მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71461.
აველუმი | თავი X
არ არსებობს იარაღი, რომლის გამოყენებაც ბოლშევიკებს არ შეეძლოთ.
There’s no weapon a Bolshevik can’t use.
71462.
აველუმი | თავი X
აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში კი მდგომარეობა კვლავ დაძაბულია.
Things are still tense in the Abkhaz Autonomous Soviet Republic.
71463.
აველუმი | თავი X
გრძელდება შეიარაღებული შეტაკებანი, პიკეტები, უკანონოდ ჩხრეკენ ავტომანქანებს.
Armed clashes, picketing, illegal car searches are going on.
71464.
აველუმი | თავი X
ქართველი ხარ?
Are you a Georgian?
71465.
აველუმი | თავი X
გუდაუთას რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, სანადირო თოფით მოკლეს...
In the village of Primorskoe in Gudauta district someone was killed by shotgun fire…
71466.
აველუმი | თავი X
ხორციელდება დანაშაულის ჩამდენ პირთა (მოკლედ, მკვლელთა) ვინაობის დადგენა.
The identity of the criminals (i.e. killers) is being established.
71467.
აველუმი | თავი X
ტყვია დაუშინეს სოჭი-თბილისის სამგზავრო მატარებელს.
A Sochi-Tbilisi passenger train has come under fire.
71468.
აველუმი | თავი X
მილიცია ჰაერში ისვრის თურმე „დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით“.
The police fire into the air "in order to prevent a crime".
71469.
აველუმი | თავი X
თქვენ ხომ არ იცით, რას უნდა ნიშნავდეს ეს?
Do you really not know what this is supposed to mean?
71470.
აველუმი | თავი X
მოსკოვი თურმე ტენდენციურად, ცალმხრივად აშუქებს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს.
Moscow presents events in Abkhazia in a one-sided, biased way.
71471.
აველუმი | თავი X
განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დაუდგენელმა პირებმა (მე დაგიდგენთ, არა უშავს, თქვენ წერეთ და იკითხეთ), დაწვეს, დაკლეს, დაჩეხეს, ააფეთქეს, გაატყავეს...
The most outrageous fact is that unidentified persons (never mind, I’ll identify them for you, you go on writing and reading) have committed arson, murdered with knife and axe, blown up, flayed alive…
71472.
აველუმი | თავი X
აგე, ზუგდიდის საგამომძიებლო იზოლატორიდან 78 პატიმარი გაქცეულა და უკვე 99 დააბრუნეს.
Now 78 prisoners have escaped from Zugdidi remand prison, but 99 have been recaptured.
71473.
აველუმი | თავი X
დანარჩენთა ძებნა გრძელდება.
The rest are still being searched for.
71474.
აველუმი | თავი X
ქართველი ქართველთან მაგარია.
One Georgian is strong against another.
71475.
აველუმი | თავი X
ჭიქა თუ მიეცი ხელში, „ზემლიაკს“ დაუძახებს ყველა გადამთიელს.
Put a glass in his hand and he’ll start calling any outsider a fellow-countryman.
71476.
აველუმი | თავი X
ჩვენი ქალბატონები კი ჩივიან, რა მოხდა, რა შეგვეშალა, როგორ დავუშვით, იარაღასხმულნი რომ დგანან დღეს ჩვენი შვილები ერთმანეთის პირისპირო.
Our womenfolk complain and ask what happened, what can we do, how did we let our children arm themselves and threaten each other.
71477.
აველუმი | თავი X
მართლა არ იციან ნეტავი, რა მოხდა, რა დააშავეს, რა შეეშალათ?
Do they really not know what’s happened, who did wrong, who miscalculated?
71478.
აველუმი | თავი X
ჯერ ერთი, ნამდვილი აფხაზი შეეშალათ ცრუ აფხაზში, აფხაზის მაგიერში, საბჭოთა იდეოლოგიური მეცნიერების მიერ ექსპერიმენტალურ ლაბორატორიაში გამოყვანილ "აფხაზეცში" რაც იგივე გარუსებული აფსუა, გარუსებული ქართველი თუ გარუსებული თურქია.
First of all, genuine Abkhaz were confused with fake, replacement Abkhaz produced in a Soviet experimental ideological laboratory, just like a russified Abkhaz, a russified Georgian, a russified Turk.
71479.
აველუმი | თავი X
მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქალბატონები, ვაჟბატონების მსგავსად, ადრე არ იყვნენ ასე პოლიტიზირებულნი, უფრო სწორად, სხვანაირად ესმოდათ სამშობლოც, ეროვნებაც, პატრიოტიზმიც...
But it should be said that our ladies, like our gentlemen, used not to be so politicised, rather they used to have quite a different understanding of motherland, nationality, patriotism…
71480.
აველუმი | თავი X
უფრო ქალურები იყვნენ და ნაკლებად აინტერესებდათ ეს საკითხები, სულ მაღაზიისკენ ეჭირათ თვალი - გუმისკენ, ცუმისკენ - ფართო მოხმარების საგანთა განაწილების არასწორი, არასამართლიანი, მაგრამ დაკანონებული მეთოდის გამო, ხანდახან ტრუსიკში გასაყრელი რეზინის გულისთვისაც იძულებულნი ხდებოდნენ მთელი საბჭოეთი შემოევლოთ.
They used to be far more feminine, far less interested in such questions, and far more attracted to the shops — GUM and TsUM — because the wrongful, unjust, but legalised system of distribution of consumer goods forced them every now and again to travel the length and breadth of the USSR just to buy knicker elastic.