მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71321.
აველუმი | თავი X
ზღვის ნაპირზე გამორიყული დელფინების ოჯახი შემაძრწუნებლად ყარს.
A school of dolphins stinks horribly when it’s stranded on the sea-shore.
71322.
აველუმი | თავი X
თანამედროვე მადონა კი უპარტნიორო სექსის გაკვეთილებს ატარებს სცენაზე მუსიკის თანხლებით.
And today’s Madonna gives a sex lesson on stage, to music, with no partner.
71323.
აველუმი | თავი X
ასე უკეთ ითვისებს კევაღეჭია და მზესუმზირაჭამია მოზარდი.
It’s easier for an adolescent to take in as he chews gum and cracks sunflower seeds.
71324.
აველუმი | თავი X
შეისწავლეთ ქარები, რამეთუ ისინი ავრცელებენ ყველანაირ სენს.
Study the winds, for they spread all ills.
71325.
აველუმი | თავი X
და მაინც... მაინც კი არა, იმიტომ, იმის გამო, იქიდან გამომდინარე, დღეს ჩვენი პლანეტის თითქმის მთელი მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს რომ სვამს, დაბინძურებულ ჰაერს რომ სუნთქავს, მე და ჩემმა საცოლემ გადავწყვიტეთ ვიყოლიოთ იმდენი შვილი...
Despite that… Not despite, but because of this, since almost the entire population of the planet drinks foul water, breathes foul air, my bride and I have decided to have so many children…
71326.
აველუმი | თავი X
ახლა პირდაპირ გვითხარი, რას თხოულობ: მანქანა გინდა ურიგოდ, თუ თბილისში ჩაწერა?
Just tell us straight, now, what you want: a new car without having to wait, or a permit to live in Tbilisi?
71327.
აველუმი | თავი X
მობრძანდი, იცხოვრე, შენი ქალაქია.
Come and live here, it’s your city.
71328.
აველუმი | თავი X
მაგრამ, რომ იცოდე, ტყუილად იკლავ მაინც თავს, ერთ ნამდვილ ქალაქელს ვეღარ იპოვი სანთლით ამოდენა ქალაქში.
But let me tell you that you needn’t bother, you won’t find a single genuine city-dweller here, however hard you look.
71329.
აველუმი | თავი X
ასე რომ, აქაც ის ცხოვრება დაგხვდება, რომელსაც შენ და შენი საცოლე გაურბით შენიღბულად.
You’ll find the same life you and your bride are now doing a moonlight flit from.
71330.
აველუმი | თავი X
მაგრამ, შეიძლება, მართლა აქ სჯობდეს თქვენთვის.
But perhaps you will be better off here.
71331.
აველუმი | თავი X
ოპერის თეატრი (ქანდარების სიმრავლის გამო) მართლა საქათმედ თუ გადაკეთდა, შენი ორი კაკალი ქათამიც დაეტევა იქ და „დინამოს“ სტადიონზე შენს ძროხასაც შეხვდება ერთი ბღუჯა ბალახი.
If they really are turning the opera house into a chicken house (because it has a lot of tiers), then there’ll be room for a couple of your hens, and your cow can get a clump of grass on the Dynamo football grounds.
71332.
აველუმი | თავი X
ისე, შენი საცოლე შენი ცოლი რომ გახდება, მერე გაუბედე და დააორსულე ზედმეტად, თუ ბიჭი ხარ.
And when you and your bride are married, then have the guts to get her pregnant again, show you’re a man.
71333.
აველუმი | თავი X
მაგრამ არც შენ ხარ გასამტყუნი.
But you can’t be blamed, either.
71334.
აველუმი | თავი X
ყველა თავისთვის იბრძვის.
Everyone’s fighting his own corner.
71335.
აველუმი | თავი X
ყველა თავისებურად ცდილობს, რაღაცა მაინც წაგლიჯოს ამ დაღუპულ ქვეყანას.
Everyone’s trying to rip something off this perishing country.
71336.
აველუმი | თავი X
ყველა თავისას სჭედავს კიდობანს...
Everyone builds his own ark...
71337.
აველუმი | თავი X
ვინც მღვრიე წყალში თევზს არ იჭერს, ის ან ცუდი მეთევზეა, ან დასანახად ვერ იტანს თევზს.
Anyone not fishing in murky waters is either a bad angler or can’t bear the sight of fish.
71338.
აველუმი | თავი X
სილამაზე სნეულს ვერ განკურნავს, რადგან სნეულს მისი დანახვა არ შეუძლია.
Beauty won’t cure the sick, because the sick can’t see it.
71339.
აველუმი | თავი X
ერთი დიდი პიროვნება (როცა კუჭი აწუხებდა), ყველგან ძაღლის ექსკრემენტს ხედავდა მხოლოდ.
One great person (suffering from stomach ache) saw dog turds everywhere.
71340.
აველუმი | თავი X
პატარა პიროვნებები რას დავინახავთ?
What do we little people see?