მოიძებნა 668048 ჩანაწერი
68001.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მისგან გაწეული სამსახური გაცილებით მეტი ღირდა.
The service he was now rendering was worth far more.
68002.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მან სხვა დამნაშავე აპოვნინა ოყაჯადოს, უბრალო კი არა, ქურდბაცაცა კი არა, ქვეყნისათვის საშიში კაცი.
He was helping Oqajado to find another criminal, no ordinary one, not a petty thief, but a man who was a danger to the country.
68003.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თანაც ის კაცი მისი ბიძა იყო, დედის ძმა და არც ეს უნდა გამორჩენოდათ ანგარიშში.
What's more, this man was his uncle, his mother's brother, and that should be taken into account, too.
68004.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
დამნაშავის მოსპობასთან ერთად დანაშაულიც ისპობოდა, ეს კი დიდი საქმე იყო.
By exterminating the criminal, you exterminated the crime, and that was a great deed.
68005.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რადგან ამგვარი დანაშაულის არსებობა ტახტსაც აყენებდა ჩრდილს და ტახტზე მჯდომარესაც.
Because the existence of such a crime cast a shadow on the throne and whoever sat on it.
68006.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„აი თურმე რისთვის ვჭირდებოდიო“ - გაბრაზდა კუსა.
"So that seems to be why they wanted me", - thought Popeye angrily.
68007.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
შე კაი კაცო, თუ ასეთი საჭირო ვიყავი, ასე იაფად რატომ შემაფასეო.
Well, kind sir, if you needed me so badly, why did you rate me so cheaply?
68008.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მცოდნოდა მაინც, ჩემი საქონლისათვის მე თვითონ რომ დამედო ფასიო.
If I'd known, Id have named my own price for my goods.
68009.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
კუსა ახლა უფრო თამამად და უტიფრად მიაჩერდა ოყაჯადოს, მაგრამ ოყაჯადო კუსას ვეღარ ხედავდა.
Now Popeye looked more boldly and rudely at Oqajado, but Oqajado could no longer see him.
68010.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მისი მეფური გონების თვალი ჩირაღდანივით დაეძებდა იმ პატარა გამოქვაბულს, რომელშიაც მისი ტახტის მტერი შეყუჟულიყო.
His royal mind's eye was like a flaming torch seeking the little cave in which the enemy of his throne was lurking.
68011.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
კუსა აქეთ რომ მოდიოდა, მარტო თავის გადარჩენაზე ფიქრობდა.
When Popeye was on his way here he was thinking only of saving himself.
68012.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ საქმე ისე შემობრუნდა, იქნებ რამეს გამორჩენოდა კიდეც.
But things had taken a turn so that perhaps something else could be saved.
68013.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ფარნაოზს მართლა აღარაფერი ეშველებოდა, ახლა გინდაც გადაეთქვა, ვიღა დაუჯერებდა.
Nothing could in fact now save Parnaoz: even if he took it all back, who would believe him?
68014.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არა, ფარნაოზი მკვდარი იყო და დამარხვაღა აკლდა, თუკი, რაღა თქმა უნდა, მიწას მაინც აღირსებდნენ.
No, Parnaoz was a dead man, and all that he lacked was a burial, if, of course, he was thought to deserve consigning to the earth.
68015.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ის კი ამქვეყნად რჩებოდა და ფარნაოზსაც კარგად მოეხსენებოდა, რამდენი რამე სჭირდებოდა კაცს ამ ვერაგ ქვეყანაზე.
He, however, was still in this world, and Parnaoz ought to remember well how much a man needed in this treacherous world.
68016.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„დავიჯერო, არაფერს მომცემენო“ - გაიფიქრა კუსამ.
"I can't believe they're not going to give me anything!" - thought Popeye.
68017.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და მხარზე გადაკიდებული ტომარა განგებ შეისწორა.
And he deliberately adjusted the sack slung over his shoulder.
68018.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რათა ტომრის ჟღრიალს ოყაჯადო გამოეფხიზლებინა და ისევ შეემჩნია კუსა.
So that the sack's jingling brought Oqajado back to earth and made him notice Popeye.
68019.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„რა ვქნა, ბიძაჩემო, ესაა ჩემი სამსახურიო“ - ერთხელ კიდევ მოუბოდიშა გუნებაში ფარნაოზს, და სამივეს.
"What can I do, uncle, it's my job?" - he mentally apologized to Parnaoz, and to the three present.
68020.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ტახტსაც, ტახტზე მჯდარ ოყაჯადოსაც და ოყაჯადოს მკლავზე დასკუპებულ ცუცასაც ერთად გაუღიმა.
He smiled at the throne, Oqajado sitting on the throne and Tsutsa, perched on Oqajado's shoulder.