ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2061.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ედუარდმა ხელი აიღო, გოგონა თავისკენ მიიზიდა და ტუჩებში აკოცა; თავს იკავებდა, ენას უკან აკავებდა.
Edward removed his hand and drew her to him and kissed her on the lips, with all the restraint he was capable of, holding back his tongue.
2062.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
თავდაჯერებულად მიაბიჯებდა ძირფესვიანად კეთილი, პატიოსანი ახალგაზრდა.
It was a confident swaggering motion fundamentally decent and capable fellow.
2063.
ქვიან სანაპიროზე | თავი III
ახლა კი ზიზღს ვერ იკავებდა.
But now she was incapable of repressing her primal disgust.
2064.
ქვიან სანაპიროზე | თავი IV
სურვილები ტვინს აღარ ურევდა და შეურაცხყოფას ობოექტური გონებით შეიგრძნობდა.
With his thoughts no longer blurred by longing, he was capable of registering an insult with objectivity.
2065.
ქვიან სანაპიროზე | თავი V
სანაპიროზე გამოსასვლელი ფეხსაცმლით ამდენი იმიტომ ირბინა, საძინებელს რომ მოშორებოდა, გაჰქცეოდა საკუთარ თავს.
That was why she had run so far along the beach, through the heavy shingle in her goingaway shoes, to flee the bedroom and to escape herself.
2066.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
გაოცებულმა დედაჩემმა ერთ დღეს ისიც აღმოაჩინა, ოლივერი პოკერის არაჩვეულებრივი მოთამაშე იყო და კვირაში ორჯერ საღამოობით ქალაქში, როგორც თვითონ ეძახდა, „რამდენიმე ხელი ეთამაშა“.
He was, as my mother was scandalized to learn one day, a supreme poker player who’d escape into town at night twice a week or so to "play a few hands."
2067.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
იუმორსა და ხმებს იყენებს, – ოლივერმა კაცს გამოაჯავრა, – თავმომწონედ იქნევს ხელებს, რომ მსმენელს გონება გაუფანტოს, აზრს კი ვერ აყალიბებს.
He uses humor and a lot of voice—Oliver mimicked the man’s gravitas—and broad gestures to nudge his audience because he is totally incapable of arguing a case.
2068.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ვერ ამოიკითხა, რომ მხრებს ტყუილად მიზელდა, თავს უფლებას ვერ მივცემდი მისი თანდასწრებით მოვშვებულიყავი, დაჭიმულობა იყო ჩემი უკანასკნელი თავშესაფარი, ბოლო თავდაცვა, რომ არ ვუძალიანდებოდი, ვერ გავუძალიანდებოდი, არასდროს გავუძალიანდებოდი; რა მნიშვნელობა აქვს, რას მთხოვდა?!
Not know that I didn’t want him to let go of me? Not sense that when he started massaging me, my inability to relax was my last refuge, my last defense, my last pretense, that I had by no means resisted, that mine was fake resistance, that I was incapable of resisting and would never want to resist, no matter what he did or asked me to do?
2069.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი I
ამბისტანია მზარეულების მარადიულ ქსელს საიდუმლოს ვერ გამოაპარებ!
Nosecret could escape this network of informed perpetue, housekeepers.
2070.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ნაცნობ სამყაროს გავურბოდი, ჭალაში მოვდიოდი და ახალ ცხოვრებას ვიგონებდი ხოლმე. გამოდის, ოლივერს ჩემი ფანტაზიის ასაფრენი ბილიკი ვაჩვენე.
Here I would come to escape the known world and seek another of my own invention; I was basically introducing him to my launchpad.
2071.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ქალაქ ბ.-დან დაბრუნების შემდეგ, „მწვანე“ ოლივერი გახდა, ვიმინის ასაკის ბიჭუნა, თბილი და უმიზეზო.
After a brief escape to B., he was the “green” Oliver all day, a child no older than Vimini, with all her candor and none of her barbs.
2072.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ამ სიტყვებმა ცხოვრებისეული სიამეების გასინჯვა მომანდომა.
These words made me long for things and try things I would never have thought myself capable of.
