ბიოლოგია | თავი XIV
ავტორი: ნილ კემპბელი
მთარგმნელი: უცნობია
ტიპი: სამეცნიერო წიგნი
დარგი: ბიოლოგია
გამომცემლობა: ილიაუნის გამომცემლობა
ორიგინალის ენა: en
გამოცემის წელი: 2007
თარგმნის წელი: 2009
So far, we have treated Mendelian inheritance as though each gene affects one phenotypic character. Most genes, however, have multiple phenotypic effects, a property called pleiotropy.
აქამდე ჩვენ ისეთი კუთხით განვიხილავდით მენდელისეულ მემკვიდრულობას, თითქოს ერთი გენის მოქმედება მხოლოდ ერთ ფენოტიპურ ნიშანს განსაზღვრავდა; მაგრამ გენების უმეტესობას ახასიათებს მრავლობითი ფენოტიპური ეფექტი, მოვლენა, რომელსაც პლეიოტროპიას უწოდებენ.