მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67961.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ქალი ოხერია, ქალისგან ყველაფერს უნდა ელოდოს კაცი.
Women are wretched creatures, there's nothing they won't do to a man.
67962.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ამგვარმა ფიქრებმა უარესად გაამხნევეს კუსა.
Such thoughts gave Popeye courage.
67963.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ახლა მთავარია, სხვასაც ასე ეფიქრა და მისკენ გამოშვერილი ხელი დროულად შეეტრიალებინა ჰაერში.
Now it was important for others to think the same way and quickly disarm any hands pointing at him.
67964.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- ბავშვი ბიძაჩემისაა.
"The child is my uncle's".
67965.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- ერთი ნათრევი კაცია, არც ოჯახში ივარგა და არც გარეთ! - თქვა კუსამ.
"He's a waste of space, no use in the family and no use outside it!" said Popeye.
67966.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რადგან თქვა, ბოლომდეც უნდა ჩაჰყოლოდა, დაზოგვას აზრი აღარ ჰქონდა, მაინც ვეღარაფერს უშველიდა ფარნაოზს.
He'd started, so he had to finish, there was no point holding back, and there was no way he could help Parnaoz.
67967.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
უნდა ელაპარაკნა, სანამ გააჩუმებდნენ, სანამ მობეზრდებოდათ მისი მოსმენა და დაუყვირებდნენ.
He had to speak before he was silenced, before people were fed up listening to him and shouted.
67968.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
გაეთრიე, მოგვშორდი, გავიგეთ ყველაფერიო.
"Clear off, we've understood everything".
67969.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- მამამისი სახელგანთქმული მეომარი იყო, ჯერ მამათქვენის, მერე კი თქვენი მონა და მორჩილი, - ჰყვებოდა კუსა.
"His father was a famous warrior, the slave and humble servant of your father, and then yours", Popeye told.
67970.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- უხეირო ერქვა, მაგრამ ერთ ლაშქრად ღირდა.
"His name was Ukheiro, and he was worth a whole army".
67971.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- შვილს მაინც ვერ მოუარა, ან როგორ უნდა მოევლო, თვითონ იყო საპატრონო.
"But he couldn't look after his son: how could he have, when he needed looking after himself".
67972.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- შინ ნახევარიღა მოიტანეს, ეტლს გადაევლო ფეხებზე.
"He'd lost half his body when they brought him home, a chariot ran over his legs".
67973.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- შვილმა ქვისმთლელობა ისწავლა და ამით იქცევდა თავს, მთელი დღე ქვას უკაკუნებდა.
"His son learned to be a stone-cutter and all he did was spend all day hammering at stone".
67974.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- ბიძაზე ძვირი არ უნდა თქვას კაცმა, მაგრამ ვერ იყო მთლად დალაგებული.
"I shouldn't speak badly of my own uncle, but he was never normal".
67975.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- საწყალი დედაჩემი და ბიცოლაჩემი თავზე ევლებოდნენ, ნამუსს უნახავდნენ, არ გამოჰქონდათ გარეთ მისი ამბავი.
"My poor mother and my aunt took a lot of trouble over him, protecting his good name, keeping it all in the family".
67976.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი...
"But they were wasting their time".
67977.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
კუსამ უცებ იგრძნო, ფარნაოზზე ისე ლაპარაკობდა, როგორც მკვდარზე.
Popeye suddenly sensed that he was talking about Parnaoz as though he were dead.
67978.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ ამან კი არ შეაწუხა, უფრო წაახალისა, დაარწმუნა, სწორედ იქცეოდა.
But this encouraged, rather than dismayed him; he was sure he was doing the right thing.
67979.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მკვდარს რაღა ეშველებოდა, ცოცხალს უნდოდა გადარჩენა, ცოცხალი კი თვითონ იყო.
The dead were beyond help, and the living needed to be saved, he was one of the living himself.
67980.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- მე მგონი, ვიღაცამ ვირის ტვინი აჭამა, - გააგრძელა კუსამ.
- It seems to me that he must have been fed on donkey's brains, - Popeye went on.