2073.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
მომწონდა ჩვენი მებაღის ფაციფუცზე გამოღვიძება: გაუთავებლად ხერხავდა, ან აბრახუნებდა, ოთხშაბათობით დანის ქვასალესს ატრიალებდა; იმ წუთებში თავს ისე მშვიდად და მყუდროდ ვგრძნობდი, როგორც წლების შემდეგ, შუაღამისას ნისლში ჩაძირულ კეიპ-კოდზე გემის სიგნალის მოსმენისას.
I liked hearing him at work in the afternoon, and even when his occasional banging or sawing woke me up, or when the knife grinder would start his whetstone running every Wednesday afternoon, it left me feeling as restful and at peace with the world as I would feel years later on hearing a distant foghorn off Cape Cod in the middle of the night.
2074.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი II
ოლივერი აივნის კარ-ფანჯრებს ღიას ტოვებდა, რადგან მზის სხივებისა და ასეთი ხედის მოცილება ნამდვილი „დანაშაული იყო“. მე ხომ ამას მიჩვეული არ ვარო, მეუბნებოდა.
Oliver liked to keep the windows and shutters wide open in the afternoon, with just the swelling sheer curtains between us and life beyond, because it was a “crime” to block away so much sunlight and keep such a landscape from view, especially when you didn’t have it all life long, he said.
2075.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ალბათ ისიც იმავეს ფიქრობდა, მშვენიერ პეიზაჟს გადაჰყურებდა, ეწეოდა და ლეღვს მიირთმევდა. მხარზე შევეხე და ბედნიერი წამის აღსანიშნად თითი დუნდულებს შორის შევუცურე, რაზეც ღიმილით წამოიძახა: თუ ახლავე არ შეწყვეტ, წიგნის მაღაზიაში ნამდვილად დავაგვიანებთო.
He too must have had the same thought as we surveyed the magnificent cityscape, smoking and eating fresh figs, shoulder to shoulder, each wanting to do something to mark the moment, which was why, yielding to an impulse that couldn’t have felt more natural at the time, I let my left hand rub his buttocks and then began to stick my middle finger into him as he replied, “You keep doing this, and there’s definitely no party.”
2076.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წითელი ტოგა და სქელჩარჩოიანი ხის სათვალე ბრძენი პედაგოგის შესახედაობას გამოკვეთდა.
The red toga and the red bell cap and the thick-rimmed wooden spectacles gave his already stern face the wizened look of an implacable father confessor.
2077.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
წიგნის კითხვა ჯერ არ დაწყებულიყო, მაგრამ მაღაზია გადატენილი ჩანდა. ხალხი ეწეოდა, ხმამაღლა საუბრობდა, წიგნებს ფურცლავდა. ხელში პლასტმასის ჭიქებში ჩამოსხმული ვისკი და სკოჩი ეჭირათ.
The reading had not started yet but the bookstore was filled to capacity, everyone smoking, chatting loudly, leafing through new books, each holding a tiny plastic cup with what looked like scotch whiskey.
2078.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
ღამით პატარა სასტუმროს მისაღებში ოცდაოთხი წლის ბიჭი მხვდება, რომელსაც უფარფლებო ქუდი ახურავს და მომშტერებია.
The twenty-four-year-old night clerk of my rinky-dink hotel, who’s wearing a visorless cap and has seen all types come and go, stares and I stare back.
2079.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
– მოკლედ, იმ ცხელ საღამოს ჩემი საშინელი სასტუმროს დაფხავებულ ბარში გვერდით მომიჯდა ღამით მისაღებში მომსახურე ტიპი, ისევ იმ უცნაური ქუდით.
“So on that warm night when I thought I was losing my mind, I’m sitting in the rinky-dink bar of my rinky-dink hotel, and who should be seated at the table right next to mine but our night clerk, wearing that strange visorless cap.
2080.
შენი სახელი დამიძახე | ნაწილი III
მერე ქუდი მოიხადა და იმსიგრძე თმა დაუშვა, გამიკვირდა, აქამდე სად ეტეოდა-მეთქი.
At which point he removes his cap and lets down so much hair that I couldn’t understand how such a huge tumble could have been wrapped and tucked under so small a bonnet.