მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71001.
აველუმი | თავი XI
ახალი ენქიდუ მოევლინება ქვეყანას, მაგრამ ვეღარ გაადამიანდება - უკანასკნელ შამხატს, უკვე კბილებჩაცვენილს, უკანასკნელ ტრამვაის ცარიელ, აბლაბუდაგაბმულ ვაგონში იპოვნიან კონდუქტორის სკამზე, სიბერისაგან (იქნებ სიმარტოვისაგანაც?!) მშვიდად გარდაცვლილს.
A new Enkidu will walk the earth, but be unable to take human form — the last Shamhat, now toothless, will be found, quietly passed away from old age (perhaps from loneliness?!) on the conductor’s seat in the last empty, cobwebbed tramcar.
71002.
აველუმი | თავი XI
კისერზე, გაბურძგნული თოკით, გაუყიდავი ბილეთების რულონი ექნება ჩამოკიდებული, საბავშვო ველოსიპედის ბორბლისხელა, დრო-ჟამისგან ფერშეცვლილი (აღარც ვიცი, ახლა რა ფერის ბილეთი იყიდება ჩვენს ტრამვაიში, თუკი იყიდება საერთოდ), ჩრჩილით გამოჭმული.
A moth-eaten roll of unsold tickets, the size of a child’s bicycle wheel, faded with the passage of time (I no longer know what colour tickets, if any, are sold in our trams), will be found fixed by a tangled string to his neck.
71003.
აველუმი | თავი XI
მაგრამ როცა ვიღაცა (რა თქმა უნდა, სხვა პლანეტელი, ოთარი ან ლუბა, დედამიწის დასალუქად ჩამოფრენილი გმოთი თუ გამოთი), თოკიანად შეაწყვეტს კისრიდან და სამუდამოდ გაჩერებული ვაგონის შუშაჩამტვრეული სარკმლიდან გადმოაგდებს, რულონი მაინც გაიშლება, მაინც გაიწელება უსასრულოდ, კანკალ-ფრიალით.
But when someone (obviously, an extraterrestrial called Otar or Liuba who’s flown in on a UFO to seal up the planet) rips off the roll and the string and throws them out of the smashed window of the permanently stopped tramcar, it will still unroll, spread out into infinity, shaking and trembling.
71004.
აველუმი | თავი XI
აღარც ხეები იქნება, აღარც ლამპიონები, აღარც მანქანები, აღარც ჩვეულებრივი გამვლელები და აღარც სკოლიდან გამოცვენილი ბავშვები.
There will be no more trees or streetlamps or cars or ordinary passers-by or children spilling out of school.
71005.
აველუმი | თავი XI
ნაქუჩარზე გიგანტური ფალოსივით ასვეტილ თუჯის გოლიათს შემოეხვევა თავზე, კისერზე, მხრებზე, გულ-მკერდზე, წელზე, თეძოებზე, ბარძაყებზე, წვივებზე, კოჭებზე და დაუხარჯავი, გამოუყენებელი, ოხრად დარჩენილი ბილეთების უწყვეტი, უსასრულო ლენტით, მუმიასავით, შეფუთვნილი თუჯის გოლიათიღა დარჩება ერთადერთ ბომონად, სვეტად, ობელისკად, ძეგლად ჩვენი (ყოფილი ადამიანების) პატარ-პატარა, წვრილმანი, მარადიული, ამოუწურავი საზრუნავებისა, საფიქრალებისა, სატკივრებისა თუ ასევე პატარ-პატარა, ასევე წვრილმანი, ასევე მარადიული, ასევე ამოუწურავი ვნებებისა, გრძნობებისა, სიხარულებისა, იმედებისა, ოცნებებისა, განცდებისა...
It will wrap itself around an iron Goliath, towering like a gigantic phallus over what was once a street, round its head, neck, chest, shoulders, calves, thighs, ankles, knees; then this iron Goliath, mummified by an unbroken, endless roll of unsold, unused wasted tickets, will remain as a solitary pagan shrine, a column, an obelisk, a monument to our (formerly human) tiny little, petty, eternal, inexhaustible cares, contemplations, pains and equally petty, insignificant, eternal, inexhaustible passions, feelings, joys, hopes, dreams, ordeals…
71006.
აველუმი | თავი XI
მაგრამ ვიღასთვის? ვის დასანახად?
But for whom? For whom to see?
71007.
აველუმი | თავი XI
„კარგი, აღარ შემიძლია შენი მოსმენაო“ - ყურებზე აიფარებდა ხოლმე ხელებს მელანია.
"Fine, I can’t bear to listen to you any more", Melania would cover her ears with her hands.
71008.
აველუმი | თავი XI
ეკაეკატერინეკატო კი დამცინავად იღიმებოდა, კუთხეში დასმულ თოჯინასავით, ფეხებგაფარჩხული და გულხელდაკრეფილი.
Sitting doll-like in a corner, her legs sprawling and her arms crossed, Little Katie would smile sarcastically.
71009.
აველუმი | თავი X
სამყარო რომ იღუპებოდა, ათასი რამ არსებობდა ამის დამადასტურებელი, როგორც ცხოვრების ზედაპირზე, ყველას დასანახად, ისევე ცხოვრების იდუმალ, ჩაუღწეველ სიღრმეებშიც, რისი ხილვაც მხოლოდ ერთეულთა ხვედრია.
There were a thousand indications on life’s surface where anyone could see them, and in life’s secret, unfathomable depths which only a few people are fated to see, that the world was ending.
71010.
აველუმი | თავი X
სხვა თუ არაფერი, გაზეთებიც ამის მეტს არაფერს წერდნენ და რადიო-ტელევიზიაც, სერიალ კასანდრასავით, მარტო ამას იუწყებოდა სულ, დილასაღამოს.
