მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71301.
აველუმი | თავი X
მაგრამ მაშინ (გუშინ) ასე იყო საჭირო და რა ექნა?
But that was how it had to be then (yesterday), so what else could he do?
71302.
აველუმი | თავი X
მე თქვენ გეკითხებით, მოცლილნო მკითხველნო, რა ექნა მეთქი?
I ask you, dear idle reader, what else could he do?
71303.
აველუმი | თავი X
სიმართლისთვის დაედო თავი?
Lay down his head for the truth?
71304.
აველუმი | თავი X
თქვენს იმედზე ყოფილიყო?
Put his hopes on you?
71305.
აველუმი | თავი X
მაგრამ თქვენამდე აღარც მოაღწევდა იმისი სახსენებელი.
But then you wouldn’t even have heard of him.
71306.
აველუმი | თავი X
ახლა კორუმპირებული (დღეს ძალიან მოდურია ეს სიტყვა) ჟურნალისტი მაინც ჰქვია.
Now he’s called a "corrupted journalist" (very fashionable term, today).
71307.
აველუმი | თავი X
ათასთა და ათასთა მსგავსად, ჩვეულებრივი ინტელექტუალური მეძავია, ვინც ფულს აძლევს იმისია, ვინც მეტს მისცემს, იმისი ხომ იქნება და იქნება.
Like many thousands, he’s a common literary prostitute: he belongs to whoever pays him, even more to the highest bidder.
71308.
აველუმი | თავი X
მაშინ კი (სიმართლისთვის თუ გამოიდებდა თავს, თქვენი იმედით), ჩვეულებრივი ბრიყვის, ხულიგნისა და წარსულის სამარცხვინო გადმონაშთის სახელით ჩავიდოდა საფლავში, თუკი ჩაუშვებდნენ, თუკი საერთოდ აღირსებდნენ დამარხვას.
And if he’d relied on you and stood up for the truth, he’d have gone to his grave (if he were given the honour of a burial) as a common fool, troublemaker and sordid remnant of the past.
71309.
აველუმი | თავი X
მოდით და, ამის შემდეგ გაამტყუნეთ.
Can you blame him after that?
71310.
აველუმი | თავი X
ენა არ მოგიტრიალდებათ.
You couldn’t say a word.
71311.
აველუმი | თავი X
ამიტომ, ყველაფერს სჯობს, დაუჯეროთ ზემოთ ხსენებულ ქალბატონს და კიდევ თითო შვილი გააჩინოთ, ქალებო.
So women had better to listen to the woman we just mentioned and all have one more baby.
71312.
აველუმი | თავი X
კი მაგრამ, როგორ?
Yes, but how?
71313.
აველუმი | თავი X
როგორ არ ჩნდება ვიცი, როგორ ჩნდება - დამავიწყდა.
I know how not to conceive one, but I’ve forgotten how to conceive.
71314.
აველუმი | თავი X
და მაინც, ნუ მიეცემით პანიკას.
Don’t panic, though.
71315.
აველუმი | თავი X
ჰიპოდინამია კანონზომიერი შედეგია კომფორტაბელური ცხოვრებისა.
Hyperactivity is a normal result of the good life.
71316.
აველუმი | თავი X
ხელოვნება მოითხოვს მსხვერპლს.
Art demands sacrifices.
71317.
აველუმი | თავი X
საშველი არ არის.
There’s no way out.
71318.
აველუმი | თავი X
თურქეთში ცხრა წლის გოგოს გაუჩენია ბავშვი.
In Turkey a nine-year-old girl has given birth.
71319.
აველუმი | თავი X
მუცელი რომ ასტკივნია, სულელ დედას ქოთანზე დაუსვამს.
When the girl had a belly-ache, her idiotic mother put her on the chamber-pot.
71320.
აველუმი | თავი X
სიცოცხლე კი არ იღუპება, იხრწნება.
Life doesn’t perish, it decomposes.