მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67881.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„ახლავე, ახლავე მოგახსენებ ყველაფერს“.
"I'll explain it all right now".
67882.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„მგონი გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ ახლა მოკლედ ვიტყვი“.
"I'm making a bit of a meal of it, but now I'll cut a long story short".
67883.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„ვინ მოკლა ბავშვი? ვინ მოკლა და მაგიდამ“.
"Who killed the child? The table did, of course".
67884.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„მაგრამ მაგიდა არ არის დამნაშავე“.
"But the table's not the criminal".
67885.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„ხომ გაგიგონია, აკიდებულ აქლემს საცერი დაადეს და ჩაიჩოქაო, ასე იყო იმის საქმეც“.
"You know the saying, it's the last straw that breaks the camel’s back? That's how it was."
67886.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„დამპალი იყო თუ რაც იყო, კი იდგა მშვენივრად და პურმარილსაც უძლებდა, ბავშვი რომ არ წაპოტინებოდა“.
"It may have been rotten, but it was standing all right, it would have taken the weight of the food if the child hadn't grabbed hold of it".
67887.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„ბავშვს რა იმდენი ძალა უნდა ჰქონოდა, მაგრამ სწორედ ის პატარა ძალა იყო ზედმეტი“.
"The child wouldn't be very strong, but just a little bit of strength was too much".
67888.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„ასე რომ, ერთი შეხედვით, თვითონ ბავშვი გამოდის დამნაშავე“.
"So, at first glance, the child turns out to be the criminal".
67889.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„მაგრამ შენ წარმოიდგინე, არც ბავშვია დამნაშავე“.
"But, would you believe it, the child isn't the criminal, either".
67890.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„ბავშვს რა ჭკუა მოეკითხება, პატრონია მოსაკლავი, იმ ბავშვის პატრონი“.
"You can't expect a child to have any sense, it's his guardian who has to be killed, the child's parent".
67891.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, არ უნდა მიხედოს თავის შვილს?“
"Apart from anything else, shouldn't he be looking after his child?"
67892.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„აბა, მშობელი რისაა?!“ - დაამთავრა ოყაჯადომ და სიამაყისგან გაბერილ გულზე ხელი ჩამოისვა.
"Call himself a parent?" Oqajado finished and put his hand on his heart, which was swollen with pride.
67893.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მერე ჩვეულებისამებრ შეიჭმუხნა შუბლი და იყვირა: ბავშვი ვისიაო.
Then he knitted his brow in his usual way and yelled, "Whose child is it?"
67894.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
კუსას ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა.
Popeye found it hard to swallow his saliva.
67895.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ერთი წამით გადაწყვიტა ხმას აღარ ამოვიღებ, გინდაც აქვე მომკლანო.
At one point he decided not to speak out, even if it cost him his life.
67896.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ მაშინვე შეუწყრა თავს, აბა, რიღასთვის გამორბოდი.
But he immediately got angry and told himself, "Well, why did you come running here?"
67897.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
სიკვდილი თუ გინდოდა, თვითონაც მოგნახავდნენო.
"If you wanted to be killed, they'd have come for you anyway".
67898.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
პატარა უხეიროს დაღუპვის ამბავმა კუსა ფეხზე წამოაგდო.
The news of little Ukheiro's death was a call to action for Popeye.
67899.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თითქოს უდაბნოში გზააბნეულმა და უაზრო ხეტიალისგან სასომიხდილმა მგზავრმა უცებ მამლის ყივილი გაიგონაო.
He was like a traveller lost in the desert, despairing after futile roaming about, who suddenly hears a cock crowing.
67900.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მიხვდა, რომ გადარჩა, ამჯერადაც დააღწია თავი განსაცდელს, რადგან ამჯერადაც უდანაშაულო იყო.
He realised that he was saved, that this time, too, he had escaped jeopardy, because this time he was innocent.