arrived in Bullhead City, McCandless stopped moving for more than two months—probably the longest he stayed in one place from the time he left Atlanta until he went to Alaska and moved into the abandoned bus on the Stampede Trail.