მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71581.
აველუმი | თავი IX
კარენ დანკოსი ელენე ზურაბიშვილი ყოფილა, მაგრამ რაკი თავად მალავს ვინაობას, ჯერჯერობით, ჩვენც თავი შევიკავოთ გენეტიკური კვლევა-ძიებებისგან.
Hélène Carrère d’Encausse was once Elene Zurabishvili; but she’s hiding her identity for now, so we’ll refrain from genetic investigations.
71582.
აველუმი | თავი IX
სამაგიეროდ, მსოფლიო ეკრანებზე წარმატებით მოგზაურობს სხვა ქართველი, არც მეტი და არც ნაკლები, ერთადერთი რუსთაველი რუსთაველის შემდეგ, სულმნათი შოთას ერთადერთი მოგვარე მთელი რვა საუკუნის მანძილზე, - სახელგანთქმული რეციდივისტი, მოუხელთებელი კონტრაბანდისტი და სწორუპოვარი ბანდიტი, რასაკვირველია, თავად იმპერიის თანხმობითა და უანგარო კონსულტაციებით შობილი, რასაკვირველია, არაფრისმცოდნე მსოფლიოსთვის სწორი, ობიექტური წარმოდგენის შესაქმნელად ოდესღაც მის მიერ ცოცხლად გადასანსლული ხალხის საბრალო ნარჩენებზე.
Instead, another Georgian is having a successful career in world cinema, a second Rustaveli, no less: the Blessed Shota’s only namesake in eight centuries — a famous career criminal, elusive smuggler and peerless bandit, created, of course, with the Empire’s consent and disinterested advice, to give, of course, a totally ignorant world a "precise, objective" idea of the pathetic detritus of a people swallowed alive by that Empire.
71583.
აველუმი | თავი IX
„კომუნისტის“ პირველ გვერდზე კი დავითის ფრესკაა დაბეჭდილი. გიხაროდენ!
The Communist has printed on page one a fresco of King David the Builder: rejoice!
71584.
აველუმი | თავი IX
მალე ინდიგოს რეზიდენციის წინ აღიმართება დიდი მეფის ძეგლი.
Soon a monument to the great king will be erected outside Indigo’s residence.
71585.
აველუმი | თავი IX
წარმოგიდგენიათ, რას მოვესწარით?! გვიხარია, არცკი გვჯერა.
Imagine what we’ve lived to see! We rejoice but don’t believe.
71586.
აველუმი | თავი IX
არა, პირიქით. გვჯერა, მაგრამ არ გვიხარია. სიხარულის უნარი დაგვიკარგავს ჩვენდა უნებურად.
No, the opposite. We believe but don’t rejoice. We’ve accidentally lost our capacity for joy.
71587.
აველუმი | თავი IX
კი გაიძახიან ჩვენი გარდაქმნილი ჟურნალისტები, როგორც იქნა ვძლიეთ შიშსო, მაგრამ ტანკის ჯოხით ცემა, უშიშრობაზე მეტად, მაინც ჩვენი უძლურების, ჩვენი უსასოობის გამოხატულებაა და უმალ საგონებელში გვაგდებს (უნდა გვაგდებდეს), ვიდრე საბრძოლველად აღგვაგზნებს.
True, our "reconstructed" journalists harp on that we’ve overcome fear, but hitting tanks with sticks proves our impotence and hopelessness, not our fearlessness, and gives us (or ought to give us) food for thought, rather than spirit to fight.
71588.
აველუმი | თავი IX
სამაგიეროდ, კოოპერატივი „მენდე“ ისეთ ელექტრონულ სიგნალიზაციას გვთავაზობს, რომლის წინაშეც ნებისმიერი ავტოგამტაცებელი მოწიწებით მოიხრის ქედს.
Instead, the "Trust Me" cooperative offers us electronic alarms to put the fear of God into any car thief.
71589.
აველუმი | თავი IX
შეიძინეთ და გიხაროდენ! ანდა, პირიქით, გიხაროდენ და შეიძინეთ!
Get one and rejoice! Or, instead, rejoice and get one!
71590.
აველუმი | თავი IX
და მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა - სარფის კარი გახსნილია - წინ წარსულია!
But security gives peace of mind: the border gates at Sarp are open — the past is ahead of us!
71591.
აველუმი | თავი IX
ლათინური ამერიკა მოგონილი იქნება.
Latin America will be child’s work.
71592.
აველუმი | თავი IX
ამიტომ, ერთ რამეზე წინასწარ უნდა შევთანხმდეთ, როგორც ცივილიზებულ ხალხებს ეკადრება: ლაპარაკი არ გვინდა, ფული ამოიღე!
So we first have to agree on something as civilised people do: we don’t need talk, get some money!
71593.
აველუმი | თავი IX
თუ ისევ ქესატად ვიქენი, გარდაქმნას რა აზრი აქვს მეთქი, მე თქვენ გეკითხებით.
If I’m going to be broke again, what’s the point of perestroika, I ask you?
71594.
აველუმი | თავი IX
თუ გარდაქმნაა გარდაქმნა იყოს.
If we’re going to have perestroika, so be it.
71595.
აველუმი | თავი IX
საბჭოთა კავშირის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საბჭოთა ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადა უკვე 70642 კაცმა.
70,642 people have now renounced Soviet citizenship and declared no confidence in Soviet rule.
71596.
აველუმი | თავი IX
მაგრამ ბევრია ეს თუ ცოტა? თუკი გავითვალისწინებთ, რომ... მაშინ, რასაკვირველია, ბევრია.
Is that too many or too few? If we bear in mind that… then, of course, it’s a lot.
71597.
აველუმი | თავი IX
ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ... ჰმ, ჰმ... მაშინ - ძალიან ცოტა.
But if we bear in mind that… hmm, hmm… then it’s very few.
71598.
აველუმი | თავი IX
ტაშკენტის შვიდში კი მართლაც რომ მუმიის მოთმინებით ელოდება მუშტარს კოოპერატივი „მუმია“.
At 7 Tashkent Street the cooperative The Mummy waits with a real mummy’s patience for customers.
71599.
აველუმი | თავი IX
მომსახურება უმაღლეს დონეზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასებში.
Top-level service at prices everyone can afford.
71600.
აველუმი | თავი IX
გუშინდელ ჩვენს ბალზამმახერებს, თურმე, ისიც არ სცოდნიათ, სხვადასხვა სენით გარდაცვლილთა შესამურად სხვადასხვა შედგენილობის წამლები რომ გამოიყენება.
Yesterday’s quack medicine makers seem not to have known that various drugs are used to embalm people who have died of various illnesses.