მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67941.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ ახლა, ამ მეფურ სიჩუმეში, ყველაფერი მაღლა ამოდიოდა, რაც კი აურზაურს ჩაეძირა და მიეჩქმალა.
But now, in this regal silence, everything that had sunk and been suppressed during the confusion was surfacing again.
67942.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
განა წყნარი ზღვა არ გამორიყავს ხოლმე ღელვაში დამხრჩვალს?
Isn't it a calm sea that washes ashore those that drowned in the storm?
67943.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მოკლედ, ერთი შეხედვით, ყველა გზა მოეჭრათ და, უნდოდა თუ არა, კუსაც უნდა შეჰგუებოდა ბედს.
In short, it was obvious that all roads were blocked and, like it or not, Popeye had to accept his fate.
67944.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ პატარა უხეიროს სიკვდილმა ისევ გაუჩინა იმედი.
But little Ukheiro's death gave him new cause for hope.
67945.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ახლა საქმე დასწრებაზე იყო, ახლა ერთის ნაცვლად ორი დამნაშავე არსებობდა.
Now it was a matter of urgency: there were now two criminals instead of one.
67946.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და თუ სასახლეც კუსას თვალით შეხედავდა ორივეს, არც არჩევანი გაუჭირდებოდა.
And if the palace saw, as Popeye did, that there were two, then there would be no difficulty choosing.
67947.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მისი უდღეური შვილი, ერთი წამით რომ გაიფრთხიალა, მართლაც რა მოსატანი იყო ფარნაოზის შვილთან.
How could his premature baby that only flickered into life for an instant be compared with Parnaoz's son?
67948.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
კი, მაგრამ რატომაო? რატომაო და იმიტომაო.
Why not? Obviously not!
67949.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თქვენ ის მითხარით, განსხვავებას თუ ამჩნევთ ამ ორ ბავშვს შორის?
Are you telling me that you can't see the difference between the two children?
67950.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
განსხვავება დიდია, არ შეიძლება, არ შეამჩნიოთ.
There's a big difference, you can't fail to notice it.
67951.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ერთი მკვდარი დაიბადა.
One was born dead.
67952.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მეორემ კი გაფრენა მომინდომა, ცოცხალი იყო და თავი მოიკლა, რადგან იმ მეორის მამიკო თვითონაც აფრენს ცოტას, ცოტას კი არა, კარგა გვარიანად.
The other tried to fly, it was alive and it killed itself, because its daddy also had his head in the clouds, like the rest of his tribe.
67953.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
იმდენი ქნა, იქამდე არ მოისვენა, სანამ შვილიც არ გაასულელა.
He did all he could to dupe his son.
67954.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მე მკითხეთ იმის ამბავი, მაგის მეტი რა ვიცი.
Ask me about all this, I know more than anyone.
67955.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ვის ჰყავს დასაღუპი შვილი?
Who would beget a son just to destroy him?
67956.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ან ბავშვს რა ჭკუა მოეკითხება, ბავშვი სულელია და მშობელმა უნდა აგოს პასუხი.
You can't expect any sense from a child, a child is stupid, and the parent has to be held to account.
67957.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მშობელმა უნდა ზღოს კოკურა, თუ მისმა ცერცეტმა შვილმა ჩაამთელა.
A parent has to pay for the pitcher if his naughty child smashes it.
67958.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რაც შეეხება ჩემს შვილს, ჯერ ისიც საკითხავია, მართლა ჩემი იყო თუ არა.
As far as my own baby is concerned, it isn't even certain that it's mine.
67959.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მე რატომ უნდა მიჩნდებოდეს მკვდარი ბავშვი, ვითომ, რა მეტყობა სამაგისო?
Why would I beget a dead baby, do I look as if there's anything wrong with me?
67960.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მე რა ვიცი, მე რას მეკითხებით, ზიარას ჰკითხეთ.
How do I know? Don't ask me, ask Ziara.