მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71101.
აველუმი | თავი X
მოიცა, მასე არა.
Wait, not like that.
71102.
აველუმი | თავი X
მე მიმიშვი - გააჩერა მელანიამ.
"Let me do it", Melania stopped him.
71103.
აველუმი | თავი X
ხელები მხრებზე ჩამოაწყო და ფრთხილად, გაუბედავად აუსვა ენა ჭრილობაზე.
She put her hands on his shoulders and cautiously, shyly touched the wound with her tongue.
71104.
აველუმი | თავი X
„თფუიო“ - მაშინვე გადმოაფურთხა აველუმის სისხლი.
"Ugh!", she said, instantly spitting out Avelum’s blood.
71105.
აველუმი | თავი X
მაგრამ იმავე წამს უფრო თამამად, უფრო საფუძვლიანად დაეწაფა.
But she quickly threw herself more surely and thoroughly into the job.
71106.
აველუმი | თავი X
თან ჭრილობას ულოკავდა, ერთგული ძაღლივით, თან პირში დაგროვილ სისხლს აფურთხებდა და თან იცინოდა: რომ იცოდე, საათზე მეტის წართმევა შეეძლოთ იმ დებილებს ჩვენთვისო.
She licked the wound like a faithful dog, spat out mouthfuls of blood, and laughed, "Those morons could have relieved us of more than just a watch".
71107.
აველუმი | თავი X
გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ ამ შემთხვევამაც დააჩქარა მათი შეუღლება, უფრო სწორად, მათი ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.
This incident could be said to have hastened their marriage, or their living under the same roof.
71108.
აველუმი | თავი X
თუმცა, პირველად რომ დაწვნენ ისინი საკუთარ ჭერქვეშ, ანუ, ბოლოს და ბოლოს, მაინც რომ აღირსეს აველუმს (როგორც ცოლშვილიან მწერალს), ერთოთახიანი ბინა ქალაქის გარეუბანში, ეკაეკატერინეკატო უკვე ხუთი წლისა იყო.
Though by the first time they went to bed in their own home, when, finally, Avelum (as a married writer), was deemed to deserve a one-room flat in an outer city suburb, Little Katie was five years old.
71109.
აველუმი | თავი X
მათი სახლის იქით ტრიალი მინდორი იწყებოდა, სადაც მამა-შვილი ყაყაჩოებს კრეფდნენ ხოლმე, მაგრამ ერთხელ ყაყაჩოს მტვერმა მოწამლა თუ რა იყო, ეკაეკატერინეკატოს ნესტოები დაუჩირქდა.
Their flat was on the edge of open fields, where father and daughter picked poppies, but once the poppy pollen became toxic for some reason and Little Katie’s nostrils were infected.
71110.
აველუმი | თავი X
იმის მერე მელანია იძულებული გახდა, შვილიანად, ისევ მშობლებთან დაბრუნებულიყო, ხოლო საკუთარ ქმართან ისევ შეყვარებულივით მისულიყო პაემანზე საკუთარ ბინაში.
After that Melania had to take her daughter back to her own parents, returning like a girlfriend for trysts with her husband in her own flat.
71111.
აველუმი | თავი X
ოჯახი მისთვის, უპირველეს ყოვლისა, ის ასპარეზი გახლდათ, სადაც ადამიანები ერთმანეთს კი არა, ერთმანეთის სისუსტეებს, ერთმანეთის სნეულებებს, შიშებს, სიმარტოვეებს, სიმდაბლეებსა და სიგლახეებს ერკინებიან და, შეძლებისდაგვარად, გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ, რაღა თქმა უნდა, თუკი მართლა უყვართ ერთმანეთი და თუკი მართლა სჯერათ ერთმანეთისა.
For her, family was chiefly an arena where human beings battled not with each other, but with each other’s weaknesses, illnesses, fears, loneliness, depravity and iniquity and, as best they could, made progress, if, of course, they truly loved and trusted one another.
71112.
აველუმი | თავი X
როგორც კი საოჯახი საქმეებს მორჩებოდა და თავის მარადიულ საქსოვიანად ტელევიზორის წინ მოკალათდებოდა სავარძელში, ეკრანს შესცქეროდა თუ ნაქსოვის თვლებს ითვლიდა ტუჩებაცმაცუნებული, მაინც იმის გარკვევას ცდილობდა სულ, რატომ ხდებოდა, რაც ხდებოდა და რატომ არ იყო ცხოვრება ისეთი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
As soon as she’d finished the chores and had settled down in an armchair with her eternal knitting, she would watch TV or, her lips moving, count the stitches in her knitting, but never stopped trying to work out why what was happening happened and why life was not what it ought to be.
71113.
აველუმი | თავი X
მაგრამ ამდენს როგორ გაარკვევდა, როცა ისიც არ იცოდა, რას ქსოვდა და ვისთვის ქსოვდა.
But how could she have worked that out when she didn’t know what she was knitting or for whom?
71114.
აველუმი | თავი X
უფრო სწორად, ისე ხშირად ეცვლებოდა აზრი, ვერაფრის დამთავრებას ვერ ასწრებდა და უკვე სანახევროდ მოქსოვილ სვიტრს, რომელიც თითქოს ეკაეკატერინეკატოსთვის ჩაეფიქრებინა, დაუნანებლად არღვევდა, რათა აველუმის პულავერის ქსოვა დაეწყო.
In fact, she changed her mind so often, that she could never finish anything and would without regret unpick a half-knitted sweater intended for Little Katie in order to start a pullover for Avelum.
71115.
აველუმი | თავი X
ქსოვაც თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება იყო ალბათ, მაგრამ, რასაკვირველია, ქსოვისას იმის დადგენაც აინტერესებდა, რამდენად იყო თავად დამნაშავე.
Knitting was apparently a form of self-defence, but when she was knitting, she naturally wondered how much she was to blame for what was happening.
71116.
აველუმი | თავი X
მაგრამ თავიდანვე თუ არ აპატიებდა აველუმს ყველაფერს, ვერც აქამდე შეინარჩუნებდა მას.
But if she hadn’t forgiven Avelum everything from the start, she couldn’t have kept him all this time.
71117.
აველუმი | თავი X
მისთვის კი მთავარი ეს იყო და არა აველუმის ეროტიკული თავგადასავლები, რომლებსაც თავად აველუმი ყველანაირად მალავდა მისგან, მაგრამ, რა თქმა უნდა, უშედეგოდ.
This was what was most important to her, not Avelum’s erotic adventures, which he’d done all he could to hide from her, albeit in vain, of course.
71118.
აველუმი | თავი X
თუ შეიძლება ასე ითქვას, ასეთი აველუმიც იგულისხმებოდა მისთვის საერთოდ აველუმის ცნებაში.
If one can say so, this was what the very concept of Avelum implied.
71119.
აველუმი | თავი X
ოღონდ, თვითონ ასეთი აველუმის მიმართ უმალ მესაიდუმლე გამოდიოდა, ვიდრე სატრფო ან ცოლი, და არც ამის გამო გრძნობდა რაიმე უხერხულობას.
But for this sort of Avelum she ended up more as a confidante than lover or wife: yet this did not make her feel at all awkward.
71120.
აველუმი | თავი X
პირიქით, მეტი პატივისცემით იმსჭვალებოდა საკუთარი თავისადმი, თუკი მართლა წაადგებოდა ხოლმე რამეში, სწორედ როგორც დობილი და უერთგულესი მესაიდუმლე.
On the contrary, she felt more self-respect if she really acted in any situation as a very loyal confidante.