მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67741.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„წვალობ?“ - ეკითხება კუსა და როგორც იცის ხოლმე, უსიამოდ ქირქილებს იმ კაცივით, ვიღაცას რჩევა რომ მისცა, მაგრამ იმ ვიღაცამ არ დაუჯერა.
"Are you in agony?" Popeye asked him and, as was his habit, sniggered nastily, like a man who has given advice which someone distrusts.
67742.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და ისიც ქირქილებს, მხოლოდ იმიტომ, ასე უცებ რომ დადასტურდა მისი სიმართლე.
And he sniggers only to prove immediately that he is right.
67743.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„ახლა რაღას იტყვი, ვინ ყოფილა მართალი?“
"Now why don't you say who was right?"
67744.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„ხე, ხე...“ - ქირქილებს კუსა და ფარნაოზს სისხლი ეყინება. კუსა მართალია.
"Ha, ha…" - Popeye giggled, and Parnaoz's blood curdled. Popeye was right.
67745.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
გესმით თუ არა, რას ნიშნავს ეს?
Did he realise what that meant?
67746.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზი ხვნეშის, იოფლება, დაძაბულობისაგან ლამის კუნთები დააწყდეს, მაგრამ მაინც ვერ ჩაუტევია ფეხები ღრმულში.
Parnaoz sighed, sweated, so tense that he nearly tore his muscles, but he still couldn't get his feet into the hollow.
67747.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მის ფეხებთან ჩაკუნცხული კუსა ყურადღებით, საქმის მცოდნე კაცივით ათვალიერებს, როგორც საზრიანი და გამოცდილი გლეხი დაავადმყოფებულ ხეხილს.
Popeye crouched down by his feet, watching him carefully, like a man who knows what he is doing, as a sensible and experienced peasant looks at a diseased fruit tree.
67748.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არა, ის ასე იოლად არ მოეშვება ამ ხეხილს, რომელსაც, იმის ნაცვლად, კვირტი გამოეღო, უცებ კენწერო გაუყვითლდა, კანი გაუშრა.
No, he was not just going to leave alone a tree which instead of sending out fruit buds has suddenly developed yellow stalks, dried bark.
67749.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და საკმარისია ხელი ოდნავ შეახო, მტვრად ჩამოვიდეს ძირს.
And it has only to be touched to collapse into dust.
67750.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ხეს მკურნალობა სჭირდება, ვინ მისცემს ნებას, ასე უბრალოდ ადგეს და გამოეცალოს თავის თანამოძმეებს, კვირებით რომ დახუნძლულან.
The tree needs treatment: it can't be allowed to go on standing and be utterly unlike its fellow fruit-trees bowed down with buds.
67751.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და კვლავაც მზად არიან, გამოიღონ ნაყოფი, პირნათლად მოიხადონ თავიანთი ვალი ბუნებისა და კაცის წინაშე.
And they are ready to produce fruit once more, to do conscientiously their duty for nature and men.
67752.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ეეე, შვილოსა, რაც ამ კაცს ოფლი ჩაუქცევია ერთი ქეციანი ხის გასახარებლად.
Eh, man, think of all the sweat that man produced to make one lousy tree flourish.
67753.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ყველა რომ ასე გაბერწდეს და გადაგვარდეს, სად წავა?!
If every tree were as barren and degenerate as this one, what could he do?
67754.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ღმერთებსა და ბუნებას ასე დაუდგენია: ხე იმიტომ არის ხე, ნაყოფი გამოიღოს, მეორე ხეს ჰგავდეს და, აქაო და მე სხვებზე კარგი ვარო, უშნოდ არ გაიფარჩხოს.
The gods and nature have decreed: a tree exists to bear fruit, to be like the next tree, not to sprawl untidily all over the place and think it's better than the others.
67755.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მეტი სიმაღლე არც ხეს დააყრის ხეირს; მაშინ მან სხვისი წილი წყალიც უნდა შეიწოვოს.
Growing too high won't do a tree any good: it will just suck up others' share of water.
67756.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
კი მაგრამ რატომ? სხვამ რა დააშავა?
And why should it? What have the others done to it?
67757.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
სხვა თავჩაღუნული დგას და შრომობს, დიახ, შრომობს, ნაყოფით იხუნძლება.
Other trees stand with their heads bowed and toil, yes, they toil, they are weighed down with fruit.
67758.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
როცა ის მეორე, სიმაღლისაგან გამოლენჩებული, ცას მისჩერებია და მოვალეობა აღარც კი ახსოვს.
While this second tree, stupefied by its height, stares at the sky and forgets all about its duty.
67759.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ზედმეტი არაფერი არ ვარგა, - ამბობს ფარნაოზის ფეხებთან ჩაცუცქული კუსა.
Anything excessive is bad, - said Popeye, crouching by Parnaoz's feet.
67760.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ამ ღრმულში რომ ვერ ეტევი, იმიტომ წვალობ.
The reason you're in agony is that you don't fit that hollow.