მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71861.
აველუმი | თავი IX
წრე თანდათან იკვრება, ასე რომ, არაფერი ხდება უჩვეულო და უცნაური.
The circle is gradually tightening, so nothing unusual or weird is happening.
71862.
აველუმი | თავი IX
უბრალოდ, გაზეთი ტყუილ სახელს იცვლის და ნამდვილ სახეს მალავს. ერთხელ კიდევ.
Simply, a newspaper changes its false name and hides its real face. Yet again.
71863.
აველუმი | თავი IX
ფუნქციონერის აღსარებაო, ჰომოსექსუალიზმი კაცობრიობის ნათელი მომავალიო და, რა ვიცი, რაღას არ კისრულობს მკითხველის ერთხელ კიდევ გასაბრიყვებლად.
An official’s confession, they say: homosexuality is humanity’s bright future, they say and what do I know: what won’t they think up to fool the reader yet again?
71864.
აველუმი | თავი IX
მაგრამ ვითომ ეს იყო ჩვენი იდეალი?!
But was this supposed to be our ideal?
71865.
აველუმი | თავი IX
უფრო სწორად, რაღა ეს უნდოდა ჩვენს ისედაც დაბნეულ მკითხველს?!
Actually, did our confused reader need all this?
71866.
აველუმი | თავი IX
მაგრამ არც მთლად ისეა საქმე, როგორც ჩვენს მტრებს სურთ.
But things aren’t quite as our enemies would wish.
71867.
აველუმი | თავი IX
დეიდა ვანგას უთქვამს, ქართველებს ორი წელი უჭირთ, მერე კი შეეჩვევიანო.
Auntie Vanga has said Georgians will have two bad years, but will then get used to it all.
71868.
აველუმი | თავი IX
„მეტეხის“ საბანკეტო დარბაზში ვიღაც იტალიელ საქმოსანს ოფიციალურად გამოუთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი.
In the banqueting hall of the Hotel Metekhi an Italian wheeler-dealer has officially expressed the wish to do business with us.
71869.
აველუმი | თავი IX
საერთოდ დაინტერესებული ყოფილა საქართველოთი (ქართულ მარკებს აგროვებდა ალბათ ბავშვობაში).
He says he’s always been interested in Georgia (he must have collected Georgian stamps when he was a boy).
71870.
აველუმი | თავი IX
ჩვენი არ იყოს, თქვენც უძველესი კულტურის ხალხი ხართო, უთქვამს არაოფიციალურად, ასე ვთქვათ, კულისებში (ორიგინალში ჰქონია წაკითხული ფეშანგი ფაშვიბერტყაძის თხზულებანი).
"Apart from us Italians, you Georgians are the oldest civilised people", he said off the record, in the corridor (he’s apparently read Peshangi Pashvibertqadze’s works in the original).
71871.
აველუმი | თავი IX
ქართველი გადარჩა, იმიტომ რომ იცინოდა.
The Georgian has survived, because he laughed.
71872.
აველუმი | თავი IX
სხვები სწავლობდნენ, შრომობდნენ, ვაჭრობდნენ, ის კი იცინოდა.
Others studied, worked, traded, but he laughed.
71873.
აველუმი | თავი IX
ვინც მარტო იცინის თავს დასცინისო, ნათქვამია, მაგრამ თუკი ყველაფერი წარმავალია, მაშინ ქართველი მართლა სხვებზე ჭკვიანი ყოფილა.
He who laughs alone laughs at himself, it’s been said, but if everything is ephemeral, then a Georgian really is cleverer than anyone else.
71874.
აველუმი | თავი IX
ყველაფერი მიედინება ჰერაკლიტემდეც და ჰერაკლიტეს შემდეგაც.
Everything flows before and after Heraclitus.
71875.
აველუმი | თავი IX
ნუ შეეცდებით რამის შეკავებას.
Don’t try to stop anything.
71876.
აველუმი | თავი IX
სიჭკვიანისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სიმბოლოების სიგიჟე ნამდვილად გვჭირს.
I can’t say we’re quick-witted, but we do suffer from a madness for symbols.
71877.
აველუმი | თავი IX
მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ამის გამართლებაც შეიძლება.
But, if you ask me, this is excusable.
71878.
აველუმი | თავი IX
მხოლოს სიმბოლოა მარადიული.
Only a symbol is eternal.
71879.
აველუმი | თავი IX
ანდა, მარადიულობა მხოლოდ სიმბოლოების სახით არსებობს.
Or, eternity exists only as symbols.
71880.
აველუმი | თავი IX
ასე რომ, რაც უფრო მეტი სიმბოლო გვექნება, მით უფრო იოლად გავიტანთ თავს ამ გაძაღლებულ წუთისოფელში.
So, the more symbols we have, the easier it is to hold out in this foul world of ours.