მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67981.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- იმის მერე სულ ცისკენ ეჭირა თვალი. სახედარივით იდგა და ცას უყურებდა.
- After that he always had his head in the clouds, he would stand there like a donkey, watching the sky.
67982.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- ხან მე, ხან დედაჩემი, ხან ჩვენი თინიკო, შევუძახებდით ხოლმე და როდის-როდის ისიც ფხიზლდებოდა.
- Sometime I would call him, sometimes my mother or our Tina, and he would finally come to his senses.
67983.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- ხე, ხე, ფხიზლდებოდა კი არა, ტოროლა, გაგვეცლებოდა ხოლმე, უფრო მყუდრო ადგილი რომ მოენახა.
-Ha, ha, not really come to his senses, like hell he would: he'd give us the slip and find a cosier place.
67984.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- რაღა ბევრი გავაგრძელო, იქამდე არ მოისვენა, სანამ შვილიც არ დაღუპა.
- Well, in a nutshell, he wouldn't rest until he destroyed his own son.
67985.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- საყვარელი ბავშვი იყო, ფუნჩულა, მაგრამ მამასავით ოხერი და ბრაზიანი.
- The boy was a lovely child, chubby, but as wilful and bad-tempered as his father.
67986.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- თვითონ სადღაც, ჯამბაზებისგან ესწავლა ფრენა და აჩემებული ჰქონდა, გინდა თუ არა, ჩემს შვილსაც უნდა ვასწავლოო.
- God knows where the hell the father learned to fly: he'd go on about it, saying I've got to teach my son, too.
67987.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ჯერ შვილს ვასწავლი და მერე სხვებსაცო.
First I'll teach my son, then I'll teach the others.
67988.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არ მჯეროდა მისი ლაყბობისა, ჩემი იმედი ნუ გაქვს-მეთქი.
I didn't believe the rubbish he was spouting, I just told him not to expect anything from me.
67989.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ენა დაიმოკლე, თორემ მე თვითონ მოვახსენებ მეფეს ყველაფერს-მეთქი, მაგრამ საქმეში ხარ?!
I told him to hold his tongue, or else I would personally tell the king everything. But do you think he'd listen?!
67990.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ერთხელ ჯოხიც მოვუქნიე, კოჭი მინდოდა მომემტვრია, მაგრამ აფრინდა და აიცდინა...
Once I even waved a stick at him, I meant to break his ankle, but he flew off and dodged it…
67991.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ცუცამ რაღაც უჩურჩულა ოყაჯადოს, ოყაჯადომ ხელი ასწია, კუსა გააჩუმა და ჰკითხა, - შენ ერთხელაც ხომ იყავი აქაო.
Tsutsa whispered something to Oqajado, who raised his hand, silenced Popeye and asked, - Is this the first time you've been here?
67992.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
- რა ხანია თქვენს სამსახურში ვდგავარ, - გაიღიმა კუსამ, ვითომ როგორ დაგავიწყდითო.
- I've been in your service for a long time, - Popeye smiled, as if to say, "How could you forget?"
67993.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
გულში კი ერთი სიკვდილი გაათავა, რომ მკითხოს, რას ვაკეთებ, რა ვუპასუხოო.
But secretly he was dying the death: "Suppose he asks me what I do, what do I tell him?"
67994.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ მალევე დამშვიდდა, რადგან ელვასავით გადარბენილმა შიშმა გონება გაუნათა.
But he soon calmed down, because the fear flashing through his mind had enlightened him.
67995.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და უცებ მთელი არსებით, ყველა ძარღვით, ყველა ძვლითა და ტვინის ყველა ხვეულით ერთბაშად იგრძნო, ამ ერთი დღისთვის უხდიდნენ აქამდე ფულს.
And suddenly he felt with his whole being, with every sinew, bone and every lobe of his brain, that they had been paying him money with this day in mind.
67996.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თითქოს წინასწარ იცოდნენ, აუცილებლად დადგებოდა ეს დღე.
As if they had known beforehand that this day was bound to come.
67997.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და კუსასაც საშუალება მიეცემოდა სამაგიერო სამსახური გაეწია თავისი პატრონისათვის.
And it would give Popeye a chance to render the appropriate service to his master.
67998.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
წლების განმავლობაში დაუფიქრებლად რომ უყრიდა ქისაში ფულს, ყოველთვის ბევრი რომ ეჩვენებოდა კუსას.
Who had all these years been stuffing his purse with money, too much money in Popeye's view.
67999.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რადგან უზრუნველად, ხელის გაუნძრევლად მოსდიოდა.
Since it came to him with no effort at all.
68000.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ახლა კი ეცოტავა.
Now it seemed too little.