ზუსტი დამთხვევა
ორიგინალის ენა
ქვეკორპუსები
ჯგუფები
კრებულები
ტიპები
ჟანრები
დარგები
გამომცემლობები
ავტორები
მთარგმნელები
გამოცემულია
წლიდან
წლამდე
თარგმნილია
წლიდან
წლამდე
2221.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
დადგენილია იზოტოპური კონცენტრაციის პროფილზე კონკრეტული პარამეტრების რეგულირების სიზუსტის გავლენის მნიშვნელოვანი განსხვავება.
A considerable variation of the extent of accuracy of control of particular parameters on the isotope concentration profile was found.
2222.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ანალიზური ქიმია
გამოკვლეულია არომატწარმომქმნელი ნივთიერებების შედგენილობა სამამულო ღვინოებსა და კონიაკებში. გამოყენებულია ჰელიუმით მათი ექსტრაქცია შემდგომში სორბენტ ტენაქსზე დაჭერით, თერმული დესორბცია გამაციებელ დამჭერში და ექსტრაქტის გადატანა დამჭერიდან ქრომატოგრაფიულ სვეტში.
The composition of flavor-forming materials of native wines and cognacs was investigated by the method of helium extraction with subsequent trapping on the sorbent “Tenax”, followed by desorption of the extract on the cooling trap and transfer of the resulting extract into the chromatographic column.
2223.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოფიზიკა
დადგენილია, რომ ლეიკოზების დროს მიელოკარიოციტებისა და ლეიკოციტების ქრომატინის კომპლექსი ხასიათდება მაღალი თერმოსტაბილობით.
In cases of leukaemic chromatin complexes mielocariocytes and leucocytes were found to be characterized by high thermostability.
2224.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
საკოლექციო ღვინეობში ფერის და გამჭვირვალეობის კანონზომიერებათა დადგენისათვის.
On the determination of the colour purity and brightness of collection maturity wines.
2225.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
შესწავლილია აღნიშნული პეპტიდის ამინომჟავური შედგენილობა და გარკვეულია, რომ N-საბოლოო ამინომჟავა არის პროლინი.
A study of the amino acid content of this phosphopeptide showed proline to be the N-terminal amino acid residue.
2226.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ბიოქიმია
რადიაქტიული ინდიკაციის მეთოდით დადგენილია, რომ pH-ის სხვადასხვა მნიშნვნელობის დროს 32P პეპტიდის აქტიური ფოსფატის ჯგუფების თვისებები მკვეთრად იცვლება ცხოველებზე ქაფურის ზემოქმედების შედეგად, რაც ფოსფატის ნაშთის დეზამიდირებით უნდა იყოს გამოწვეული.
Use of the radioactive indication method has shown that the properties of active groups of 32p peptide were altered at various pH values, which must be due to the deamination of the phosphate residues.
2227.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გენეტიკა და სელექცია
დადგინდა, რომ ზანდურის პოპულაციის სახეობებს შორის საერთო ცილის ყველაზე დაბალი შემცველობით გამოირჩევა T. monococcum. ცილების პროცენტული შედგენილობა გაზრდილია T. zhukovskii და T. timopheevi-ში.
Investigations have shown that among the species population of Zanduri, the least quantity of the total protein is contained in T. monococcum v. hornemanii T. timopheevi and T. zhukovskii. Among the population of Zanduri the largest quantity of tritophan was noted in T. monococcum.
2228.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გენეტიკა და სელექცია
პირდაპირი კორელაცია ცილების პროცენტული შედგენილობასა და ტრიპტოფანის რაოდენობას შორის არ არსებობს.
No direct correlation was observed between the percentage of protein content and the concentration of tryptophan.
2229.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გენეტიკა და სელექცია
ჭვავის საერთო ცილების შემცველობაში ტრიპტოფანი უმნიშვნელო რაოდენობითაა წარმოდგენილი, შედარებით მეტი რაოდენობაა აღმოჩენილი T. dicoccoides-სა და T. aestivum-ში. საწყისი ფორმებისაგან განსხვავებით ამფიდიპლოიდში ცილების შემცველობა მნიშვნელოვნად მეტია: ამ მხრივ გამონაკლისია მაღალცილოვანი სახეობა - T. dicoccoides v. arabicum. ცილების და ტრიფტოფანის ყველაზე დიდი რაოდენობა აღმოჩნდა T. dicoccoides x S. montanum-თან შეჯვარებით მიღებულ ამფიდიპლოიდში.
The content of tryptophan in the rye is low The hexaploid amphidiploids of triticale exceed in their protein content the parental forms, excepting the high protein content of the species of T. dicoccoides v.arabicum. a high concentration of tryptophan and protein was found in T. riticale (T. dicoccoides x S. montanum).
