ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
15801.
ბიოლოგია | თავი XXXIV
პლაცენტარულები ემბრიონულ განვითარებას საშვილოსნოში ამთავრებენ. მათ დედასთან პლაცენტა აერთიანებთ.
Young eutherians complete their embryonic development within the uterus, joined to their mother by the placenta.
15802.
ბიოლოგია | თავი XXXIV
პლაცენტა დედასა და მის განვითარებად შვილს შორის პირადულ და ხანგრძლივ კავშირს უზრუნველყოფს.
The eutherian placenta provides an intimate and long-lasting association between the mother and her developing young.
15803.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ჰომოს ანუ ჩვენი გვარის ადრეული ნამარხები (პალეოანთროპოლოგების დასკვნით) არის Homo habilis-ის ნამარხები.
The earliest fossils that paleoanthropologists place in our genus, Homo, are those of the species Homo habilis.
15804.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
კვერცხუჯრედისა და სპერმის კავშირი (განაყოფიერება) მიმდინარეობს ბუტკოს თითოეულ თესლკვირტში.
Union of egg and sperm (fertilization) takes place within each ovule in the ovary.
15805.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
პირველი უჯრედოვანი მოვლენა, რომელიც გამეტის შერწყმის შემდეგ ხდება, კვერცხის ციტოპლაზმის კალციუმის დონეების ზრდაში გამოიხატება. იგივე ხდება ცხოველების გამეტის შერწყმისას.
The first cellular event that takes place after gamete fusion is an increase in the cytoplasmic calcium (Ca2+) levels of the egg, as also occurs during animal gamete fusion.
15806.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სხვა ეუდიკოტებში (მათ შორის ლობიოს მარცვლები), ენდოსპერმის საკვები ნივთიერებების რეზერვი მთლიანად ლებნებს გადაეცემა მანამ, ვიდრე თესლი ზრდას დაასრულებს; შესაბამისად, მომწიფებულ თესლს აკლია ენდოსპერმი.
In other eudicots (including bean seeds), the food reserves of the endosperm are completely exported to the cotyledons before the seed completes its development; consequently, the mature seed lacks endosperm.
15807.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თესლის მსვენებარე მდგომარეობის ფაზა იმის საშუალებას იძლევა, რომ მისი აღმოცენება ნერგისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელ დროსა და ადგილას მოხდება.
Seed dormancy increases the chances that germination will occur at a time and place most advantageous to the seedling.
15808.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ხსენებული მეთოდის საშუალებით წარმატებით მივიღეთ კარტოფილისა და მისი ველური მონათესავე ჯიშის, შავი ბელადობას ჰიბრიდი.
One success of this method is a hybrid between a potato and a wild relative called black nightshade.
15809.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ექსპერტთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ საკვების დეფიციტს საკვები პროდუქტების ნაკლებობა კი არა, არამედ არაადეკვატური გადანაწილება იწვევს: ღარიბ მოსახლეობას უბრალოდ საშუალება არ აქვს, საკვები პროდუქტები შეიძინოს.
Some argue that food shortages arise not from a lack of food production but from inequities in distribution: The dire poor simply cannot afford food.
15810.
ბიოლოგია | თავი XLII
დიფუზია რამდენიმე მმ-ზე უფრო დიდ მანძილზე არაეფექტურია, რამდენადაც დრო, რომელიც ნივთიერებას ერთი ადგილიდან მეორეზე დიფუზიისთვის სჭირდება დისტანციის კვადრატის პროპორციულია.
Diffusion is inefficient over distances of more than a few millimetres, because the time it takes for a substance to diffuse from one place to another is proportional to the square of the distance.
15811.
ბიოლოგია | თავი XLII
უფრო მეტიც, რამდენადაც ამ შემთხვევაში ძარღვების ფართო სისტემა არ მოიპოვება, ღია სისტემებს აშენებისა და შენახვისთვის ნაკლები ენერგიის ხარჯვა უწევთ.
Furthermore, because they lack an extensive system of blood vessels, open systems require less energy to build and maintain.
15812.
ბიოლოგია | თავი XLII
გულის ზოგი კუნთოვანი უჯრედი თვითაგზნების უნარით ხასიათდება, რაც ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც ისინი გულიდან მოსცილდება და ქსოვილის კულტურაში გადაიტანება ნერვული სისტემიდან მოსული სიგნალების გარეშე, ინარჩუნებს შეკუმშვის უნარს.
Some cardiac muscle cells are self-excitable, meaning they contract without any signal from the nervous system, even if removed from the heart and placed in tissue culture.
15813.
ბიოლოგია | თავი XLII
კაპილარებს ორი გარეთა შრე არა აქვთ და მათი თხელი კედელი მარტო ბაზალური მემბრანისა და ენდოთელიუმისგან შედგება.
Capillaries lack the two outer layers, and their very thin walls consist only of endothelium and its basement membrane.
15814.
ბიოლოგია | თავი XLII
როდესაც მაჯაზე ხელის დადებით პულსს ისინჯავთ, ყოველ გულისცემაზე არტერიის კედლის შერხევას გრძნობთ.
When you take your pulse by placing your fingers on your wrist, you can feel an artery bulge with each heartbeat.
15815.
ბიოლოგია | თავი XLII
როგორც თქვენ წაიკითხეთ, ნივთიერებათა მიმოცვლა სისხლსა და უჯრედშორის ქსოვილს შორის კაპილარების თხელი ენდოთელიუმის კედლის საშუალებით ხორციელდება.
As you have read, the exchange of substances between the blood and the interstitial fluid takes place across the thin endothelial walls of the capillaries.
15816.
ბიოლოგია | თავი XLII
ძუძუმწოვართა ერითროციტებს ბირთვი არ აქვთ, ეს თვისება მათში რკინის შემცველი ცილის – ჰემოგლობინისთვის, რომელიც ჟანგბადის ტრანსპორტის ფუნქციას ასრულებს, კიდევ უფრო დიდ სივრცეს ტოვებს.
Mammalian erythrocytes lack nuclei, an unusual characteristic that leaves more space in these tiny cells for hemoglobin, the iron-containing protein that transports oxygen.
15817.
ბიოლოგია | თავი XLII
ერითროციტებს არ აქვთ მიტოქონდრიები და ატფ-ს ანაერობული მეტაბოლიზმით წარმოქმნიან.
Erythrocytes also lack mitochondria and generate their ATP exclusively by anaerobic metabolism.
15818.
ბიოლოგია | თავი XLII
ღეროვანი უჯრედები და უჯრედული ელემენტებით ჩანაცვლება.
Stem Cells and the Replacement of Cellular Elements.
15819.
ბიოლოგია | თავი XLII
სისხლის უჯრედული ელემენტები (ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები) ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში მუდმივად იცვლებიან.
The cellular elements of blood (erythrocytes, leukocytes, and platelets) wear out and are replaced constantly throughout a person's life.
15820.
ბიოლოგია | თავი XLII
არაგენეტიკური ფაქტორები, რომლებიც გულსისხლძარღვთა პრობლემების რისკს ზრდის, არის მოწევა, ვარჯიშის სიმცირე, საკვებ რაციონში ცხოველური ცხიმის სიჭარბე და სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე.
Nongenetic factors that increase the risk of cardiovascular problems include smoking, lack of exercise, a diet rich in animal fat, and high concentrations of cholesterol in the blood.