მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71241.
აველუმი | თავი X
ამიტომ, კიდევ ერთხელ გეკითხებით, რა უნდა მუშას პარლამენტში?
So, once again I ask you, what use is a parliament to the worker?
71242.
აველუმი | თავი X
თავად მუშა ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ.
I’m a worker myself and I know what I’m talking about.
71243.
აველუმი | თავი X
მუშას კი არა, პროფესორს ვერ ააღებინებ ხელში წიგნს.
You can’t make a professor, let alone a worker, pick up a book.
71244.
აველუმი | თავი X
ასე თუ გაგრძელდა, კონკრეტული დამნაშავენი ნამდვილად აიცდენენ პასუხისმგებლობას.
If things go on like this, the real crooks will escape being called to account.
71245.
აველუმი | თავი X
შალომ ყველას ჩვენ!
Shalom to all of us!
71246.
აველუმი | თავი X
მაგრამ ზემოდან უფრო პატარები, უფრო საწყლები მეჩვენებით, ჩემო ძვირფასო ქართველებო.
But from up here, my dear Georgians, you look smaller, more pathetic to me.
71247.
აველუმი | თავი X
მე კი წამოვედი, ამოვედი მაქედან, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ!
I’ve left for somewhere higher, but there’s no helping you.
71248.
აველუმი | თავი X
წასასვლელიც არა გაქვთ არსად.
There’s nowhere left for you to go to.
71249.
აველუმი | თავი X
გმადლობთ, აბონ, მაღლაც რომ გახსოვართ, ზემოდანაც რომ არ სწყვეტ კავშირს შენს მეორე სამშობლოსთან, თუკი საერთოდ შეიძლება ორი (ან რამდენიმე) სამშობლო ჰქონდეს კაცს.
Thank you, Abon, for not forgetting us on high, for not breaking ties to your second homeland, assuming it’s possible for a man to have two (or several) homelands.
71250.
აველუმი | თავი X
ერთი მაღლა, ცაში, მეორე კი ქვევით, ქვესკნელში.
One on high in the heavens, the other below in the nether regions.
71251.
აველუმი | თავი X
ინტერნაციონალიზმი რომ შევინარჩუნოთ, ამისათვის საჭიროა ნაციონალიზმის განვითარებაო.
To preserve internationalism, nationalism has to be developed.
71252.
აველუმი | თავი X
ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ.
We have to progress step by step.
71253.
აველუმი | თავი X
მაგრამ წინ რა არის?
But what lies ahead?
71254.
აველუმი | თავი X
ისევ ტრაქტატი?
Another Treaty?
71255.
აველუმი | თავი X
საგდეევის აზრით, ტარასევიჩის კომისია სრული გაუგებრობა ყოფილა.
In the opinion of Sagdeev, Tarasevich’s commission was a complete mess.
71256.
აველუმი | თავი X
მოსკოვის მიწისქვეშეთში კი, თურმე, უკვე სახიფათოდ მომრავლებულან უზარმაზარი წაბლისფერი ვირთხები, ერთი მეტრი სიგრძისა და სამოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლისა, რომლებსაც თავიანთი ბასრი კბილებით შეუძლიათ წამში გაკვნიტონ ნებისმიერი სისქის ფოლადის ბადე.
In Moscow’s underground, apparently, enormous brown rats, one metre long and 70 centimetres tall, are breeding: their razor-sharp teeth can gnaw through steel grills of any thickness in moments.
71257.
აველუმი | თავი X
მართალია ისინი, ჯერჯერობით, მხოლოდ გაზსადენის, წყალსადენისა თუ საკანალიზაციო სისტემის მომსახურე პერსონალს ესხმიან თავს, მაგრამ უკვე სანაგვეებზეც გამოდიან, ხორცკომბინატის ტერიტორიაზეც.
True, so far they’re attacking only personnel on the gas, water and sewage pipes systems, but now they’re coming onto rubbish dumps, into meatprocessing factories.
71258.
აველუმი | თავი X
მათი გამოჩენისთანავე, ყველაზე ავი ძაღლებიც კი კუდამოძუებულნი გარბიან უკანმოუხედავად.
When they appear, even the most vicious dogs run away, their tails between their legs, without looking round.
71259.
აველუმი | თავი X
მეტროს მატარებლის მემანქანეებსაც არაერთხელ შეუნიშნავთ მძლავრი ფარების შუქზე ავად აელვარებული მათი თვალები.
Underground train drivers have several times noticed in their powerful headlights the rats’ malevolent shining eyes.
71260.
აველუმი | თავი X
ოღონდ, ჯერ დასადგენია, ღმერთის გაჩენილი არსებები არიან ისინიც, თუ თანამედროვე ყველაზე ჰუმანური საბჭოთა მეცნიერებისა.
But it is still not known if these creatures are natural-born, created by God, or a product of Soviet science, the most humanitarian of all sciences.