მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71501.
აველუმი | თავი X
სამძიმრისთვის „ერთმანეთთან მისასვლელი გზების“ ძებნასაც შეეშვან.
Let them lose the "paths leading to each other" when they need condolence.
71502.
აველუმი | თავი X
ჩაიხედონ ჯერ სარკეში, მერე სულში და გაჩუმდნენ, ადგილობრივი სომეხივით.
Let them look in the mirror, then in their hearts, and shut up, like the local Armenian.
71503.
აველუმი | თავი X
სოხუმის აეროპორტში არეულობაა, დამსვენებლები გარბიან, ის კი მოწყენილი იმზირება გამაგრილებელი წყლების ჯიხურიდან, თავგზააბნეული მუშტრის მოლოდინში.
Sukhumi airport is in chaos, holidaymakers are running for cover, and he’s in his soft-drink kiosk, looking bored, hoping for a stray customer to stop by.
71504.
აველუმი | თავი X
ადლერის მხარეს გასვლა მოახერხა მხოლოდ ერთმა მატარებელმა.
Only one train got through to Adler.
71505.
აველუმი | თავი X
ერთმანეთზე სხედან, ეშინიათ.
They sit on each other, they are afraid.
71506.
აველუმი | თავი X
მოსახლეობიდან ამოღებული 2103 ცეცხლსასროლი იარაღი, 214 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, 4 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 15 ხელყუმბარა.
2,103 guns, 214 kilos of explosives, 4 anti-tank mines and 15 hand grenades have been confiscated.
71507.
აველუმი | თავი X
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის მიმღები კომისიის წევრები ჩაკეტილი ჰყავთ სკოლაში.
Members of the admissions committee for the Sukhumi branch of Tbilisi State University are kept locked up in a school.
71508.
აველუმი | თავი X
ხალხმა (ხალხს ეროვნება არა აქვს) დაუნდობლად სცემა.
People (no nationality) savagely beat them up.
71509.
აველუმი | თავი X
ერთი მოკვდა.
One died.
71510.
აველუმი | თავი X
ამას მოჰყვა პარკში თავშეყრილი ქართველების დარბევა.
Then there was a pogrom of Georgians who’d gathered in the park.
71511.
აველუმი | თავი X
ვისგან? ხალხისგან, რა თქმა უნდა.
Who by? People, of course.
71512.
აველუმი | თავი X
ისროდნენ ეზოებიდან, ფანჯრებიდან.
They fired from courtyards and windows.
71513.
აველუმი | თავი X
ტყვია მარტო ქართველს ხვდება.
The bullets only hit Georgians.
71514.
აველუმი | თავი X
რას იტყვის კაშპიროვსკი?
What will Kashpirovsky say?
71515.
აველუმი | თავი X
არ ყოფილა ჩვენზე ნაწყენი, უპატიებია.
Apparently, he’s got nothing against us; apparently he forgives us.
71516.
აველუმი | თავი X
მაგრამ მაინც ბაიკალის წყალი ურჩევნია ბორჯომის წყალს.
But he still prefers Baikal water to Borjomi.
71517.
აველუმი | თავი X
ვინც ბორჯომს აძალებს, ის არის მოსაკლავი.
Damn anyone who makes him drink Borjomi.
71518.
აველუმი | თავი X
უნგრეთი ეროვნული გმირის ნეშტს დაეძებს და სწორადაც იქცევა - ახლა ისეთი დროა, ეროვნული გმირის ნეშტიც სანთლითაა საძებარი.
Hungary is looking for the remains of its national hero: quite right too: in our times you need a searchlight to find just the ashes of your national hero.
71519.
აველუმი | თავი X
ისრაელი ემზადება.
Israel is preparing.
71520.
აველუმი | თავი X
ერაყს საშიში ქიმიური იარაღი ჰქონია.
Iraq, it turns out, has dangerous chemical weapons.