ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2021.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, მეტალურგია
წარმოდგენილია ოქსიდების აღდგენის სქემა კაჟბად-ქრომ-კალციუმიანი შენადნობის წარმოებისას.
The scheme of reduction of oxides during the production of a silicon-chrome-calcium alloy is suggested.
2022.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, მეტალურგია
დადგენილია, რომ ამ შემთხვევაში უმჯობესდება ღუმელის მუშაობის ტექნოლოგიური მაჩვენებლები, შენადნობის ხარისხი, უზრუნველყოფილია ნარჩენი პროდუქტების კომპლექსური გამოყენება.
The technological indices of furnace functioning and alloy quality were found to improve, complex utilization of concentrates being ensured.
2023.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, მექანიკა
შედგენილია კიდული ბაგირგზის ვაგონების მოძრაობის განტოლება მასზე მოქმედი ყველა ძალის გათვალისწინებით, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს თუ როგორ აჩქარებას, შენელებას, ან მაქსიმალურ გადახრას მიიღებს ვაგონი ავარიული დამუხრუჭების ან გამწევი ბაგირის გაწყვეტის შემთხვევაში.
An equation of the motion of cableway cars has been derived, with account of all the forces acting on them. The equation permits to determine the acceleration, deceleration, or maximum deviation of the car at emergency braking or the snapping of the track cable.
2024.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
დადგენილია, რომ კულტურების მიერ ამინომჟავების მოთხოვნილებისა და მათში ამინომჟავათა შემცველობას შორის არსებობს უკუდამოკიდებულება.
An inverse relationship was found between the amino acid requirement of the cultures and heir actual content of amino acids.
2025.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ორგანული ქიმია
მიღებულია ჯაჭვში უჯერი ბმების შემცველი გოგირდ– და სილიციუმშემცველი ორგანული ეპოქსიდური ნაერთები, შესაბამისი გლიკოლების ურთიერთქმედებით ეპიქლორჰიდრინთან ნატრიუმის ჰიდროქსიდის თანაობისას. დადგენილია, რომ რეაქცია მიმდინარეობს შეფარდებით გლიკოლი: ეპიქლორჰიდრინი: ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1:4:4.
Sulfur-containing organosilicon epoxyoligomers with unsaturated bonds in the molecule have been synthesized by the interaction of corresponding glycols with epichlorohydrin in the presence of NaOH (ratio 1:4:4 for glycol: epichlorohydrin: NaOH).
2026.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, პალეობიოლოგია
დადგენილია ყირიმ–კავკასიის ფორმათა სავარაუდო წინაპრები დასავლეთის მიოცენში.
The possible ancestors of the Crimean-Caucasian forms in the West Mediterranean Miocene (Burdigalian, Badenian) are also stated.
2027.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, საბადოთა დამუშავება და გამდიდრება
დადგენილია დამოკიდებულება ქვანახშირის ფენების გაშიშვლებული ზედაპირიდან გაზის გამოყოფის ინტენსიურობასა და მოსამზადებელ გვირაბებში გაყვანის სიჩქარეს შორის.
The paper presents the findings of a study of the gas dynamics of the coal seams of the title deposit. A dependence of the intensity of gassing from the exposed surface of coal seams on the rate of underground working has been established.
2028.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ფარმაკოქიმია
დადგენილია ალკალოიდების ლოკალიზაციის ადგილები მცენარის ვეგეტატიურ ნაწილებში.
The vegetative organs of the plant were studied histochemically with a view to determining the sites of localization of alkaloids.
2029.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ფიზიკა
დადგენილია, რომ ქიმიური მეთოდით მიღებული Au-n-GaP შოტკის დიოდები თერმოდამუშავების შედეგად 200-300° C ხასიათდებიან იდეალური ვოლტამპერული მრუდით გამტარ მიმართულებაში.
Following their heat treatment at 200-300° C, chemically obtained Au-n-GaP Schottky diodes, were found to be characterized by an ideal volt-ampere curve in the conductive direction.
2030.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი110, ფიზიკური გეოგრაფია
დადგენილია, რომ ტენის კონდენსაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასავლეთ აფხაზეთის კარსტულ მასივების წყლის ბალანსში.
Condensation of moisture has been found to play a considerable part in the water balance of the western Abkhazian massifs.
2031.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი110, ფიზიკური გეოგრაფია
ისევე დადგენილია, რომ ზომიერი ღელვის დროს, ტურბულენტობის მაქსიმუმი მოდის 5 მ სიღრმეზე.
