მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67641.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ძუძუზე ხელს უთათუნებდა და ძილმორეულ თვალებს უჭუტავდა.
Its little hand felt her breast as it half-closed her sleepy eyes.
67642.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
სინამდვილეში ესეც მწარე ხუმრობა ყოფილა და მეტი არაფერი.
In reality all this was merely a malicious joke.
67643.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ღმერთებმა გაამასხარავეს თინა, ის კი, თავისი სიკერპის გამო, იქამდე ვერ მიხვდა ამას, სანამ შვილის სისხლი არ შეაშხეფეს სახეში.
The gods had mocked Tina, who in her obstinacy had failed to understand them until her son's blood spurted into her face.
67644.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
პატარა უხეიროს სიკვდილმა საბოლოოდ გამოაფხიზლა და დაარწმუნა, მთელი მისი ცხოვრება მისივე ოცნების ნაყოფი იყო.
Little Ukheiro's death finally sobered Tina, convincing her that all her life had been the result of her own dream.
67645.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ვერც დროის დინებას გაუძლებდა და ვერც ამინდთა მონაცვლეობას.
It would be incapable of withstanding the passage of time or the changes of the weather.
67646.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ტყუილად ელოლიავებოდა თურმე ამ ნაყოფს, რომლის მოსაწევადაც ამდენი შრომა და მოთმინება დასჭირდა.
She had apparently nurtured in vain the fruit which needed so much toil and patience to produce.
67647.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და რომელიც, ბოლოს და ბოლოს, მაინც გამოიბა მისი სიჯიუტისა და მოთმინების ხემ.
And which the tree of her stubbornness and patience had finally brought forth.
67648.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რათა ქარის პირველსავე წამოქროლებაზე მთელი ქალაქის თვალწინ, ქვაფენილზე დაენარცხებინა და გაესრისა.
Only for the first gust of wind to crash down and squash on the pavement, for the whole city to see.
67649.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ერთხელ მაინც დაეჭვებულიყო, რატომ სწყალობდნენ ღმერთები ასე, რატომ უსრულებდნენ ყველაფერს, რაც კი ჩაეთქვა და მოესურვებინა?
Did she never once doubt why the gods had so graciously granted everything she had expressed a wish for?
67650.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
განა არ ჰქონდა დაეჭვების საფუძველი? ჰქონდა, როგორ არ ჰქონდა.
Didn't she have reasons for doubt? Of course she did.
67651.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რამდენჯერ შერჩენია ხელში ტაროს მაგივრად ფუჩეჩი.
How many times had she held in her hand an empty husk instead of a corn cob?
67652.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ბედნიერებასაც ბევრჯერ მოუღიტინებია გულის კოვზზე ფუნჩულა თათი, ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ.
Happiness had often, very often, tickled her neck with its chubby paw, often, very often.
67653.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ როცა თვითონაც წასტანებია ამ ფუნჩულა თათს, ხელში სიცარიელე შერჩენია.
But every time she reached out for that chubby paw, she found her hand empty.
67654.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ თინას მაშინ ის უფრო ადარდებდა, სხვებსაც არ შეემჩნიათ მისი გაწბილება.
But at the time Tina was more worried that others might notice her disappointment.
67655.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
წამით გაირინდებოდა ხოლმე ხარხარის მოლოდინში.
She would freeze instantly at the prospect of loud laughter.
67656.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ეგონა, ყველანი ხელებში მისჩერებოდნენ, თითქოს სხვისას ითვისებდა რამეს.
She thought that everybody would look at her hands as if she had taken something that wasn't hers.
67657.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თუმცა თვითონაც გრძნობდა, სხვისას რომ ითვისებდა და ამიტომაც ეჩვენებოდა ასე.
Although she herself felt she had taken something that wasn't hers, which was why she had these thoughts.
67658.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არ იტეხდა იხტიბარს და ყოველი მარცხის მერე უფრო ამაყად და გამომწვევად მიჰყვებოდა ბავშვობიდან არჩეულ გზას.
She tried not to lose face, always following the path she had chosen since childhood with more pride and defiance after every defeat.
67659.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მერე რა, თუ სხვისას ითვისებდა?
What did it matter if she was taking something that wasn't hers?
67660.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ჯერ ერთი, რატომ იყო ის სხვისა, რა უფლების ძალით?
For one thing, why did it belong to somebody else, by what right?