In any case, the newspapers wrote about nothing else; radio and television broadcast no other information from morning till night, only the soap opera Cassandra.
71011.
აველუმი | თავი X
მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც სონიას გაქცევამ დასცა მელანიას თავზარი.
But most of all it was Sonia’s defection that most terrified Melania.
71012.
აველუმი | თავი X
ეს იყო მისთვის ყველაზე უტყუარი ნიშანი, როგორც მისი ოჯახის (პატარის სიკვდილით იწყება დიდის სიკვდილი), ისევე სამყაროს დაღუპვის მაუწყებელი.
For her this was a most unmistakable sign portending the ruin of both her family (the death of something big begins with the death of something small) and the universe.
71013.
აველუმი | თავი X
რასაკვირველია, იგივეს ადასტურებდნენ გაუთავებელი წყალდიდობები, ხანძრები, მიწისძვრები, მეწყერები, ქარიშხლები, კატასტროფები, აფეთქებები, მკვლელობები, ამბოხებები, გადატრიალებები, რევოლუციები, ომები, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიური, ზნეობრივი თუ სექსუალური ექსპერიმენტები.
Of course, all this was confirmed by the endless floods, fires, earthquakes, landslides, gales, cataclysms, explosions, murders, uprisings, coups, revolutions, wars, by political, social, economic, moral and sexual experiments.
71014.
აველუმი | თავი X
მაგრამ მელანია იმათაც ისეთივე უდრტვინველობით აიტანდა, როგორითაც ქმრის საყვარლებს იტანდა, ვიდრე მეუღლე, დედა, ბებია და დიასახლისი ერქმეოდა ოჯახისა, რომელიც არა მარტო თვალნათელი, ხელშესახები (ანუ, მატერიალური - როგორც ბოლშევიკებს უყვართ თქმა), არამედ სულიერ-ზნეობრივი სინამდვილეც იქნებოდა (თუკი საერთოდ შესაძლებელია ასე რომ ითქვას).
But Melania could have put up with all this without grumbling, just as she put up with her husband’s mistresses, as long as spouse, mother, grandmother and lady of the house amounted to a family, which would be not only something visible, palpable (or material, as Bolsheviks like to say), but a spiritual and moral reality (if we can say such a thing).
71015.
აველუმი | თავი X
ამდენად, გარკვეული აღმზრდელობითი როლის შესრულება, გარკვეული ზემოქმედების (რასაკვირველია, სასიკეთო ზემოქმედების) მოხდენაც შეეძლებოდა ვიღაცაზე მაინც, თუნდაც, იმავე სონიაზე.
Thus playing a decidedly edifying part, really influencing people (for the good, naturally), even Sonia.
71016.
აველუმი | თავი X
სონია აველუმს კი არ გაურბოდა, აველუმი კი არ გადაეყვარებინა, რასაც ვერასოდეს გაუგებდა და მიუტევებდა მელანია, არამედ საერთო, საყოველთაო უბედურება ეგრძნო იმასაც.
It wasn’t Avelum that Sonia had run away from: she hadn’t stopped loving Avelum, which Melania could never have understood or condoned, but she had sensed general misfortune.
71017.
აველუმი | თავი X
მელანიასი არ იყოს, ცხოველური გუმანის კარნახით, დღემდე ცნობილ იარაღთაგან, ისიც იმ ერთადერთს ეპოტინებოდა, რომელსაც, ასე თუ ისე, კიდევ შეეძლო მისი გადარჩენა, დაცვა მაინც, თუნდაც გარკვეული დროის მანძილზე.
Like Melania, as her animal instinct dictated, she had reached for the only weapon she knew so far which could still somehow save and protect her, at least for a time.
71018.
აველუმი | თავი X
სხვანაირად ვეღარაფრით აღუდგებოდა წინ ადათ-წესების, ჩვევების, ჩვეულებების ჯადოსნური სკივრიდან თავდაღწეულ ცხოვრებას.
She had no other way to resist life, once it had escaped from its magic box of traditional customs and habits.
71019.
აველუმი | თავი X
ოჯახის შექმნა გადაეწყვიტა წარღვნის წინ, გაქანებული აპოკალიფსის ჟამს და, ჩვენში რომ ვთქვათ, ვერავინ გაამტყუნებდა, მით უფრო მელანია, თუნდაც იმიტომ, ასევე რომ მოიქცეოდა თვითონაც, ანუ, ღელვასა და ქარშიხალში მოხვედრილი, თავაშვებულ ლხინს კი არ მიეცემოდა დაღუპვამდე, პეშვებით ამოხაპავდა წყალს ძირგახვრეტილი ნავიდან.
She decided to have a family before the deluge, during a raging apocalypse and, between ourselves, nobody, least of all Melania, could blame her, if only because that’s how she would have acted, just as someone caught in rough seas and a storm would not have a party before he perished, but would cup his hands to bail the water from his leaking boat.
71020.
აველუმი | თავი X
ასე რომ, სონიას გაქცევა, პირველ რიგში, იმას ნიშნავდა, მართლა რომ არსებობდა საფრთხე, მართლა კარს რომ იყო მომდგარი და კონკრეტულად მისი ოჯახის საფუძველს არყევდა, იმ მიკროსამყაროს, გნებავთ, იმ მიკროიმპერიის საფუძველს, სადაც აქამდე ყველამ თავისი ადგილი იცოდა და ყველა ერთნაირად გრძნობდა და აღიარებდა დანარჩენთა აუცილებლობას.
So the primary meaning of Sonia’s defection was that the danger was very real, that it was really about to burst through the door and would in a very palpable way shake the foundations of her family, of that micro-universe, or micro-empire where everyone had hitherto known their place, sensing and conceding the necessity of the others.