მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67681.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
დათრგუნა, დაამხო, გააცამტვერა და ამით გამარჯვების რწმენა გაუღვივა.
He crushed him underfoot, overthrown him and annihilated him, and thus restored his faith in victory.
67682.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რამდენ ხანს გასტანდა ეს რწმენა, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა.
How long this faith would hold out was not important.
67683.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მთავარი ის იყო, ფარნაოზი ამ რწმენით რომ დატოვებდა ქვეყანას.
The main thing was that with this faith Parnaoz could leave the world.
67684.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
პატარა უხეიროს სიკვდილმა ფარნაოზს მარადიული გაურკვევლობის, მარადიული ყოყმანისა და მარადიული შიშის გრძნობა მოაშორა.
Little Ukheiro's death removed Parnaoz's eternal lack of conviction, eternal dithering and eternal feeling of fear.
67685.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მან, როგორც მოწამლულმა ნადირმა, ბოლოს და ბოლოს, მაინც ამოანთხია შხამი, ცხოვრება ყოველ ნაბიჯზე ძალით რომ ატენიდა პირში, კი არ აპარებდა, ატენიდა.
Like a poisoned animal, he had now finally spewed out the venom that life had stuffed, quite openly, into his mouth by force at every step he took.
67686.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ამას იმდენი დრო და იმხელა მსხვერპლის გაღება დასჭირდა, კი არ განთავისუფლდა, დაცარიელდა.
This had taken so much time and such enormous sacrifices that he felt emptied, rather than liberated.
67687.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
სწორედ ამ სიცარიელის შეგრძნებამ დაახვია თავბრუ და შვილის სისხლის მიწაწაყრილ გუბესთან ყეყეჩივით დასვა.
This sensation of emptiness made him giddy and sit so gormlessly by the earth-covered pool of his son's blood.
67688.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზი უკვე მკვდარი იყო, ამას თვითონაც გრძნობდა, განუწყვეტლივ გრძნობდა.
Parnaoz was now dead, he felt, and constantly felt that.
67689.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რადგან განთავისუფლებით კი განთავისუფლებულიყო ყველაფრისაგან, ყველასაგან, საკუთარი არსებისგანაც.
Since he was liberated from everything and everyone, from his own being.
67690.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ იმ თავისუფლებისა არაფერი ეცხო, რომლისკენაც ცოცხალი მიილტვოდა.
But there was nothing in this freedom that any living man could resort to.
67691.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ეს სიკვდილი იყო, მიწის, ჭიაღუებისა და ფესვების სუნით გაჟღენთილ სუდარას მოითრევდა.
This freedom was death, it brought with it a shroud permeated with the smell of worms and roots.
67692.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და ბუზღუნებდა: ისე არავინ მოკვდა, მე რომ არ დამდონ ბრალიო.
And it murmured, "Nobody dies without my being blamed for it".
67693.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზი მოუთმენლად, ბავშვური სულწასულობით ელოდებოდა, თითქოს სიკვდილს საჩუქრებით სავსე ტომარა მოჰქონდა.
Parnaoz waited impatiently, with a child's eagerness, as if death were bringing a sackful of presents.
67694.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ასედაც იყო, კიდევ ერთი ნაბიჯი და ფარნაოზი ისევ იხილავდა ყველაფერს, რაც სამუდამოდ დაჰკარგვოდა, რაც სამუდამოდ მიებარებინა მიწისთვის.
It seemed that only one more step was needed for Parnaoz to see everything anew that he had lost for ever, that he had consigned to the earth.
67695.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არ ეგონა, ასეთი სანუკვარი თუ იქნებოდა დასასრული.
He hadn't thought that the end could be so desirable.
67696.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
სიკვდილს რომ გადაეფიქრა, თვითონ წაეტანებოდა სუდარას, როგორც მძინარე გადახდილ საბანს, რათა იმქვეყნიური სუსხით აბურძგნული ხორცი დაეფარა.
If death had changed its mind, he would have reached out himself for a shroud, as a sleeping man reaches for a blanket that has slipped off, so as to cover up his flesh and the goose pimples raised by the otherworldly cold.
67697.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ბოლო იგივე თავი იყო, თავი იგივე ბოლო, ფარნაოზი ისევ იქ მოსულიყო, საიდანაც მოვლენოდა ქვეყანას.
The end was the beginning, and the beginning the end: Parnaoz had arrived at the point where he had entered the world.
67698.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არტახებში გახვეული ჩვილივით იწვა და მისი არსება უარს ამბობდა ყველაფერზე, რაც თავს გადახდენოდა.
He lay like a babe in swaddling clothes; his soul rejected everything that had ever happened to him.
67699.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ყველაფერი მართლაც ძნელად დასამახსოვრებელ სიზმარს ჰგავდა და ფარნაოზიც იოლად იჯერებდა, არტახებში გახვეული ჩვილი ვარო.
It was all really like a dream that is hard to remember, and Parnaoz found it easy to believe that he was a babe in swaddling clothes.
67700.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არტახები ისე მჭიდროდ შემოეხვიათ, სუნთქვა უჭირდა, ხელ-ფეხი დაბუჟვოდა და ოფლში გახვითქულიყო.
He was swaddled so tightly that he could hardly breathe, his limbs were numb and he was drenched in sweat.