Besides, at waves of moderate force the maximum of turbulence was found to occur at the depth of 5 m.
2032.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ფიზიკური ქიმია
დადგენილია, რომ ნახშირმჟავა გაზის ადსორბციის სიდიდე ბევრად არის დამოკიდებული ცეოლითის კათიონურ შედგენილობაზე.
The adsorption value of carbon dioxide was found to depend highly on zeolite cation composition.
2033.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ფიზიკური ქიმია
გამოკვლევებით დადგენილია, რომ ნიკელის (II) და კობალტის (II) სორბცია ოქსალატებით მოდიფიცირებულ ანიონებზე მიმდინარეობს კომპლექს-წარმომქმნელის მექანიზმით. კომპლექსის წარმოქმნა ხდება სორბენტის ფაზაში, ქრომატოგრაფიული ხსნარის შეხებისას ლიგანდთან.
Sorption of Ni (II) and Co (II) on anionates in C<sub>2</sub>O<sub>4</sub> form was found to proceed according to the complexing mechanism, the latter occurring in the sorbent phase at the contact of the chromatographic solution with the ligand.
2034.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ფიტოპათოლოგია
ავტორის მიერ შედგენილია ატმის ერთ–ერთი უმთავრესი სოკოვანი დაავადების მავნეობის სამეურნეო–ეკონომიური შეფასების ახალი მეთოდიკა.
A new method of determination of the economic harmfulness of shot hole, one of the main diseases of peach, has been developed by the authors.
2035.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ფიტოპათოლოგია
დადგენილია, რომ „სარეველა მატლისა“ (Fhalictrum foetidum) ფართოდაა გავრცელებული და ხორბლის მურა ჟანგას განვითარების პირველდაწყებითი წყაროა.
Fhalictrum foetidum L was found to be distributed widely, constituting the primary source of the disease.
2036.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ქიმიური ტექნოლოგია
ნაჩვენებია, რომ ოპტიმალურ პირობებში (T=300-320°C, p=50 ატმ, t=2 სთ. ) დემეტალიზაციის ხარისხი აღწევს 97-99%, ხოლო პროდუქტის გამოსავალი 95-97%. შესწავლილია გამწმენდი ზეთების შემთავსებლობა ვულკანიზაციის პროცესში CKC-30 APKM-15 მარკის კაუჩუკთან, რის შედეგადაც დადგენილია, რომ მიღებული ვულკანიზატები ხასიათდებიან მაღალი მდგრადობით, ელასტიურობით და ხანგრძლივობით.
It is shown that in optimum conditions (T=300-320°C, p=50 atm, t=2 hr) the demetallization degree reaches 97-99%, and product yield, 95-97%.The compability of the refined oils was studied during vulcanization with rubber CKC-30 APKM-15; the resulting vulcanizates proved to be of high stability, elasticity and durability.
2037.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ჰიდროლოგია
შედგენილია კოლხეთის დაჭაობებული ნაწილის ზედაპირიდან შესაძლო აორთქლების (აორთქლებადობის) საშუალო მრავალწლიური ველის რუკა.
A map of the average long-term evaporativity field is constructed for the swamped part of Kolkheti.
2038.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოქიმია
კვაისის მადნიანი ველის მადნების გოგირდის იზოტოპური შედგენილობა.
The anomalous Sulphur isotopic composition of the ores of the Kvaisa ore field (Georgian SSR).
2039.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, გეოქიმია
კვაისის მადნიანი ველის გალენიტ-სფალერიტის ასოციაციაში კვლევის შედეგად დადგენილი გოგირდის იზოტოპების განაწილება მიუთითებს იმაზე, რომ მადნების კრისტალიზაცია უნდა ხდებოდეს საშუალო და დაბალი ტემპერატურის პირობებში სიღრმული ტუტე ხსნარებიდან.
Studies of sulphur-isotope distribution in the galena-sphalerite association of the Kvaisa ore field suggest that ore crystallization could take place under medium to low-temperature conditions from highly alkaline fluids with deep-seated sulphur sources.
2040.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 110, ენერგეტიკა
დადგენილია, რომ სპილენძის ჟანგის შემცველი ნალექების კარგ გამხსნელს წარმოადგენს ტრილონ B ხსნარი თიოშარდოვანასთან.
The composition of trilon B with thiourea proved to be the best cleansing agent for the removal of copper deposits form the stator windings of hydrogenerators.