მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67661.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ან სხვა რას აკეთებდა მასზე მეტს თავისი საკუთრების დასაცავად?
Or why wasn't somebody else doing more to protect their property?
67662.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
სხვა თითსაც არ ანძრევდა იმის დასაცავად, რის მითვისებასაც თინა აპირებდა.
They weren't lifting a finger to protect what Tina intended to take.
67663.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რადგან ის მართლა სხვისი იყო, თავიდანვე სხვას ეკუთვნოდა,ღმერთებს სხვისთვის ეჩუქებინათ.
Because it really belonged to someone else and always had done, the gods had given it to someone else.
67664.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და, რამდენიც არ უნდა ეპამპულა თინას, მაინც ვერ ამოფხეკდა ტვიფარს, დამღასა თუ ნიშანს, ბედისწერას რომ დაემჩნია ზედ.
And however much Tina fooled around, she couldn't scratch out the brand, stamp or sign that fate had marked it with.
67665.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თინას მოთმინება მიუგდეს მხოლოდ, როგორც კატას ძაფის გორგალი.
They had given Tina patience only as a cat is given a ball of yarn.
67666.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
კატასაც რომ თავი შეექცია, კი არ ენადირა, ეთამაშა, ვითომ ვნადირობო.
The cat is supposed to amuse itself, not actually hunt, but to play at hunting.
67667.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ბოლოს კი ღმერთებსაც მობეზრდათ მისი წარამარა გაპამპულება და აკი ერთბაშად მოუთავეს კიდეც ხელი.
Finally the gods got bored constantly playing with her and put an end to the game at a stroke.
67668.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
დაე, ახლა სხვებს ეცადათ, თუკი ამგვარი სურვილი ჰქონდათ, თავიანთი ბედის შეცვლა, რომელიც მათ გაჩენამდე დაედგინა და გადაეწყვიტა ვიღაცას.
Now let others try, if they feel like it, to change the fate which someone has set out and decided before they were born.
67669.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თინასთვის კი ყველაფერი დამთავრებულიყო, ჩამოთავდა კოდში საფქვავი.
Everything was over for Tina, the mill had run out of grist.
67670.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და მასაც ისღა დარჩენოდა, ტომარაში გადაეცალა დაკარგული დრო.
And all she could now do was fill her sack with wasted time.
67671.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ზურგზე მოეგდო თავმობმული ტომარა და შინისაკენ გასდგომოდა გზას.
She could sling the sealed sack over her shoulder and set off home.
67672.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თინა ლასლასით გადადიოდა ქუჩაზე, თითქოს მართლა მძიმე ტომარა აეკიდა.
Tina staggered into the street as if she really was carrying a heavy sack on her back.
67673.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და ჭუჭყიანი, გაოფლილი პერანგივით გრძნობდა, როგორ მობეზრებოდა ცხოვრება, უაზრო და უსასრულო, როგორც მისი მოთმინება.
And, wearing a dirty, sweaty shift, she felt how tired she was of a life as pointless and endless as her patience.
67674.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზი მღვიმეში იწვა, არც არაფერზე ფიქრობდა, არც არაფერს ელოდებოდა.
Parnaoz lay down in the cave, not thinking about, or waiting for anything.
67675.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
გრძნობდა, ძალიან ცოტა დრო დარჩენოდა და მაინც ვეღარაფერს მოასწრებდა.
He sensed that he had very little time left, that he now had no time to do anything.
67676.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ან რაღა ჰქონდა მოსასწრები, პატარა უხეირომ მის მაგივრად ყველაფერი თქვა და გააკეთა კიდეც.
What was left for him to do? Little Ukheiro had said, and even done, it all for him.
67677.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მისმა შვილმა გამოიტანა სამზეოზე და მთელი ხმით იყვირა, რაც მას სტკიოდა და აწამებდა.
His son had brought out into the open and shouted out everything that had pained and tormented him.
67678.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რასაც ვერ ურიგდებოდა და ვერც ებრძოდა.
What he hadn't accepted and yet hadn't been able to do battle with.
67679.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
შვილმა კი აჯობა, შვილმა აჯობა და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მის ცხოვრებაში.
His son had outdone him, which was the most important phenomenon in his life.
67680.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
შვილმა აჯობა და ამით გაამართლა მთელი მისი ცხოვრება.
His son had outdone him and thus justified his entire life.