მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71741.
აველუმი | თავი IX
ჩემზე ძალიან ამას სდომებია გაფრენაო - ფიქრობდი ერთდროულად შეძრწუნებულიცა და გაბედნიერებულიც.
She wanted to fly much more than me, you thought, simultaneously horrified and gladdened.
71742.
აველუმი | თავი IX
მაგრამ გაფრენა გართობის სახეობა არ უნდა ყოფილიყო იმისთვის, შვილისთვის, ჯერ კიდევ ზრდადაუმთავრებელი ყმაწვილისთვის, რომელსაც ერთდროულად ეზრდება ყველაფერი, ყველა ნაკვთი ერთდროულად ეწევა გარეთ და მაღლა, ახალი სივრცეებისკენ.
But flying couldn’t be a form of entertainment for her, your child, still under-age, still growing in every way: her every feature was reaching out and up towards new spaces.
71743.
აველუმი | თავი IX
სივრცე კი ისევე იზიდავს ადამიანს, როგორც ძაღლს - სისხლიანი ხორცის ნაჭერი.
Space draws a human being on as a bloody piece of meat draws a dog.
71744.
აველუმი | თავი IX
მაგრამ სისხლიანი ხორცის ნაჭერი, შეიძლება თავად აღმოჩნდეს, თუკი სურვილი თანდათანობით თვისებად არ გადაიქცა.
But a bloody piece of meat can appear of its own accord, if desire isn’t gradually changed into natural feature.
71745.
აველუმი | თავი IX
ხოლო, მას შემდეგ, რაც შენ და შენი შვილი თანამზრახველები გახდით, იმდენად შეიკუმშა, იმდენად დაპატრავდა თქვენს გარშემო სივრცე, ადვილად შეიძლებოდა, სურვილი თვისებად მოგჩვენებოდათ.
Then, after you and your child turned out to be of one mind, the space outside yourselves contracted so much, became so small, that the desire could easily have seemed to be a natural feature.
71746.
აველუმი | თავი IX
უფრო სწორად, იმას მოსჩვენებოდა, შვილს, უმწიფარს, გამოუცდელს, მოუთმენარს.
In fact, that is how it seemed to your naïve, inexperienced and impatient child.
71747.
აველუმი | თავი IX
ტყვეობიდან თავის დაღწევის ჟინი და თავისუფლებისკენ სწრაფვა ერთი და იგივე არ არის.
The urge to escape from captivity is not the same as striving for freedom.
71748.
აველუმი | თავი IX
ტყვეობა მოთხოვნილებათა და მიდრეკილებათა შეზღუდვაა დროის გარკვეულ მონაკვეთზე, რაც თანაბრად აუტანელია ნებისმიერი სულიერი არსებისთვის.
Captivity is a restriction of your wants and urges for a set period of time, and is equally unendurable for any animate being.
71749.
აველუმი | თავი IX
მაგრამ აველუმიც თანამედროვე პედაგოგიკის გზას რომ დასდგომოდა და შვილის განათლებაზე მეტად, შვილის გაეშმაკებაზე ეფიქრა, უფრო „პოპულარული“ ენით ელაპარაკა მასთან, ალბათ ისიც უკეთ გაერკვეოდა, როდის როგორ მოქცეულიყო.
But if Avelum had adopted a modern child-rearing outlook and planned to make his daughter streetwise, rather than enlightened, if he’d used more "popular" language to talk to her, she too would probably have understood when and how to act.
71750.
აველუმი | თავი IX
თუმცა, იმდენად პატივმოყვარე გახლდათ (ესეც საერთო თვისებაა დღევანდელებისა), ერთხელაც არ წამოსცდენია, ვერ გავიგე, იქნებ უკეთ ამიხსნათო.
Though, she’s so vainglorious (typical of today’s generation) that she never even hinted, "I can’t understand, perhaps you’d explain".
71751.
აველუმი | თავი IX
ერთი სული ჰქონდა, როდის მიიმაგრებდა მხრებზე ხელოვნურ ფრთებს.
She couldn’t wait to attach artificial wings to her shoulders.
71752.
აველუმი | თავი IX
მაგრამ როცა ამის დროც დადგა, ერთბაშად დაავიწყდა ყველაფერი, რასაც მამა ასწავლიდა აქოთებული ლაბირინთის წყვდიადში.
But when the time came, she suddenly forgot everything her father had taught her in the gloom of the stinking labyrinth.
71753.
აველუმი | თავი IX
თვითნაკეთი დროშა ფრთასავით დაიქნია და ტანკს შეაფრინდა.
She waved her home-made flag like a wing and leapt onto a tank.
71754.
აველუმი | თავი IX
ხოლო, ამას რა მოჰყვა შედეგად, ყველასათვის ცნობილია.
And we all know what the outcome was.
71755.
აველუმი | თავი IX
გაფრენის სურვილი ადამიანობის ნიშანია, მაგრამ ფრენა ადამიანის თვისება არ არის.
The desire to fly is a sign of humanity, but flying is not a human attribute.
71756.
აველუმი | თავი IX
ასე რომ, შენც დამნაშავე ხარ, როგორც საკუთარი შვილის (შვილების), ისევე საერთოდ ახალგაზრდობის წინაშე, რაკი მთელი სიცოცხლის მანძილზე, ნიშნის თვისებად გადაქცევას ცდილობდი.
So you’re guilty, before your own child(ren) and all the younger generation, because all your life you’ve been trying to turn a goal into an attribute.
71757.
აველუმი | თავი IX
რაც მთავარია, შენი მოძღვრება (საკმაოდ მაღალფარდოვანი), გნებავთ, შემოქმედება (საკმაოდ ბუნდოვანი), ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კი არ გულისხმობდა, არამედ საკუთარი სურვილის, საკუთარი ოცნების გადანერგვას, შეიძლება, საამისოდ სრულიად შეუფერებელ ნიადაგზე.
Above all, your (rather bombastic) doctrines, or your (rather fuzzy) influence, didn’t amount to a sharing of knowledge and experiences: you were transplanting your own desires and dreams in ground that was possibly quite unsuitable for them.
71758.
აველუმი | თავი IX
მით უფრო რომ, თავადაც ისევე არ შეგეძლო გაფრენა, როგორც, ვთქვათ, ვირთხას.
In any case, you had no more flying ability than a rat.
71759.
აველუმი | თავი IX
მაგრამ, საცა სამართალია, გუნებაშიც არ დაგიშვია, რომელიმე შენი მოწაფე (მსმენელი, მკითხველი), ანდა თავად, მართლა რომ გაფრინდებოდი ამ სიტყვის პირდაპირი, ანუ მითოლოგიური მნიშვნელობით.
It would be true, however, to say that you didn’t even imagine that any pupil (listener, reader) of yours, or you yourself would really fly in the literal or mythological sense of the word.
71760.
აველუმი | თავი IX
შენ სხვა მიზანი გამოძრავებდა.
You had other motives.