მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67901.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და მართლაც, რაღა მაინცდამაინც ზიარას უნდა გადაჰყროდა.
Why did he have to get together with Ziara?
67902.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რაღა მაინცდამაინც მის ცოლებს უნდა გასჩენოდათ მკვდარი ბავშვები, თუ ეს უსამართლო ქვეყანა მაინცდამაინც კუსას არ ჩასდგომოდა კრიჭაში?
Why did his wives have to produce dead babies, if this unjust world hadn't got it in for Popeye?
67903.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
პატარა უხეიროს სიკვდილმა ცოტა დაამშვიდა.
Little Ukheiro's death reassured him a little.
67904.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ეს გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მკვდარი ბავშვის დაბადება.
It was far more significant than the birth of a stillborn baby.
67905.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რომელსაც, ადვილი შესაძლებელია, ღმერთები გასაპამპულებლადაც უგზავნიდნენ შვილსდანატრებულ მამას.
Which could easily be a gift from the gods to mock a father who longed for progeny.
67906.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რა იყო გასაკვირი, რას არ იგონებდნენ ღმერთები, ერთი გულიანად რომ გადაეხარხარათ.
There was nothing surprising about that: the gods would think of anything for the sake of a good laugh.
67907.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ქალები რომ გამოყარა შინიდან, იმის მერე სულ ამაზე ფიქრობდა კუსა.
After Popeye had driven the women out of the house, he kept thinking about this.
67908.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
გულაღმა იწვა ტახტზე, ცოდვის ტახტზე, ჭერს შესცქეროდა და მწარედ ეღიმებოდა ღმერთების ხუმრობაზე.
He lay on his back on the divan, the divan of sin, looking at the ceiling and smiling bitterly at the gods' joke.
67909.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
გავიგე, ყველაფერი გავიგეო, ხმამაღლა ამოიძახებდა ხოლმე.
"I understand, I've understood it all", he would call out aloud.
67910.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ახლა სკდებოდა გულზე, ამდენი დრო და ძალა ტყუილუბრალოდ რომ შეელია იმ საფრთხობელა ზიარასთვის.
Now he was upset that he had spent so much time and strength to no good purpose on that scarecrow Ziara.
67911.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ზიარას გახსენებაზე ტანი ექავებოდა და ხელახლა ადუღებდა წყალს, ერთხელ კიდევ რომ ებანავა იქვე, შუა ქოხში.
The thought of Ziara made his skin itch and he put the water on to boil so that he could wash again, in the middle of his hovel.
67912.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ მდუღარეს არ შეეძლო შიშნაჭამი სხეულის დამშვიდება.
But hot water could not soothe his fear-ridden body.
67913.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
იწვა და ფიქრობდა.
He lay down and pondered.
67914.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
საფიქრელი კი ბევრი ჰქონდა.
He had a lot to ponder.
67915.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
საკმარისია, ვინმეს ჩაეწვეთებინა ოყაჯადოსათვის, კაცი, შენ რომ პურს აჭმევ, იმის ნაცვლად ხმალიც შენი იქნიოს, მკვდარ ბავშვებს აჩენსო, და გათავდებოდა ყველაფერი, ვეღარც ცა უშველიდა და ვეღარც მიწა.
Someone had only to whisper into Oqajado's ear, "The man who earns his bread from you is begetting dead babies, instead of defending you", and it would all end with him being abandoned by the whole world to his fate.
67916.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არადა, იმდენი მტერი ჰყავდა, არც უნდა გაჰკვირვებოდა, ასე თუ მოხდებოდა.
In fact, he had so many enemies that he shouldn't be surprised if this was how things went.
67917.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
როცა ქალაქი ფრთიანი ბავშვებით გაივსო, უარესად დაფრთხა. უარესად იწამა აღსასრულის მოახლოება.
When the city was full of winged children, he became more alarmed, and more convinced that the end was imminent.
67918.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
დარწმუნებული იყო, განგებ ტრიალებდნენ ბავშვები მისი ქოხის გარშემო.
He was convinced that the children deliberately ran about near his hovel.
67919.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
განგებ გაჰყვიროდნენ ასე, რათა სხვებისთვისაც დაენახვებინათ, სად იმალებოდა მთავარი დამნაშავე.
They deliberately shouted at him so as to show others where the chief criminal was hiding.
67920.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მისმა დამთხვეულმა დედა-ბებიამაც ისეთი წიოკობა ასტეხეს, ქვეყანა შეუყარეს.
His crazy mother and grandmother had made such lot of noise and fuss that they had attracted everyone's attention.