2230.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გენეტიკა და სელექცია
განსაზღვრულ იქნა C მიტომიცინით ინდუცირებული მუტირების სიხშირე - ადამიანის ლიმფოციტების მოკლევადიან (51-საათიან) და გრძელვადიან (144-საათიან) კულტურებში. ციტოგენეტიკური ანალიზით დადგენილია, რომ გრძელვადიანი კულტურები უფრო მგრძნობიარეა აღნიშნული მუტაგენის დამაზიანებელი მოქმედების მიმართ, ვიდრე მოკლევადიანი. 144-საათიან კულტურებში ქრომოსომული აბერაციების რიცხვმა შეადგინა 8,0 %, ხოლო 51-საათიანში - 5,3 %.
The frequency of chromosomal aberrations was studied in the short-time (51-hours) and long-time (144-hours in vitro aged) cultures of human peripheral blood lymphocytes after the treatment with mitomycin C at dose 0.25 mcf/ml. the 144-hr cultures had a higher frequency of mutagen-induced chromosomal aberrations (8.0 %) than the 51-hr. cultures (5.3%).
2231.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გეოლოგია
დასავლეთ საქართველოს ქვედაცარცული ფორამინიფერების სისტემატიკური შედგენილობის ანალიზი და განვითარების ეტაპები.
Systematic analysis and stages of development of the lower Cretaceous foraminifers of Western Georgia.
2232.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, გეოლოგია
ქვედაცარცული მიკროფაუნის შედგენილობაში განსაზღვრულია ფორამინიფერების 250-მდე სახე, რომლებიც 18 ოჯახის 55 გვარს მიეკუთნება.
250 species of foraminifers, belonging to 55 genera of 18 families, have been distinguished in the lower Cretaceous microfauna.
2233.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ეკონომიკა
გაანგარიშების საფუძველზე დადგენილია თანაფარდობა ჩატარებულ გამოკვლევებს შორის, რაც საშუალებას იძლევა შევაფასოთ მოსახლეობის მომსახურების ხარისხი და შევამციროთ შრომატევადი სამუშაოები მგზავრთნაკადის შესწავლაზე.
The relationship between the two methods of study has been ascertained on the basis of calculations, permitting to assess the quality of serving the population and to reduce the time-consuming work involved in the study of passenger flows.
2234.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოგადი და არაორგანული ქიმია
დადგენილია, რომ შესწავლილი კომპლექსნაერთების კათიონებს აქვთ კვადრატული ბიპირამიდის აგებულება.
A hexagonal structure of the complex cation with the symmetry of a square bipyramid has been determined from the experimental data.
2235.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ზოოლოგია
დადგენილია ნემატოდების ტროპიკული ჯგუფების შეფარდება.
The ratio of tropic groups, and dominant and euconstant species were established.
2236.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, კიბერნეტიკა
შედგენილია იდენტიფიკაციის დისპერსიულ განტოლებათა სისტემა.
A dispersion equation system of identification is constructed.
2237.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, ლითოლოგია
კავკასიონის სამხრეთი კალთის ზედატოარსულ-აალენურ ნალექებში პირველად არის დადგენილი შამოზიტური კონკრეციები.
The presence of shamositic concretions in the upper Toarcian-Aalenian deposits of the southern slope of the Greater Caucasus has been established for the first time.
2238.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
წერილში მეორე რიგის დივერგენტული ფორმის არა აუცილებლივ თანაბრად ელიფსური განტოლებისათვის დადგენილია დირიხლეს ამოცანის ცალსახა ამოხსნადობის ახალი პირობები.
Some new conditions are stated for the unique solvability of the Dirichlet problem for a second-order non-necessarily uniform elliptic equation.
2239.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
ამ ალგებრის ოპერატორებისათვის დადგენილია ნეტერისეულობის კრიტერიუმი და ინდექსის ფორმულა.
From this algebra the criterion to be Noetherian and the index formula are given.
2240.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 114, მათემატიკა
სტატიაში ნაჩვენებია, რომ საკოორდინატო ღერძების პარალერულგვერდებიანი მართკუთხედებისაგან შედგენილი საკმარისად ფართო კლასის დიფერენციალური ბაზისებისათვის სამართლიანია შემდეგი ალტერნატივა: აღნიშნული კლასის ბაზისი ან ადიფერენცირებს L -ს, ან არ ადიფერენცირებს 0(Llog+L)-ს.
The paper deals with the differentiation bases of rectangles whose sides are in the directions of the coordinate axes. It is proved that for a sufficiently wide subclases of considered bases the following alternative is true: the basis either differentiates L or does not differentiate 0(Llog+L).