მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67701.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ მაინც განუძრევლად იწვა. ასეა საჭიროო.
But he nevertheless lay without moving. I have to.
67702.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„დედაჩემს არ შეეშლება, ბავშვის მეტი რა გაუზრდიაო“ - ფიქრობდა ფარნაოზი და გამშრლი ტუჩებით თხის ძუძუს დაეძებდა.
"Mother's never wrong, she knows about raising children", - Parnaoz thought, and his parched lips sought the goat's udder.
67703.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რძეს უფრო იმიტომ სვამდა, იქნებ სასაზე მიკრული თმა ჩაიყოლოსო.
He drank the milk mainly in the hope of washing away the hair that stuck to his palate.
67704.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თუმცა, რა თქმა უნდა, თმა ეჩვენებოდა, მაგრამ ვერაფრით მოეშორებინა ეს შემაწუხებელი შეგრძნება.
Of course, the hair was imaginary, but nothing could remove this worrying sensation.
67705.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ჭუჭყიანი თითებით ჩაკაწრული სასა სტკიოდა, სისხლს აფურთხებდა, თმა კი ადგილიდან არ იძროდა, იძროდა კი არა, თითქოს იზრდებოდა კიდეც.
His palate, scratched with dirty fingers, hurt and bled, but the hair wouldn't go away; instead it seemed to grow.
67706.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზი თხაზე ბრაზობდა, თითქოს თხის ბრალი იყო, რძეს რომ არ შეეძლო თან ჩაეტანა არარსებული თმა.
Parnaoz got angry with the goat, as if it was the goat's fault that the milk wouldn't wash away the non-existent hair.
67707.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზი ძუძუზე კბენდა, ძალით იშორებდა, მაგრამ მეორე წუთას შეშფოთებული ეძახდა, დედაჩემო, დედილოო.
Parnaoz bit the udder and forced it away, but the next instant he was anxiously calling to it, "Mummy, mummy!"
67708.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
აფორიაქებული თხა თავზე ედგა, დაჰკიკინებდა და ფართე, წითელ წრეებში მომწყვდეული წყლისფერი თვალებით გაოცებული ათვალიერებდა.
The worried goat was standing over him and bleating, and watching him in amazement with its wide, watery, red-rimmed eyes.
67709.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ როცა სიბრაზისაგან ძალმიცემულმა ფარნაოზმა მჯიღი გამეტებით ჩათხლიშა თვალებში, თხა მღვიმედან ჩლიქების ფხაკაფხუკით გავარდა.
But when Parnaoz, in a fit of anger, punched it hard between the eyes, it rushed out of the cave with a clatter of hooves.
67710.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მხოლოდ ერთხელ, ერთი წამით შემოჰყო დარეტიანებული თავი მღვიმის ხვრელში და იმის მერე აღარც გამოჩენილა.
Just for a tiny instant it stuck its dazed head through the cave opening, and then it disappeared forever.
67711.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„კი, მაგრამ კუსა სად არის აქამდეო“ - ახსენდება უცებ ფარნაოზს თავისი დისშვილი.
"But where's Popeye been all this time?" Parnaoz wondered, suddenly recalling his nephew.
67712.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ახსენდება კი არა, არც დავიწყებია, კუსას ელოდება აქ.
He had forgotten, in fact, that he expected to find Popeye here.
67713.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
აქ დათქვეს პაემანი, რადგან არავინ შეუშალოთ ხელი საიდუმლო საუბარში.
They had agreed a tryst here, so that nobody would interrupt a private conversation.
67714.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
დღეს უნდა ითქვას ყველაფერი და ფარნაოზს გული უცნაურად უჩქროლდება თანამზრახველის მოლოდინში.
Today it would all come out into the open, and Parnaoz's heart raced strangely as he waited for his co-conspirator.
67715.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ მაინც იკუნტება, მაშინვე თვალში რომ არ ეცეს კუსას ღრმულიდან ამოშვერილი ფეხები.
But he still huddled, so that Popeye wouldn't be struck by the sight of his feet sticking out of the hollow.
67716.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- როგორა ხარ, ბიძაჩემო? - ამბობს კუსა და ხელებს ისე იფშვნეტს, თითქოს მოშიებულმა სტუმარმა გაწყობილ სუფრას დახედაო.
"How are you, uncle?" said Popeye, rubbing his hands as if he was a hungry guest looking at the table laid for dinner.
67717.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზი ხმას არ იღებს, თავს იმძინარებს, იმიტომ კი არა, კუსასი რომ ეშინია, არა, სრულებითაც არა, ან რიღასი უნდა ეშინოდეს.
Parnaoz said nothing, pretending to be asleep, not because he was afraid of Popeye — quite the contrary, what had he to be afraid of?
67718.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
უბრალოდ კუსასთან აღარაფერი აქვს სალაპარაკო.
He simply had nothing left to say to him.
67719.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ახლა ახსენდება, უკვე ყველაფერი უთხრეს ერთმანეთს, თანაც ერთხელ კი არა, ბევრჯერ.
He now remembered that they had already told each other everything, and many times too.
67720.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მობეზრდა კიდეც, აღარ აინტერესებს.
He was even bored with it, no longer interested.