მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67721.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მას ახლა მხოლოდ ერთი რამე აწუხებს და ეჩოთირება: თვითონ უფრო გრძელია, ვიდრე ღრმული, რომელშიც ჩაწოლილა.
Now only one thing bothered and dismayed him: he was now longer than the hollow he lay in.
67722.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
კი, მაგრამ რატომ? რატომ მოხდა ასე?! - უკვირს ფარნაოზს.
"Why? How could that happen?" Parnaoz wondered with amazement.
67723.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ამოშვერილი ფეხებიდან დაძრული სისხლი თავში აწვება, ფეხები კი უბუჟდება.
Blood was rushing from his exposed legs to his head, his legs had pins and needles.
67724.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
გაფუყულ, გაშეშებულ ფეხებზე თითქოს ჭიანჭველები შესცოცებიან.
Ants seemed to be crawling over his swollen, frozen legs.
67725.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ეს ჭიანჭველები საიდანღა გაჩნდნენ?
Where had these ants come from?
67726.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ერთხელ ხომ უკვე შეჭამა ისინი კნოსის ნავსადგურში, გაჩეჩქვილ მსხალთან ერთად.
They had eaten him before, at the port of Knossos, together with a squashed pear.
67727.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზს გულს აზიდებს გაჩეჩქვილი მსხლისა და ჭიანჭველების წარმოდგენაზე.
The image of that squashed pear and the ants made Parnaoz nauseous.
67728.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თუ უნდა, რომ მართლა მოისვენოს, როგორმე უნდა ჩაეტიოს ამ ღრმულში, კეთილი უნდა ინებოს და მოიკუნტოს, დაპატარავდეს, დამოკლდეს.
If he were going to rest properly, he had to fit into the hollow, obligingly curl up and make himself smaller, diminish.
67729.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
განა ასე არ იქცევიან ყველანი, ის ვითომ რითია სხვებზე უკეთესი?
Didn't everyone act like that, and why should he be any different?
67730.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რამდენჯერ უნდა გაუმეორონ ერთი და იგივე?
How many times did they have to repeat to him?
67731.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ან თუ სხვას შეუძლია, მან რატომ ვერ უნდა შეძლოს? ვისზე ნაკლებია?
If others could do it, why shouldn't he? Was he inferior?
67732.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
კუსა ახლობელია, მაგრამ არც ახლობელს ესიამოვნება, ცხვირწინ რომ დაუწყო შენი აქოთებული ფეხები.
Popeye was a kinsman, but even a kinsman doesn't like you sticking your smelly feet in his face.
67733.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზი ცდილობს, ათასნაირად იკრუნჩხება.
Parnaoz was trying, curling up in all sorts of ways.
67734.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ ფეხები მაინც ამოშვერილი აქვს ღრმულიდან, თითქოს განგებ, გამომწვევად, ყველამ რომ დაინახოს.
But his feet still stuck out of the hollow as if they deliberately, provocatively wanted to be seen by everyone.
67735.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ღრმული აშკარად მოკლეა, მისი დაგრძელება კი ასე უცებ წარმოუდგენელია, შეუძლებელია, ფიქრიც სისულელეა.
The hollow was clearly too small: he couldn't possibly have suddenly grown longer, the very thought was preposterous.
67736.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
განა ქვა ასე ადვილად ემორჩილება ადამიანს?
Can stone submit so easily to a human being?
67737.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ეს მაინც იცის, ამის მეტი რა უკეთებია?
He was well aware of that, he'd done nothing but work with it.
67738.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
გამოქვაბულში ბნელა, რადგან კუსა ზურგით აჰფარებია ხვრელს, საიდანაც ისედაც ძლივსძლივობით აღწევდა მკრთალი სინათლის ნატამალი.
It was dark in the cave, for Popeye had his back to the entrance which in any case let in only a tiny chink of pale light.
67739.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„ეწყინა, კიდევ ვაწყენინეო“ - ფიქრობს ფარნაოზი.
"He's offended, I've offended him again", thought Parnaoz.
67740.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ თითქმის მაშინვე ისევ ჩნდება დამახინჯებულ წრეში მომწყვდეული ბუსუსიანი სივრცის ნაგლეჯი და კუსას ხმაც ესმის.
But almost immediately a fragment of hazy space enclosed in a distorted circle reappeared, and he heard Popeye's voice.