მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67781.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ყოველთვის ასე იქნება ნეტავ?
I wonder if it will always be like that?
67782.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- ყოველთვის? - ახლა უკვე ხმამაღლა კითხულობს ფარნაოზი და კუსაც მაშინვე პასუხობს.
- Always? - asked Parnaoz, this time aloud. Popeye replied instantly.
67783.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- მართლა და მართლა, რა გახდა, შე დალოცვილო?
- Of course, of course, what's got into you, my dear bloke?
67784.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- მითქვამს და გიმეორებ: ყოველთვის! - ამბობს კუსა.
- I've said it before, and I'll repeat: always! - said Popeye.
67785.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თავმოხსნილ ტომარაში იქექება, თითქოს ცოცხალი გველის ამოყვანას აპირებდეს.
He was raking through his open sack as if he intended to pull out a live snake.
67786.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ტომრიდან რკინის უსიამო ჟღრიალი ისმის, გამოქვაბულის ოდნავ გაცრეცილ წყვდიადში ხერხის პირი ელავს.
There was a nasty jangling of iron from the sack, a saw blade flashed in the cave's slightly pale darkness.
67787.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თითქოს წყვდიადმა გაიცინა და კბილები დაკრიჭაო.
As if the darkness had laughed and bared its teeth.
67788.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- ადამიანი უნდა ჩაეტიოს მისთვის განკუთვნილ ორმოში, თუ უნდა, რომ მშვიდად იცხოვროს.
- A man has to fit the hole provided for him if he wants a peaceful life.
67789.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- არც არავის არა აქვს ნება, გამოდგეს და ეძახოს, ორმოში ცხოვრობო.
- Nobody has any right to get up and tell him, "You live in a hole!
67790.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- ვისი რა საქმეა, თუკი იგი თავს მშვენივრად გრძნობს ამ ორმოში და ღამით, ძილის წინ, ღმერთებს ეჩურჩულება, სულ ასე მამყოფეთ, არაფერი შეიცვალოსო.
- Whose business is it if a man feels fine in that hole and, before he goes to sleep, whispers to the gods, "You've given me all I need, nothing needs to change.
67791.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- თუკი უნდა, რომ... თუმცა, თვითონაც ხომ გრძნობ, რა მოუხერხებელია ასე წოლა?
- But if he wants… But you yourself sense how uncomfortable it is to lie there, don't you?
67792.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
კუსას ამ ბოლო სიტყვებს ხერხის ღრჭიალი მოსდევს.
Popeye's last words were accompanied by the screech of the saw.
67793.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზს ტკივილისაგან, არა, შიშისაგან გონება ეკარგება.
Parnaoz fainted, from fear more than the pain.
67794.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ თითქმის მაშინვე ფხიზლდება და უკვირს, ყველაფერი ასე უცებ რომ დამთავრებულა.
But almost immediately he woke up, amazed that it was all over so quickly.
67795.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
კუსაც უკვე წასულა, თვითონ კი...
Popeye had gone, and he himself…
67796.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზს მღელვარებისაგან სუნთქვა უგუბდება, მღელვარებისა და სირცხვილისაგან.
Parnaoz was holding his breath with anxiety and shame.
67797.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რამდენად მართალი და კეთილი ყოფილა კუსა.
How right and kind Popeye had been.
67798.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რას არ ფიქრობდა, რაღას არ სწამებდა, როგორ ეჯავრებოდა, ლამის...
Whatever he thought of him, whatever he accused him of, however angry he was with him, he had nearly…
67799.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არა, მადლობელი ვარ, ღმერთებო, ასე რომ არ მოხდა.
"No, I'm grateful, gods, that it didn't happen that way".
67800.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
საკმარისია, რა სისაძაგლეც ჩაიდინა.
It was enough that he had committed a loathsome act.