ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2081.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
გადაწყობილი და არაგადაწყობილი თანმიმდევრობები ხელახლა თანაბრდება.
The shuffled sequence is realigned with the unshuffled sequence.
2082.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
დაწყვილებული თანმიმდევრობების გათანაბრება მრავალი ბიოინფორმატიკული პროგრამის არსებითი კომპონენტია.
Pairwise sequence alignment is the fundamental component of many bioinformatics applications.
2083.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
ის ძალიან მოსახერხებელია თანმიმდევრობების სტრუქტურული, ფუნქციური და ევოლუციური ანალიზის ჩასატარებლად.
It is extremely useful in structural, functional, and evolutionary analyses of sequences.
2084.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
თანმიმდევრობების დაწყვილებული გათანაბრება ორი თანმიმდევრობის ნათესაობას ადგენს.
Pairwise sequence alignment provides inference for the relatedness of two sequences.
2085.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
ძალიან მსგავსი თანმიმდევრობები ხშირად ჰომოლოგიურია.
Strongly similar sequences are often homologous.
2086.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
თუმცა, თანმიმდევრობების ჰომოლოგიურობა და მსგავსება უნდა ერთმანეთისგან განვასხვაოთ: პირველი მიღებულია თანმიმდევრობების შედარებით, მეორე კი, თანმიმდევრობების გათანაბრების შემდეგ, უშუალო დაკვირვებით.
However, a distinction needs to be made between sequence homology and similarity. The former is inference drawn from sequence comparison, whereas the latter relates to actual observation after sequence alignment.
2087.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
ცილის თანმიმდევრობებისთვის დაწყვილებული გათანაბრების იგივეობის მნიშვნელობებს ხშირად ჰომოლოგიურობის დასადგენად იყენებენ, თუმცა ეს მიდგომა შეიძლება ძალიან არაზუსტი გამოდგეს.
For protein sequences, identity values from pairwise alignment are often used to infer homology, although this approach can be rather imprecise.
2088.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
არსებობს თანმიმდევრობების გათანაბრების ორი სტრატეგია: ლოკალური გათანაბრება და გლობალური გათანაბრება, და სამი ტიპის ალგორითმი, რომლებიც ახორციელებს როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ გათანაბრებას.
There are two sequence alignment strategies, local alignment and global alignment, and three types of algorithm that perform both local and global alignments.
2089.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
პირველად თანმიმდევრობას და თანმიმდევრობების მატრიცას იძლევა.
It first produces a sequence versus sequence matrix.
2090.
ბიოინფორმატიკის საფუძვლები | თავი 3
დაწყვილებული თანმიმდევრობების მსგავსების სტატისტიკური სარწმუნოობა შეიძლება რანდომიზაციის ტესტის გამოყენებით შემოწმდეს, სადაც მაჩვენებლის განაწილება, ზღვრული მნიშვნელობის განაწილებას მოჰყვება.
Statistical significance of pairwise sequence similarity can be tested using a randomization test where score distribution follows an extreme value distribution.
2091.
ბიოლოგია | თავი XXXV
მისი გენომი სიქვენირებულია, ხოლო მრავალი ცილა – იდენტიფიცირებული.
Its genome has been sequenced, and many of its proteins have been identified.
2092.
ბიოლოგია | თავი XXXV
ამ თვისებების გამო, Arabidopsis იყო პირველი მცენარე, რომლის გენომიც მთლიანად იქნა სექვენირებული ექვსწლიანი, მრავალეროვნული ძალისხმევის შედეგად.
As a result of these attributes, Arabidopsis was the first plant to have its entire genome sequenced—a sixyear, multinational effort.
2093.
ბიოლოგია | თავი XXI
კვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დნმ-ის ძირითადი თანმიმდევრობა არ არის ჩვეულებრივ შეცვლილი, ქრომატული სტრუქტურა სრულიად გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, რაც გამოიხატება ჰისტონების ქიმიურ მოდიფიკაციებში ან დნმ-ის მეთილირებაში..
Research has shown that although the base sequence of the DNA usually does not change, the chromatin structure is altered in specific ways, usually involving chemical modifications of histones or DNA methylation.
2094.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, 2000 წელს, როდესაც არაბიდოფსისის დნმ-ის გენთა თანმიმდევრობის დადგენა დასრულდა, მისი გენების 5%-ზე ნაკლები იყო დადგენილი მუტაციური ანალიზის შედეგად, მაშინ, როდესაც, დროზოფილას და ნემატოდას გენების 25% დადგენილი იყო სწორედ ამ გზით.
For example, in 2000, when the Arabidopsis DNA sequence was completed, fewer than 5% of its genes had been defined by mutational analysis, whereas over 25% of the genes in both Drosophila and C. elegans had been identified in that way.
2095.
ბიოლოგია | თავი XXI
თანამედროვე მოლეკულური ტექნოლოგიების და გენომის შესახებ უზარმაზარი ინფორმაციის გამოყენებით, ჩვენ უკვე ვხვდებით, რომ აშკარად გამოხატული განსხვავებების მქონე სახეობები შეიძლება ძალიან მცირედ განსხვავდებოდნენ გენომში გენთა თანმიმდევრობის ან რეგულირების თვალსაზრისით.
With the advent of molecular techniques and the recent flood of genomic information, we are beginning to realize that the genomes of related species with strikingly different forms may have only minor differences in gene sequence or regulation.
2096.
ბიოლოგია | თავი XXI
დროზოფილას ჰომეოტური გენების მოლეკულურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა მათგანი შეიცავს 180-ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობას, რომელსაც ჰქვია ჰომეობოქსი, რომელიც განსაზღვრავს 60-ამინო-მჟავურ ჰომეოდომეინს (homeodomain-ჰომეოუბანი) პროტეინში.
Molecular analysis of the homeotic genes in Drosophila has shown that they all include a 180-nucleotide sequence called a homeobox, which specifies a 60-amino-acid homeodomain in the protein.
2097.
ბიოლოგია | თავი XXI
იდენტური, ან ძალიან მსგავსი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა აღმოჩენილია მრავალ უხერხემლოთა და ხერხემლიანთა ჰომეოტურ გენებში.
An identical or very similar nucleotide sequence has been discovered in the homeotic genes of many invertehomolobrates and vertebrates.
2098.
ბიოლოგია | თავი XXI
ყოველ შემთხვევაში, მას ისეთი კონფიგურაცია აქვს, რომ მას შეუძლია დნმ-ის ნებისმიერ უბანზე აწარმოოს ბმა; თვითონ მას არ შეუძლია შეარჩიოს კონკრეტული თანმიმდევრობა.
However, the shape of the homeodomain allows it to bind to any DNA segment; by itself it cannot select a specific sequence.
2099.
ბიოლოგია | თავი XXI
ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტული გენების მარეგულირებელი თანმიმდევრობების მცირე ცვლილებები, იწვევს სხეულის ფორმის მნიშვნელოვან ცვლილებებს.
In some cases, small changes in regulatory sequences of particular genes can lead to major changes in body form.
2100.
ბიოლოგია | თავი I
ახალი მოდელები ეკოლოგიაში ეხმარება საზოგადოებას გარემოს დაცვითი ღონისძიებების ჩატარებაში, და ბუნების ისეთი მოვლენების წინასწარმეტყველებაში, როგორიცაა გლობალური დათბობა, მისი მიზეზები და შედეგები.
New models in ecology are helping societies evaluate environmental issues, such as the causes and biological consequences of global warming.