ბიოლოგია | თავი XV
ავტორი: ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი
მთარგმნელი: უცნობია
ტიპი: სამეცნიერო წიგნი
დარგი: ბიოლოგია
გამომცემლობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ორიგინალის ენა: en
გამოცემის წელი: 2009
თარგმნის წელი: 2009
Leukemia is a cancer affecting the cells that give rise to white blood cells, and in the cancerous cells of CML patients, a reciprocal translocation has occurred. In these cells, the exchange of a large portion of chromosome 22 with a small fragment from a tip of chromosome 9 produces a much shortened, easily recognized chromosome 22, called the Philadelphia chromosome.
ლეიკემია ავთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ლეიკოციტების წინამორბედ უჯრედებს მოიცავს და ავადმყოფის სიმსივნურ უჯრედებში ვლინდება რეციპროკული ტრანსლოკაციის სახით; კერძოდ, აღინიშნება 22-ე ქრომოსომის დიდი მონაკვეთის და მე-9 ქრომოსომის კიდური მცირე ფრაგმენტის ურთიერთგაცვლა. შედეგად, მიიღება ძლიერ დამოკლებული, ადვილად ამოსაცნობი 22-ე ქრომოსომა, რომელსაც ფილადელფიურ ქრომოსომას უწოდებენ.